კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიმართლე კაბაში

სიმართლე კაბაში!

სიტყვა „მატრიარქატი“ ორი ბერძნული სიტყვის ფესვისგან წარმოიშვა: „დედა“ და „ძალაუფლება“. თუმცა არსებობს მეორე სიტყვაც – „ნეკოკრატია“, რომელიც ქალთა ტოტალიტარიზმს აღნიშნავს.

მატრიარქატის შესახებ მოხსენიებულია „ჩეხურ ქრონიკებში“ (1113 წელი). საუბარია ძველისძველ საომარ ციხე-კოშკზე – დევინზე, რომელსაც მხოლოდ მეომარი ქალები იცავდნენ და არაფერში უდებდნენ ტოლს მამაკაცებს.

დღეს დედამიწაზე არის ადგილები, სადაც ქალთა უპირატესობები მკვეთრადაა გამოკვეთილი. იქ კაცების აზრი იგნორირებულია. მაგალითად, ტუარეგები (აფრიკაში მობინადრე ბერბერები) გვარს ქალის ხაზით აგრძელებენ. ისინი, ანუ ქალები, წერენ და მეტყველებენ ენაზე,  რომელიც ძველ მუსლიმანურ პერიოდს განეკუთვნება, მაშინ, როცა ამ ტომის კაცები, ჩვეულებრივად, არაბულად ლაპარაკობენ. თუ ტუარეგი ქალი არ გათხოვდა, მას სრული უფლება აქვს, ისე იცხოვროს, როგორც მოესურვება – მას ვერავინ ვერაფერში შეზღუდავს, მით უმეტეს, ვერაფრით გაათხოვებენ მისი ნების გარეშე.

ჩინეთში, სიჩუანისა და იუნანის პროვინციებში, ოჯახის უფროსია უხუცესი ქალი – მოსო. ის არჩევს საქმეებს, თვალყურს ადევნებს მეურნეობას და ზუსტად განსაზღვრავს ქალისა და მამაკაცის უფლება-მოვალეობებს. აქ ცოლ-ქმარი არც წყვილად ცხოვრობს და მარტო ღამით ხვდებიან ერთმანეთს, არც ენაში აქვთ სიტყვები „ქმარი“ და „ცოლი“ – რა საჭიროა?!

 

ღვთაებრივი პოპულარობა

ყველაზე ცნობილი ღმერთი-ღვთაება ეგვიპტური მზის ღმერთი „რა“ გახლავთ. მასზე იღებენ ფილმებს, წერენ წიგნებს, ამზადებენ სუვენირებს და აკეთებენ ფულს.

„რას“ აქვს განსხეულება – ჩიტი, ფენიქსის სახით; ასევე, ხარი მნევისისა და ობელისკის ბენ-ბენის ვიზუალით.

ამ ყველაფრის ახსნას ძალიან დიდი დრო სჭირდება და რამდენიმე მეცნიერიც.

„რა“ დღისით ანათებდა მიწას, საღამოს კი ძვირფას ტახტზე დაბრძანდებოდა, ხოლო სხივებს  მდინარე ნილოსში ჩაუშვებდა ხოლმე. „რა“ ამბობს: „მე ვიყავი გუშინ; მე ვიცი ხვალინდელი დღე“.

პოპულარობაში „რას“ ცოტათი ჩამორჩება ბერძნული ღმერთ-ღვთაება – ჰელიოსი. ისიც ცაში ცხოვრობს, იქ ეტლით დასეირნობს და დედამიწაზე სხივებს გზავნის. დღეს მისი გარჩევა აპოლონისგან პრაქტიკულად შეუძლებელია. ტყუპისცალიც ჰყავს – რომაული თება.

ჰელიოსის „საქმენი საგმირონი:“ მან „ჩაუშვა“ ჰეფესტოსთან მისი მშვენიერი მეუღლე, აფროდიტე – ომის ღმერთთან, არესთან გღალატობსო; გასცა პერსეფონტეს მკვლელი აიდი, რათა მისი ცოლი ჩაეგდო ხელში. ჰელიოსი არ მოსწონდათ დანარჩენ ღმერთებს. სამაგიეროდ, უყვარდათ ბერძნებს. ამიტომაც აღმართეს მისი 36-მეტრიანი ქანდაკება და მას „როდოსის კოლოსი“ უწოდეს.

 

მხოლოდ ფაქტები

სტატისტიკა საინტერესოც არის და სასარგებლოც. მაგალითად, სტატისტიკა გვამცნობს...

* ერთი საათი მაინც უნდა იმუშაოს ინდოეთში ადამიანმა, რომ ერთი ბოთლი ლუდი იყიდოს. ამერიკელს ისეთივე ლუდის შესაძენად 40 წუთიც ჰყოფნის.

* ამერიკაში, მინიმუმ, 5,7 პროცენტი იღებს დადებით პასუხს ნარკოლოგიურ ტესტებში.

* სოციალური ქსელების აქტიურად მომხმარებელთა 40-მა პროცენტმა აღიარა, რომ უკვე უჭირთ ურთიერთობა რეალურ ადამიანებთან, განსაკუთრებით, მათთან, რომლებიც სწორედ ამ ქსელების საშუალებით გაიცნეს.

* ტელესივრცეში ყველაზე საშინელ და შიშისმომგვრელ სერიალად აღიარეს „მოსიარულე მიცვალებულები“ (იგივე „მოსიარულე გვამები“). თითოეულ ეპიზოდში მინიმუმ 38 გვამია და აქედან 91 – პროცენტი ზომბი.

* სერიალ „საიდუმლო მასალების“ ერთ-ერთი აგენტის – სკალის ფეხსაცმელები სერიალიდან, აუქციონზე 455 ამერიკულ დოლარად გაიყიდა.

 

скачать dle 11.3