კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არ იციან ქართველმა მანდილოსნებმა “v@m„-ის ვაჟას შესახებ

„v@m”-ის ვაჟას, თბილისში ვინ არ იცნობს? განსაკუთრებით ქალბატონები: ცნობილებიც, უცნობებიც, ცნობისმოყვარენიც, ჭორისმოყვარენიც და სერიალებისაც კი.... ამ ქალბატონთაგან კი ისეთებსაც გავაოცებ, დარწმუნებულნი რომ არიან, ვაჟას შესახებ ყველა ჭორი თუ მართალი იციან. მათ ისეთ ამბავს ვეტყვი, ოღონდ არა ჭორს, არამეთ თვითონ მთავარ გმირთან გადამოწმებულს. – თურმე ვაჟას გული მარჯვნივ ჰქონია.

– ვაჟა, მართლა გაქვს გული მარჯვნივ?

– კი, ოღონდ ნაწილობრივ.

– ნაწილობრივ, როგორ?

– მარტო გული კი არა, ყველა ორგანო სარკისებურად მაქვს განლაგებული.

– ეს ანომალიაა?

– არა, ეს ფაქტი ანომალიად არ ითვლება, მხოლოდ და მხოლოდ იშვიათობაა. საქართველოში თურმე სულ ორი ვყოფილვართ ასეთი, ანუ ადამიანი, რომელსაც ორგანოები სარკისებურად აქვს განლაგებული.

– თავს როგორ გრძნობ?

– იდეალურად. სიმართლე გითხრა, ამდენი წლისა ვარ და ექიმთან არ ვყოფილვარ.

– მაშ როგორ გაიგე?

– სკოლის პერიოდში ხომ ხდებოდა მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მასობრივი გადამოწმება. მაშინ გავიგე, ჩემი გულის ამბავი. რაც შეეხება დანარჩენ ორგანოებს, მათ შესახებ მოგვიანებით შევიტყვე.

– როგორ?

– ბრმანაწლავი ამტკივდა. ავედი „ლეჩკომბინატში“ და გასინჯვის შემდეგ მითხრეს, სასწრაფოდ საოპერაცო ხარო. სიტყვა ოპერაცია რომ გავიგე, ყველაფერმა მომენტალურად გამიარა. მაშინვე სახლში წამოვედი. შემდეგ ახლობელ, საკმაოდ ცნობილ ექოსკოპისტთან წავედი და მან რომ დამათვალიერა, მითხრა: ვაჟა, იცი, რომ ყველა ორგანო შებრუნებით გაქვს განლაგებულიო, – ჰოდა, მაშინ შევიტყვე. თურმე, ბრმანაწლავი რომ მეგონა მტკიოდა, იმ ადგილას საერთოდ არ მქონია ბრმანაწლავი და უბრალოდ, ჭვალი მქონდა. ხშირად ვსვამ ასეთ კითხვას: რა არის, ეს? რატომ? როგორც ამიხსნეს, მარტო გული რომ მქონდეს მარჯვნივ და სხვა ორგანოები თავის ადგილას, უფრო ცუდი იქნებოდა. ახლა, სრულიად ჯანმრთელი და ენერგიული ვარ.

– რაც შენ გჭირს გენეტიკურია?

– ვფიქრობ, რაც მჭირს, ალბათ იგივე ჩემი წინაპრებიდან, რომელიმეს ექნებოდა. ჩემს მშობლებს რაც შეეხებათ, მათ ყველა ორგანო თავის ადგილას ჰქონდათ.

– ის შენი მსგავსი, მეორე პიროვნება თუ გაიცანი, რომელსაც ასევე ჯვარედინად აქვს ორგანოები განლაგებული?

– მართლაც მოვინდომე და ახლაც მსურს მისი გაცნობა. ის მეორე, ახალგაზრდა ბიჭია, ბათუმელი, ჩემზე გაცილებით უმცროსი. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ მოხერხდა ჩვენი შეხვედრა.

– ნეტავ მსოფლიოში როგორი სტატისტიკაა ამ მხრივ?

– მსოფლიოში არ ვიცი, მაგრამ, მე ვლადიკავკაზში დავიბადე და იქ ვისწავლე. ისე მოხევე ვარ. 20 წელია, რაც საქართველოში ვცხოვრობ. ჰოდა, ვლადიკავკაზში ვიყავი მესამე, ვისაც გული ჰქონდა მარჯვნივ. ჯარშიც არ ვყოფილვარ, „დამბრაკეს“ ამის გამო. სკოლის პერიოდში ფიზკულტურის გაკვეთილზე სულ მიშლიდნენ სირბილს, ხტუნაობას, მაგრამ მე ისეთი ანცი და მოუსვენარი ვიყავი, რა გამაჩერებდა.

– როგორც შევიტყვე, ფიზკულტურულ შეჯიბრებაში წარმატებაც გაქვს მიღებული, მაგრამ ყველაზე დიდი წარმატება, ჩემი აზრით, შენს ხელებთან, ხელმარჯვეობასა და შემოქმედებასთან ასოცირდება.

– ვალამაზებ ქართველ მანდილოსნებს. ბევრი შემოთავაზება მქონია უცხოეთიდან, რომ იქ გამეგრძელებინა მოღვაწეობა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში. მე ქართველ მანდილოსნებს ვერ ვუღალატებ. ვგიჟდები ჩემს საქმიანობასა და ქართველ მანდილოსნებზე. ის, ვინც ყვალაზე ძალიან მიყვარს მათ შორის და ვინც ცხოვრებას მილამაზებს, ისიც აქ მყავს გვერდში. 

скачать dle 11.3