კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის მეორდება ფაქტები ადამიანების ცხოვრებაში და არის თუ არა სიზმარი ჩვენივე ბედის ანარეკლი

სამწუხაროდ, ცხოვრების დაძაბული რიტმის გამო, ვერ ვაანალიზებთ თავს გადამხდარი უცნაური ამბების შინაარსს, რომელიც გაკვირვებას იწვევს და თითქოს რაღაცაზეც მიგვანიშნებს. ვცდილობთ, ესა თუ ის მოვლენა თუ ფაქტი, რაიმე კანონზომიერებას მივაწეროთ, ან არც კი ვიფიქროთ მასზე – თითქოს არც ყოფილა. თუმცა, როცა ასეთი დამთხვევები გვაწუხებს და ხშირად გვახსენებს თავს, მერე ვფიქრდებით და ახსნას ვეძებთ. პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი, ბატონი ვახტანგი ამტკიცებს, რომ ადამიანის ცხოვრებაში უამრავი ფაქტია, რომელიც ერთმანეთს ჰგავს და ეს სულაც არ არის დამთხვევა. ეს კანონზომიერებასთან კავშირშია და მასზე რეაგირება აუცილებლად უნდა მოვახდინოთ.

 

ვახტანგი: დამთხვევები უბრალოდ არ ხდება. კანონზომიერებას ექვემდებარება დედამიწის ყველა მცხოვრები რეალურ სამყაროში. ასეთ მოვლენათა წარმოქმნის უნარი კი სამყაროს ერთ-ერთი ფუნდამენტური თვისებაა და დამთხვევები, შესაძლოა, დროსა და სივრცეში მოხდეს. მრავალი წელია, რაც პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსთა და მეცნიერთა დიდი ნაწილი ცდილობს, უცნაურ დამთხვევათა საიდუმლო გაიგოს და ახსნას. ზოგი ასეთ ფაქტებს მისტიკურსაც მიაწერს, მაგრამ, ეს ტყუილია. ხშირად, ადამიანები მსგავს რამეებს ყურადღებას არ ვაქცევთ და ამით არ ვირთულებთ ისედაც დაძაბულ ცხოვრებას. სწორედ აქ ვცდებით. ნებისმიერი ადამიანი უნდა იმახსოვრებდეს იმ დღესა და რიცხვს, როცა რაიმე უცნაური მოხდა მის ცხოვრებაში, რადგან, ასეთი ფაქტი, არ არის გამორიცხული, კვლავ განმეორდეს და იმავე დროსა და სივრცეში დაგაბრუნოთ, როცა ის პირველად მოხდა. თუ კარგად დააკვირდებით და ყურადღებას მიაქცევთ თქვენს ცხოვრებაში არსებულ მისტიკურ დღეებსა და ციფრებს, თავადაც მიხვდებით, რომ ასეთი დამთხვევები არც ისე იშვიათია. ერთმა ჩემმა ნათესავმა, რომელიც საკმაოდ წარმატებული იყო, პირადი ცხოვრება ვერ აიწყო, ორჯერ დაქორწინდა და ორჯერვე კრახით დასრულდა მისი ქორწინება. მოვიდა ჩემთან, დავსხედით, ვისაუბრეთ და აღმოჩნდა, რომ ორივე ქორწილის თარიღი ერთსა და იმავე დღეს დაემთხვა; ორივე ცოლთან ორ-ორი წელიწადი იცხოვრა და ორივეს სახელი ასო ნ-ზე იწყებოდა. აბა, მითხარით, ეს დამთხვევა არ არის?! ეზოთერიკოსები ასეთ დამთხვევებს თანმიმდევრობის კანონებს ვუწოდებთ. კონკრეტული ადამიანის ცხოვრებაში ხდება მისი სერიული გამეორებები და, არ არის გამორიცხული, მთელი ცხოვრება მისი გავლენის ქვეშ იყოთ. ამისგან დაზღვეული არავინაა და ეს ეგრეთ წოდებული „სერიული კანონები“ ჩვენივე ბედის საფუძველში დევს. 

– ამ ეგრეთ წოდებული „სერიული კანონებისგან” თავდაცვა არ შეგვიძლია?

