კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიმამრის ნაჩუქარი მანქანა და ჩინელი ბიჭის უშეცდომოდ ჩაბარებული „პრავის“ გამოცდა

გამარჯობა დედა, როგორ ხარ? მე არა მიშავს,  ვცხოვრობ ძველებურად. დედა გაგიჟებული ვარ სიხარულით, საოცრება მოხდა, ნამდვილი სასწაული. ერთი გენიალური ტრადიცია  ჰქონიათ ქართველებს – სიმამრი  სიძეს მანქანას ჩუქნის  და ლამზირას მამამ ავტომობილი მაჩუქა. მე ძალიან გამიხარდა, რაღაც რუსული სახელი ჰქვია „ნოლშესტი“, თანაც ჩემმა  სიმამრმა სიამაყით განმიცხადა „ნოლტრის მატორზეაო.“ 

ჩემს მანქანას ცოტა კომფორტი აკლია, მაგრამ როგორც ქართველები ამბობენ ნაჩუქარ ცხენს  კბილი არ გაესინჯებაო. უპირველესად, მართვის მოწმობა  ავიღე, გამოცდის ჩასაბარებლად წავედი სხვა ქალაქში. დედაქალაქში  რატომ არის ეს შეუძლებელი, არ მესმის. თეორია ადვილად ჩავაბარე და პრაქტიკული გამოცდის რიგში  ჩავდექი. ძალიან ბევრი ხალხი  იყო შეგროვილი, ძირითადად  ქალები, ზოგიერთი ისეთი ასაკის, წესით, შვილთაშვილებს რომ  უნდა ეთამაშებოდეს. კაცები ძირითადად უფროსი ასაკის, რომლებსაც მთავრობის შეცვლამდე არ სჭირდებოდათ მართვის მოწმობა, რადგან არავინ სთხოვდა. საგამოცდო მოედნის ოდნავ ქვემოთ გამოსაცდელებზე მეტი გულშემატკივარი დგას. ისინი ომახიანი შეძახილებით ამხნევებენ ახლობლებს. თუმცა, უმეტეს შემთხვევაში სწორედ ეს უშლით ხელს და იჭრებიან. გამოცდიდან გამოსულ წარმატებულ გოგონებს დიდი ყიჟინით ეგებებიან და იმ დღეს მთელი ღამე ქეიფობენ, თითქოს მართვის მოწმობა კი არა, კემბრიჯის უნივერსიტეტის დიპლომი აეღოს. გამოცდაში ჩაჭრილი გოგონები, გლოვითა და ცრემლების ღვარღვარით გამოდიან, თითქოს ეს უკანასკნელი შანსი იყო, გარეთ კი წარბშეკრული ქმარი და ყალბად დამწუხრებული დაქალები ელოდებიან. ცოტა უხასიათო, ან მთვრალი ქმრის შემთხვევაში, შესაძლებელია გინების ან ხმამაღლა ღრიალის მსხვერპლიც გახდეს გამოუცდელი მძღოლი. ჩავჯექი მანქანაში და გამომცდელმა მაშინვე მომახალა: ლომივით ქართველმა ბიჭებმა ვერ ჩააბარეს დღეს და შენ რომ ჩააბარო, გავგიჟდებიო. მე მართლაც უშეცდომოდ ჩავაბარე გამოცდა და მართვის მოწმობა, ანუ ქართულად – „პრავა,“ ავიღე. რომ გამოვდიოდი, ვიღაცამ თქვა, ამან როგორ ჩააბარა ყველაფერს ბედი უნდაო. მე მივუბრუნდი და ვუთხარი, ბედი კი არა, სწავლა სჭირდება-მეთქი. კიდევ რაღაცის თქმა მინდოდა, მაგრამ აშკარა საფრთხე ვიგრძენი და იქაურობას გავეცალე. ჩემი მანქანა იმ დღესვე გაფუჭდა და ხვალ ხელოსანი მყავს შეპირებული, იაფად უნდა გამიკეთოს. ხელოსნის ამბავს მერე მოგიყვები, დედა. იქაც რამე უცნაური რომ არ მოხდეს გამორიცხულია. ჯერჯერობით კი, ეს არის სულ, მომიკითხე ყველა. 

გკოცნით

თქვენი ტობი ვონგი

скачать dle 11.3