კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

7 ოქტომბერი

1571 – ლეპანტოს ბრძოლაში თურქთა წინააღმდეგ მიგელ დე სერვანტესმა მარცხენა ხელი დაკარგა.

1971 – გამოვიდა 13 წლის მაიკლ ჯეკსონის პირველი სინგლი.

8 ოქტომბერი

1085 – ვენეციაში აკურთხეს სან-მარკოს (წმიდა მარკოზის) ტაძარი.

1818 – კრივის მატჩის დროს პირველად იქნა გამოყენებული სპეციალური ხელთათმანები.

1980 – უკანასკნელად გამოვიდა სცენაზე ბობ მარლი.

9 ოქტომბერი

1872 – აარონ მონტგომერიმ ამერიკის შეერთებულ შტატებში გახსნა პირველი მაღაზია ფოსტით.

1962 – ედიტ პიაფისა და თეო სარაპოს ქორწილი.

1963 – ჰაერში აიჭრა პირველი ვერტმფრენი – „მი-8“.

10 ოქტომბერი

1975 – ელიზაბეტ ტეილორი ცოლად გაჰყვა რიჩარდ ბარტონს. ბარტონი მისი მეექვსე ქმარი იყო.

1976 – 98 წლის ბერძენმა დიმიტრი იორდანიდისმა 7 საათსა და 33 წუთში გაირბინა მარათონული დისტანცია.

1980 – ალჟირში მოხდა 7,5-ბალიანი მიწისძვრა. თითქმის მთლიანად დაინგრა ქალაქი ალ-ასლანსი. დაიღუპა 6 ათასი ადამიანი, უსახლკაროდ დარჩა 250 ათასი.

1995 – მსოფლიო ჩემპიონმა ჭადრაკში გარი კასპაროვმა მოუგო ინდოელ გროსმაისტერ ვიში ანანდს და ამით შეინარჩუნა ტიტული.

11 ოქტომბერი

1881 – ამერიკელმა დევიდ ჰენდერსონმა დააპატენტა პირველი ფოტოფირი.

1931 – საბჭოთა კავშირში მიიღეს გადაწყვეტილება კერძო ვაჭრობის სრული ლიკვიდაციის შესახებ.

1939 – მეცნიერებმა: ენრიკო ფერმიმ, ლეო სილარდმა და იუჯი ვიგნერმა დაწერეს წერილი ფაშისტურ გერმანიაში ატომური ბომბის შექმნის საშიშროების შესახებ, რომელსაც ხელს აწერდა ალბერტ აინშტაინიც. წერილი მანვე გადასცა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ფრანკლინ რუზველტს.

1961 – სემიპალატინსკის პოლიგონზე მოახდინეს პირველი მიწისქვეშა ბირთვული აფეთქება.

1968 – ამერიკელებმა კოსმოსში გაუშვეს პირველი კოსმოსური ხომალდი – „აპოლონ 7“, რომლის ბორტზეც ადამიანები იყვნენ. 

1976 – პეკინში დააპატიმრეს „ოთხთა ბანდა“ მაო ძედუნის მეთაურობით. ეს იყო ჩინეთში საფუძვლიანი ცვლილებების დასაწყისი.

12 ოქტომბერი

1492 – კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის ოფიციალური თარიღი.

1960 – ნიკიტა ხრუშჩოვმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ასამბლეაზე გამოსვლისას, ტრიბუნაზე თავისი ფეხსაცმლის დარტყმა დაიწყო. სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც ცდილობდა ამის გამო ახმაურებულ დარბაზში წესრიგის დამყარებას, ხელში შემოატყდა ჩაქუჩი.

1968 – მეხიკოში გაიხსნა მეცხრამეტე ოლიმპიური თამაშები.

13 ოქტომბერი

1792 – საფუძველი ჩაეყარა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთა რეზიდენციას, რომელსაც შემდეგ „თეთრი სახლი“ ეწოდა. 1800 წელს მისი პირველი ბინადრები გახდნენ პრეზიდენტი ჯონ ადამსი და მისი მეუღლე – აბიგეილი.

1963 – „ბითლზის“ გამოსვლა ნახა 15 მილიონმა ტელემაყურებელმა დიდ ბრიტანეთში, რასაც მოჰყვა ფანების ვნებათაღალვა, სახელწოდებით – „ბითლომანია“.

скачать dle 11.3