კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: შემოდგომაზე კვების რაციონის შეცვლა ყველა ჯიშის ძაღლისთვის ერთნაირად საჭიროა თუ განსხვავებული აზრიც არსებობს?

პასუხი: კვების რაციონის შეცვლა განსაკუთრებით იმ ცხოველებისთვის არის საჭირო, რომლებიც ეზოს პირობებში იმყოფებიან, რადგან, ეზოში მყოფი ძაღლები გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავენ. რაციონის შეცვლა გულისხმობს მისი ენერგეტიკული ღირებულების მომატებას, ანუ, მისი ყუათიანობის გაზრდას, რაც აისახება მასში შემავალი ინგრედიენტების გამრავალფეროვნებითა და ხარისხიანობით. ამ პერიოდისთვის მართლაც სასურველია ვიტამინებისა და მინერალების მიცემა, მაგალითად, მულტივიტამინებისა და მინერალების კომპლექსის სახით, ეს კი უზრუნველყოფს იმუნიტეტისა და ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობის გაზრდას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღნიშნული პერიოდისათვის. უნდა გაითვალისწინოთ, რომ, ჰაერის ტემპერატურის ვარდნასთან ერთად, დამახასიათებელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ასევე, ბეწვის ცვენა, რაც დაკავშირებულია შემოდგომის ლინკის პერიოდთან. ამიტომ, ამ პერიოდში ვიტამინების მიცემა აუცილებელია, რადგან  ის უზრუნველყოფს აღნიშნული პრობლემების შემცირებასა და ბეწვის ხარისხის გაუმჯომესებას. ლინკის პერიოდი, ასევე, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა პირობებში ცხოვრობს ცხოველი, ანუ, ძაღლისთვის, რომელიც ქუჩაშია და მასზე მოქმედებს მზის სხივები და გარემო ტემპერატურის ცვალებადობა, აღნიშნული პერიოდი შედარებით უფრო მალე მთავრდება იმ ძაღლებთან შედარებით, რომლებიც ოთახის პირობებში ცხოვრობენ; გარდა ამისა, მნიშვნელობა აქვს ჯიშს, მაგალითად, პუდელს ნაკლებად აღენიშნება შემოდგომაზე ბეწვის ხშირი ცვენა, ლაბრადორსა და დალმატინელს კი ლინკი ეს მთელი წლის განმავლობაში უხანგრძლივდება.

კითხვა: ჩემს ძაღლს ბოლო დროს ბეწვი უწინდებურად აღარ უბზინავს. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს? 

პასუხი: შეიძლება, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ, ცხოველის ბეწვის ბზინვარება პირდაპირ კავშირშია მის ჯანმრთელობასთან და კვებასთან. ამიტომ, თუ ძაღლის ბეწვი არ ბზინავს, ეს ფაქტი უყურადღებოდ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოთ, რადგან, ამაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. რაციონში რაიმე საკვები ინგრედიენტის უკმარისობა, იქნება ეს მიკრო თუ მაკროელემენტები, ვიტამინები, პროტეინები და ასე შემდეგ, ადრე თუ გვიან თავისებურ ზეგავლენას ახდენენ ბეწვის საფარველის საერთო მდგომარეობაზე. ჯანმრთელ და სწორად ნაკვებ ცხოველს ყოველთვის უბზინავს ბეწვი. უფრო მეტიც, ცხოველის ბეწვის ხარისხი შეიძლება, მისი ჯანმრთელობის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია. ჯანმრთელი ძაღლის ბეწვის მდგომარეობის ნიშნებია: ბზინვა, სიფაფუკე, მოქნილობა და ცხიმოვანი ნადების რაოდენობა. უნდა გვახსოვდეს, რომ სწორი კვება ძაღლის ჯანმრთელობის გარანტიაა, რაც თავისთავად აისახება ბეწვის საფარველზე.

 

скачать dle 11.3