კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: მყავს ავტომობილი „ნისან ზეტ 350”, რომლისთვისაც შევიძინე სპორტული ტიპის საჭე. მაგრამ, მისი შეცვლის მცდელობისას აღმოჩნდა, რომ არ მიესადაგება ჩემს ავტომობილს. არადა, მისი შეძენის დროს (საჭე საფრანგეთში ვიყიდე) მითხრეს, რომ ის უნივერსალურია და ყველა ტიპის ავტომობილზე მიდის. შეცდომაში შემიყვანეს თუ რაიმეს არასწორად ვაკეთებ?

პასუხი: თქვენ არავის მოუტყუებიხართ. მართლაც არსებობს უნივერსალური ტიპის საჭე, უბრალოდ, მას დამხმარე დეტალი ესაჭიროება, ეგრეთ წოდებული, გადამყვანი, რომელიც თქვენი ავტომობილის საჭის ღერძზე უნდა დამაგრდეს და მას მოერგოს საჭე. თქვენ სწორედ ეს გადამყვანი გჭირდებათ და კარგი იქნებოდა, თუ მას იქვე, საფრანგეთშივე შეიძენდით. მაგრამ, რადგან უკვე თბილისში ხართ, ამ კონკრეტული დეტალის შეძენა მოგიწევთ. 

კითხვა: მაინტერესებს, რატომ  მიიჩნევა „ბეემვე” ყველაზე საშიშ ავტომობილად? ავტოავარიები ძირითადად, სწორედ ამ მარკის ავტომანქანებით ხდება და თან, თითქმის ყველა ფატალური შედეგით სრულდება. 

პასუხი: ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. დავიწყოთ იმით, რომ საქართველოში ძალიან დიდი რაოდენობით „ბეემვეა”. – რადგან აგრესიულია, ახალგაზრდებს მოსწონთ: უამრავ ლამაზ მანევრს ასრულებს, იქნება ეს „ზანოსით” გავლა, დრიფტი თუ სხვა. ამას კი, თავისი უკანაწამყვანობის ხარჯზე ახერხებს. სწორედ უკანა წამყვანი თვლები ხდება, ძირითად შემთხვევებში „ბეემვეს” ავტოავარიის მიზეზი... და რატომ? ამ საკითხს ცოტა ჩავუღრმავდეთ. თუკი, ავტომობილს, თუნდაც 20-25 კილომეტრ-საათში სიჩქარით გააქანებთ, საჭეს რომელიმე მხარეს ოდნავ მოუხვევთ და ხელის მუხრუჭს ამოწევთ, ავტომობილი მოცურდება. რიგ შემთხვევებში, ეს საკმარისი იქნება, ის 180 გრადუსითაც კი შემობრუნდეს. აქედან დასკვნა: უკანა საბურავების ბრუნვის რაიმე სახით შეფერხებისას და მით უმეტეს, გაჭედვისას, ავტომობილი მოცურების სიმულაციას ახდენს. თუ ამას გადავიტანთ „ბეემვეზე”, რომელიც უკანაწამყვანია, გეტყვით, რომ გაზის პედალზე ოდნავი შეხებაც კი, უკანა თვლებს ბრუნვაში ძალიან სწრაფად მოიყვანს, მით უმეტეს, თუ ის ძლიერი ძრავითაა აღჭურვილი. თუკი არ არის იდეალური ზედაპირი, რაც ჩვენთან პრაქტიკულად არ არსებობს, ავტომობილი მოცურებას იწყებს, მით უმეტეს, სველ გზაზე და იმ საბურავებით, რომელსაც ჩვენთან მოიხმარენ. მათ პრაქტიკულად, მოდება საერთოდ აღარ აქვს. მეორე – აქსელერაციის, ანუ გაზის პედლიდან ფეხის სწრაფი აშვება სიმულირებს ისე, თითქოს ხელის მუხრუჭი ამოსწიეთ. ვინაიდან „ბეემვე” სპორტული ტიპისაა, ის ცდილობს, სიჩქარე სწრაფად დააგდოს. უკანა თვლების მკვეთრი შენელება, თუკი ამას არათანაბარი გზის საფარიც დაემატა, ბლოკირებას იწვევს, რის შედეგადაც ავტომობილი ცურდება. მდგომარეობა რთულდება, თუ ამ დროს რომელიმე მხარეს მანევრს ასრულებდით, ანუ საჭე უხვევდა. მოცურება ამ დროს გაცილებით საშიში ხდება. „ბეემვეს” მძღოლები, როგორც უკვე ვთქვით, ძირითადად ახალგაზრდები არიან. მათ არ ჰყოფნით გამოცდილება და ოსტატობა, რომ ასეთ მდგომარეობაში თავი არ ჩაიგდონ, ან გამოსავალი იპოვონ. ანუ, „ბეემვეს” გაზის პედალზე ფეხის მკვეთრმა დაჭერამ და აშვებამ, შესაძლოა, სავალალო შედეგებამდე მიგიყვანოთ. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი – „ბეემვეში” არის ძალიან პატარა სასიცოცხლო სივრცე – ის სივრცე, რომელიც შეჯახებისას ადამიანს იცავს. ყველაზე დიდ „ბეემვეშიც” კი, სალონში სივიწროვეა, განსაკუთრებით უკანა მგზავრებისთვის, რომლებიც „ბეემვეს” ნებისმიერ მოდელში ჩაჭეჭყილები სხედან. მძღოლიც თითქოს კომფორტულად ზის, მაგრამ ავარიისას აღმოჩნდება, რომ მისი სხეულის მდგომარეობა შეჯახებისთვის აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო.

კითხვა: რატომ მიიჩნევა იაპონური ავტომობილი ყველაზე ხარისხიანად?

პასუხი: იაპონური მანქანების პოპულარობას მარტივი მიზეზები აქვს. ხარისხის მოყვარული ხალხი ხარისხიან ნივთებს ქმნის. ისინი მაღალტექნოლოგიურად ამუშავებენ ნებისმიერ დეტალს. მართალია, ევროპული მანქანებიც საკმაოდ მაღალი ხარისხისაა, მაგრამ იმავე დონის მანქანა ევროპაში გაცილებით ძვირი ღირს. სიიაფეს ისიც განაპირობებს, რომ იაპონელები ძალიან ხშირად იცვლიან მანქანებს, ანუ ბევრი მანქანა იყიდება ზოგადად და თან,  იაპონელი მწარმოებლები ევროპასთან შედარებით, გაცილებით უფრო ხშირად, ანუ სამ-ოთხ წელიწადში ერთხელ უშვებენ ახალ მოდელებს.

 

скачать dle 11.3