კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაფაელა ფიკოს პირობა

ლებრონ ჯეიმსი სკოლის

დროინდელ შეყვარებულზე დაქორწინდა

NBA-ს ორგზის ჩემპიონმა „მაიამი ჰითის” რიგებში, ლებრონ ჯეიმსმა, თავის დიდი ხნის მეგობარ გოგონაზე, სკოლის დროინდელ შეყვარებულზე – სავან ბრინსონზე იქორწინა. ჯეიმსისა და ბრინსონის ქორწილს 200-მდე მოწვეული სტუმარი დაესწრო, თუმცა, ცერემონია იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ დაზუსტებით უცნობია, თუ ვინ იყო ქორწილში. ანონიმური წყაროს ინფორმაციით, სტუმრები სპეციალური ტენტების ქვეშ იმყოფებოდნენ, რათა პაპარაცებს ვერტმფრენებიდან არ მოეხერხებინათ გადაღება; ასევე, აკრძალული იყო მობილური ტელეფონებით სარგებლობა და ფოტოების გადაღება. ერთადერთი, რაც ცნობილი გახდა ჟურნალისტებისთვის, ის გახლავთ, რომ სტუმრებს შორის ნამდვილად იმყოფებოდნენ ლებრონის თანაგუნდელები – კრის ბოში და დუეინ უეიდი.

 

რაფაელა ფიკოს პირობა

ცნობილმა იტალიელმა მოდელმა და ლამაზმანმა რაფაელა ფიკომ პირობა დადო, რომ, თუკი ნეაპოლის „ნაპოლი” იტალიის ჩემპიონატის ან ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდება, ის გაშიშვლდება. „დიახ, მე ამას გავაკეთებ და, დარწმუნებული ვარ, ნამდვილად მომიწევს გახდა,” – განაცხადა რაფაელა ფიკომ, რომელიც წარსულში მარიო ბალოტელის გერლფრენდი და „მილანის” ქომაგი იყო, თუმცა, დროთა განმავლობაში „ნაპოლის” ქომაგად „გადაკვალიფიცირდა.“

 

რონალდოს პოკერომანია

 ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, 1994 და 2002 წლების მსოფლიოს ჩემპიონის, რონალდოს პოკერით გატაცების შესახებ უკვე ყველასთვის არის ცნობილი. რონალდო სხვადასხვა საერთაშორსო ტურნირების მონაწილე და „პოკერსტარსის” ელჩია; ის ისევე ვირტუოზულად თამაშობს პოკერს, როგორც ფეხბურთს მსოფლიოს საუკეთესო სტადიონებზე. რამდენიმე ხნის წინ რონალდო „პოკერსტარსის” სარეკლამო რგოლში გადაიღეს და ვეტერანმა ფეხბურთელმა პოკერის თამაშისთვის აუცილებელი „ფიშკებით” ნამდვილი შოუ დადგა. რეკლამის მნახველების რაოდენობამ „იუთუბზე” რამდენიმე მილიონს გადააჭარბა. 

 

რონალდუს ახალი „სათამაშო”

კრიშტიანუ რონალდუ ახალი ჰიბრიდული ავტომობილის – „ფერარის” მარკის სუპერკარის მფლობელი გახდა. ავტომობილი რონალდუს 1,3 მილიონი ევრო დაუჯდა. ცნობილი იტალიური ავტომწარმოებელი მსგავსი მოდელის „ფერარის” მხოლოდ 499 ეგზემპლარის გამოშვებას გეგმავს და რონალდუ ერთ-ერთი იღბლიანი მყიდველი აღმოჩნდა. ამბობენ, რომ ახალი ავტომობილის შეძენით ფეხბურთელმა „რეალთან” ახალი კონტრაქტის გაფორმება მიულოცა საკუთარ თავს. ცნობისთვის, რონალდუ მანამდეც ფლობდა „ფერარის” მარკის ავტომობილს, თუმცა, 2009 წელს მანჩესტერში ავარიაში მოყვა და მანქანა ჯართად აქცია. 

 

ირინა შეიკის გულახდილი ფოტოსესია

მამაკაცებისთვის განკუთვნილი ჟურნალ VMAN-ის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რუსმა სუპერმოდელმა ირინა შეიკმა, რომელსაც ისედაც არ აკლია გულახდილი ფოტოსესიები, მონაწილეობა მიიღო გადაღებებში, რითაც თავისი მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლები კიდევ ერთხელ ჩაყარა შოკში. მანამდე შეიკი უარს აცხადებდა „ფლეიბოის” მსგავს გამოცემებთან თანამშრომლობაზე, თუმცა, როგორც ჩანს, გამონაკლისი დაუშვა და, თეთრი ტრუსების ამარამ, ტბაზე მოაწყო პოზირება. ფოტოები იმდენად სექსუალური და გულახდილი გამოვიდა, რომ ჟურნალის რედაქციამ აბსოლუტურად ყველას დაბეჭდვა განიზრახა.