– მე, უბრალოდ, ფაქტი და რეალური სახე დაგანახვეთ ამ, ეგრეთ წოდებული ბედის საფუძველში ჩადებული „სერიული კანონის”, თორემ, მისი ნეგატიური ზეგავლენისგან თავდაცვა როგორ არ შეიძლება. თუ გადავხედავთ განვლილ ცხოვრებას, როგორც იტყვიან, დროსა და სივრცეში შეინიშნება ჩვენი არსებობის თანდაყოლილი შეზღუდვები და მას უნდა დავემორჩილოთ. თუ ხვდებით, რომ მაგალითად, ორშაბათობით ან სამშაბათობით, 2, 3 ან 8 რიცხვში საქმე კარგად არ გამოგდით, ჩხუბი გიწევთ, იქმნება პრობლემები საყვარელ ადამიანთან და ასე შემდეგ, ესე იგი, ამ დღეებსა და რიცხვებში განსაკუთრებით უნდა დაკვირვებოდით საკუთარ საქციელსა და სიტყვებს. ზოგადად, ყველა ადამიანს აქვს თავისი თარსი და ნეგატიური რიცხვი, დღე და ამ დღეებსა და რიცხვებს უნდა მოერიდოთ. ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოთ სიზმრებს.  ადამიანების უმრავლესობა, აღიარებს ამას თუ არა, სიზმარს მაინც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ყოველთვის ცდილობენ, დილას გაღვიძებულებმა ახსნან, კარგის მაუწყებელია ის, თუ – ცუდის. თუ ფიქრობენ, რომ საფრთხის მომასწავებელი სიზმარი ნახეს, მის განეიტრალებას სხვადასხვა ხერხით ცდილობენ, რომელთა შორისაა ძველი ხალხური მეთოდებიც. 

– კერძოდ, რომელ ხალხურ მეთოდებს გულისხმობთ?

– მაგალითად, სიზმრის მოყოლა გამდინარე წყლისთვის, რათა ის მას გაჰყვეს; სანთლის დანთება და მის წინ ღამეული კოშმარის, უთქმელად გააზრება, რომ ის მის ალს გაჰყვეს და ასე შემდეგ. დღისით დაგროვილი უარყოფითი ენერგია, ღამით ხილვად გადაიქცევა და ის მომავლის წინასწარმეტყველი ხდება. სიზმრის ფენომენი ყველა დროში მძაფრ ინტერესს იწვევდა. თუმცა, მისი ახსნა, ყოველ შემთხვევაში ბოლომდე, ვერავინ შეძლო.

– არსებობს აზრი, რომ ძილში, როდესაც ადამიანი სიზმარს ხედავს, დრო გაცილებით სწრაფად გარბის, ვიდრე ცხადში. ამაზე რას გვეტყვით?

– იმ მოქმედებას, რომელიც ადამიანს ესიზმრება, იმდენივე დრო სჭირდება, რამდენიც რეალობაში. ამ დასკვნამდე მეცნიერთა ის ნაწილი მივიდა, ვინც კვლევებს ღამეულ კოშმარებსა თუ ზმანებაზე, პარაფსიქოლოგებისა და ეზოთერიკოსების გარეშე ატარებდა. ამიტომ, ამ აზრს, ბევრი მკვლევარი არ ეთანხმება. თუმცა, ახლა ამაზე ვერავინ იდავებს. ეს ჯერ კიდევ კვლევის საგანია. მაგრამ, ის კი ნამდვილად დადგენილია, რომ წლის განმავლობაში, არსებობს დღეები, როცა სიზმარს ადამიანმა განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს და ყურადღების გარეშე არ დატოვოს. ასეთ დღეებში ნანახი სიზმრები, უდავოდ, წინასწარმეტყველურია და ეს ბევრმა ადამიანმა საკუთარ თავზე გამოსცადა. მაგალითად, ასეთი დღეებია სავსე მთვარეობიდან მესამე, მეოთხე და მეშვიდე. ასევე, ყოველი თვის პირველი და ბოლო შაბათ-კვირა. ამ დღეებს განსაკუთრებულად მაგიური ძალა აქვს და ამ დროს ნანახი სიზმარი მომავალს გვიწინასწარმეტყველებს. როცა ადამიანები სიზმრის უარყოფით შედეგებზე იწყებენ ფიქრს და შიში იპყრობთ, ავტომატურად, უარყოფით ენერგიას იზიდავენ, რაც ცუდ შედეგებს იწვევს. შესაძლოა, უარყოფითმა ენერგიამ არა მხოლოდ ამ ადამიანზე იმოქმედოს ცუდად, არამედ მასზეც, ვისაც სიზმარი ეხება, რადგან ფიქრისას უარყოფითი ენერგია მიმართულებას პოულობს. არ არის გამორიცხული, ღამით ისეთი წინასწარმეტყველური სიზმარი ნახოთ, ეგრეთ წოდებულ მომავლის კურსორადაც კი შეიძლება, ჩაითვალოს და მას ყურადღებაც არ მიაქციოთ. ასე, საკუთარ თავს ავნებთ და უფრო მეტად გაგიჭირდებათ იმ საკითხებისა და მოვლენების გააზრება, რომელიც წინ გელით, სიზმარში ნანახი კი ამას გაგიადვილებდათ. ასე რომ, ყველა საფუძველი არსებობს იმისა, სიზმარს ყური ვუგდოთ, გავიაზროთ და მის მინიშნებას მივყვეთ.

 

скачать dle 11.3