კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში დაეხმარა ქართული ტემპერამენტი და მოსკოვური „გრუზინობა“ რუსული „ახალი ხმის“ კონკურსანტს, ნოდარ რევიას

რუსეთში მოღვაწე, 21 წლის მომღერლის, ნოდარ რევიას შესახებ, ჟურნალი „თბილისელები“, ჯერ კიდევ გასულ წელს წერდა, როცა ის საკმაოდ ცნობილი და პოპულარული გახდა უკრაინულ პროექტ „იქს-ფაქტორში“ მონაწილეობით. მაშინ, ქართველ კონკურსანტს მთელი დარბაზი ფეხზე წამოუდგა და მკაცრი ჟიურისგანაც საკმაოდ თბილი და საქებარი სიტყვები დაიმსახურა. ეს კადრები სოციალურ ქსელშიც დაიდო და ის უამრავმა ადამიანმა მოიწონა.

ნოდარ რევია თბილისში დაიბადა, თუმცა დიდი ხანია, მოსკოვში ცხოვრობს და საკუთარ თავს მოსკოველ „გრუზინად“ მიიჩნევს. როგორც თავად აღნიშნავს, ის საკმაოდ მიზანდასახული და დამოუკიდებელი ადამიანია. ბავშვობიდან მიზნად ჰქონდა დასახული, ხელოვანი გამოსულიყო. ადრეული ასაკიდან მღერის და ამ მიზნის მისაღწევად, მან საკმაოდ ბევრი იშრომა, დღეს კი დიდ სცენაზე ისე გრძნობს თავს, როგორც თევზი წყალში. რუსეთის დიდ სცენაზე დიდი ხანი არ არის, რაც დგას, თუმცა, თავისი ვოკალური მონაცემებით, გამოცდილი მომღერლებისგან საკმაოდ დადებით შეფასებებს იღებს. მას დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებენ და ეს ერთიორად გასახარია ჩვენთვის, მისი თანამემამულეებისთვის, რადგან ერთი ქართველის წარმატებაც კი, მთელი საქართველოს წარმატებაა.

ცხადია, ნოდარის წარმატება კონკურსებს უკავშირდება, რომელშიც ის მონაწილეობს. შარშან, „იქს-ფაქტორში”  საკუთარი შესაძლებლობების იმედად გავიდა – იმღერა, საუკეთესოთა შორის მოხვდა და ჟიურისა და მაყურებლის ფავორიტობაც დაიმსახურა. ეს პროექტი  დიდი ნახტომი აღმოჩნდა მისთვის, უფრო მეტად გაიცნო ხალხმა. დღეს ის, რუსულ მუსიკალურ შოუ „ახალი ხმის“ კონკურსში იღებს მონაწილეობას და ერთ-ერთი უძლიერესი კონკურსანტია. ნოდარი ამბობს, რომ ეს პროექტი, ყველაზე კარგი შანსია დამწყები მომღერლებისთვის. მაღალი მომზადების დონის გარეშე, რთულია იქ რაიმე წარმატებას მიაღწიო. 