 

გამოქვეყნდა ყველაზე

პატიოსანი ქალაქების რეიტინგი

მსოფლიოს ქალაქები შეაფასეს პატიოსნების თავისებური რეიტინგის მიხედვით. ამისთვის 16 ქვეყანაში ჩაატარეს კვლევები „კლასიკური“ ტესტის გამოყენებით:

თითოეულ ქალაქში შესამჩნევ ადგილას დატოვეს 12-12 საფულე ოჯახის ფოტოებით, საკონტაქტო მონაცემებითა და თანხით, რომელიც 30 ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტი იყო. ჯამში, 192 საფულიდან „პატრონს“ ნახევარზე ცოტა ნაკლები დაუბრუნეს. ამავე დროს, ქალაქების შედეგები ერთმანეთისგან ძალზე განსხვავდებოდა.

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში 12-დან 11 საფულე დააბრუნეს, მაშინ, როცა ლისაბონში (პორტუგალია) – მხოლოდ ერთი, ისიც, ჰოლანდიელმა ტურისტებმა მოძებნეს ,,პატრონი“.

მეორე ადგილზე „პატიოსნების მიხედვით“, როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, აღმოჩნდა ინდოეთის ქალაქი მუმბაი. აქ 12-დან 9 საფულე დააბრუნეს, მაშინ, როცა ფინანსურად გაცილებით მდიდარ შვეიცარიის ქალაქ ციურიჰში მხოლოდ ოთხი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა.

8-8 საფულე დააბრუნეს ბუდაპეშტსა და ნიუ-იორკში. კრიმინალური თვალსაზრისით არასაიმედო მოსკოვი, 7 დაბრუნებული საფულით, მეხუთე ადგილზე აღმოჩნდა.

გაქცეული რუსი ოლიგარქებისა და ბიზნესმენების საყვარელ ქალაქ ლონდონში 12 საფულიდან „პატრონებს“ მხოლოდ ხუთი დაუბრუნდათ, ერთი საფულით ნაკლები კი – ბერლინში.

კვლევის შედეგების განხილვისას აღმოჩნდა, რომ, არა მარტო ფინანსური კეთილდღეობა, არამედ, ასაკი და სქესიც კი არანაირად არ განაპირობებს ადამიანთა პატიოსნების დონეს. სხვადასხვა იყო, აგრეთვე, მიზეზები, რომლებმაც ადამიანები აიძულეს, დაებრუნებინათ ნაპოვნი ნივთები. 

მაგალითად, განსაკუთრებული სიტუაციების თანამშრომელმა მოსკოვიდან განმარტა, რომ ნაპოვნი საფულე მან დააბრუნა ოფიცრის მოვალეობის გრძნობის გამო. ხოლო ორი შვილის დედამ მუმბაიდან განაცხადა, რომ პატიოსნებას მას მშობლები უნერგავდნენ – ასე აღიზარდა.

მეორე მხრივ, კვლევებმა გამოავლინა ადამიანები, რომლებმაც ურცხვად მიითვისეს სხვისი ქონება. ნიუ-იორკის მცხოვრებმა, აიღო თუ არა საფულე, უახლოეს მაღაზიაში შევიდა და სიგარეტი შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ასეთი ანტიგმირი ავტომობილ „მაზდას“ მფლობელი აღმოჩნდა...

 

ოკეანეში „კოსმოსური შავი ხვრელი“ აღმოაჩინეს

 ციურიჰის (შვეიცარია) უმაღლესი ტექნიკური სკოლისა და მაიამის უნივერსიტეტის მეცნიერები აცხადებენ, რომ „შავი ხვრელის“ ნიშნები არა მარტო კოსმოსურ სივრცეში,  არამედ, დედამიწაზეც არსებობს. მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ გიგანტური ძაბრები, რომელთა დანახვაც შეუძლებელია, რეალურად არსებობენ.

გრიგალები შემჩნეულ იქნა ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში. თანამგზავრიდან გადაღებული სურათების ანალიზიდან გამომდინარე, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ისინი ოკეანიდან იმდაგვარადვე ისრუტავენ წყალს, როგორც „შავი ხვრელები“ შთანთქავენ სინათლეს კოსმოსში. ეს „ძაბრები“ იმდენად მკვრივად არიან გარშემორტყმულნი წყლის მოძრავი ნაკადებით, რომ ყველაფერი, რაც მათში ხვდება – ნაგავი, ზეთი, ცოცხალი არსებები და წყალიც კი – სამუდამოდ ქრება.

სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ მიღებული შედეგები დაეხმარებათ, გადაწყვიტონ რიგი საკითხებისა, მათ შორის, გრიგალების გავლენა მსოფლიო ოკეანის ტემპერატურაზე, აგრეთვე, მისი დაბინძურების მიზეზები. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ, მორევებს, რომლებიც თბილი და მარილიანი ატლანტის ოკეანის წყლის გადატანის ცირკულაციას აძლიერებენ ჩრდილოეთის მიმართულებით, გააჩნიათ შემაკავებელი ეფექტი. როგორც ჩანს, ისინი არბილებენ ზღვის ყინულის დნობას გლობალური დათბობის პირობებში.

скачать dle 11.3