შესარჩევი ტურის, რიგით მეორე „ლაივ-შოუზე“, პირველი, სწორედ ნოდარი წარდგა. მისი მხარდამჭერები იყვნენ მისი მეგობრები და დედა. როდესაც „ახალი ხმის“ რუსმა კორესპონდენტმა  დედას,  ეკა დოლიძეს სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა და შეეფასებინა მისი ვაჟი კონკურსზე გასვლის წინ, ასეთი პასუხი მოისმინა: „ძალიან ვნერვიულობ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება, მისი  მჯერა, ის ყველაზე კარგი და გამორჩეულია, ამას შეძლებს!“ თავად ნოდარი კი ამბობს, რომ სცენაზე დიდ სიამოვნებას იმით იღებს, რომ გასცემს იმ პოზიტივსა და ენერგიას, რასაც მსმენელი და მაყურებელი ითხოვს. კონკურსზე გასვლის წინ, ნოდარი აღიარებდა, რომ ნერვიულობდა, თუმცა საკუთარი თავის რწმენა ჰქონდა, რაც სცენაზე დადგომის პირველი წამებიდან დაამტკიცა. პრინცის ცნობილი სიმღერა შეასრულა და ჟიურის  წევრებზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ჟიურის ოთხივე წევრი – დიმა ბილანი, პელაგია, ლეონიდ აგუტინი და გრადსკი, თავისკენ შემოატრიალა. პირველივე ნოტებზე ნოდარს მომღერალი პელაგია მოუბრუნდა, მას დიმა ბილანი და ლეონიდ აგუტინი მიჰყვნენ. ბოლოს კი, გრადსკიმაც დააჭირა ღილაკს ხელი. აი, მაშინ ნოდარმა ემოცია და დაგროვოლი პოტენცია ვეღარ დამალა და თავისკენ შემოტრიალებული ჟიურის წინ, პირდაპირ სცენაზე, სიხარულისგან, ძირს გაწვა. პელაგიამ მას არაჩვეულებრივი ადამიანი უწოდა და აღიარა, რომ ის შეუდარებელია, როგორც სიმღერაში, ასევე თავისი მოქმედებებითა და სცენიურობის თვალსაზრისით. ხუმრობით შესთავაზა კიდეც, თუ გინდა, გიმღერებ, რომ ჩემს გუნდში წამოხვიდეო და კოლეგებს სთხოვა, იქნებ დამითმოთ ეს ბიჭიო. გრადსკი მას „დამტვრეული“ ქართულით მიესალმა – „გაუმარჯოს“ და, სიმღერის რთული და სწორი არჩევანი მოუწონა. ასევე, დაინტერესდა კონკურსანტის სხვა ჟანრით, კერძოდ, ლირიკული სიმღერების შესრულებითა და შესაძლებლობებით. როდესაც პასუხად მიიღო, რომ ნოდარს გრძელი ნოტებიც კარგად გამოსდის, ყოჩაღო, უთხრა და დააყოლა, სიამოვნებით დაველოდები შემდეგ ტურებსო. აგუტინი კი იმეორებდა: ეს შესანიშნავი იყო და მეტი კომენტარი, აღარ არის საჭიროო. დიმა ბილანი მხოლოდ თავს იქნევდა და ტაშს უკრავდა კმაყოფილებისგან. ბოლოს ნოდარმა მასაც ჰკითხა აზრი მის გამოსვლაზე: ძალიან მაინტერესებს თქვენი შეფასებაცო და ასეთი პასუხი მიიღო: „თქვენ რა, ეჭვი გეპარებათ საკუთარ თავში? მე არ მიკვირს, როცა ადამიანი სცენაზე დგას და მღერის. მაგრამ, ამ ორ წუთში, თქვენ იმდენი რამ გვაჩვენეთ, თქვენი მოძრაობებით, რომ ეს იყო კარგი სანახაობა, პლუს სიმღერით სიამოვნება. ვინც არ უნდა აირჩიო ხელმძღვანელად, მე ძალიან მომწონხარ და, მჯერა, უფრო მეტი შეგიძლია“.

ასე რომ, ქართველმა კონკურსანტმა, ჟიურისგან დადებითი შეფასებები მიიღო და მისმა ენერგეტიკამ, პოზიტივმა არა მარტო დარბაზში მსხდომნი, არამედ, შემფასებელებიც მონუსხა. ჟიურის არც ერთი წევრი არ მალავდა, რომ ოთხივეს სურდა, ნოდარის საკუთარ გუნდში ყოლა. თუმცა, მომღერალმა, აქაც ქართული ჯენტლმენობა გამოიჩინა და ხელმძღვანელად პელაგია აირჩია, რომელიც ჟიურის დანარჩენი წევრებისგან განსხვავებით, მეტად აქტიურობდა. ყველანაირად ცდილობდა, საკუთარ გუნდში აეყვანა ნიჭიერი კონკურსანტი – კეკლუცობითა და თბილი სიტყვებით ცდილობდა კონკურსანტის „გადაბირებას“. როგორც ამბობენ, პელაგია, განსაკუთრებით ქართველი კონკურსანტებით არის აღფრთოვანებული და ამას არც მალავს. ამის გამო ლეონიდ აგუტინი ეხუმრება, შენ საქართველოსთან რაღაც გაკავშირებსო.  ცნობისთვის, გასულ წელს მის გუნდში ორი ქართველი მომღერალი იყო, კერძოდ, აჩი ფურცელაძე და ანრი გოგნიაშვილი. რომელთა გამოსვლაც ისეთივე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, როგორც ნოდარ რევიასი.

ჩვენ, რასაკვირველია, ნოდარს წარმატებებს და შემდეგ ტურებში გამარჯვებას ვუსურვებთ!

 

скачать dle 11.3