კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სასწაულები, რომლებიც მამა სებასტიანეს ლოცვით აღესრულებოდა

მათ შორის, ვინც მცირე სამწყსოსთან ერთად საკუთარ თავში ოპტის უდაბნოს ნათელს ატარებდა, იყო სქიმარქიმანდრიტი სებასტიანე – ბერი სებასტიან ყარაგანდელი (ერისკაცობაში სტეფანე ფომინი – 1884-1966 წლებში).

მოგითხრობთ რამდენიმე ეპიზოდს მისი ცხოვრებიდან.

არ მოვიხსენიებ

მამა სებასტიანე ყველას თავისი სასწაულებრივი კურნებისა და მართლმჭვრეტელობის ნიჭით აოცებდა.

მონასტრიდან გამოყოლილი წესის მიხედვით, მას განსაკუთრებით უყვარდა გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი მსახურება და ყოველდღიურად იხდიდა პანაშვიდებს. თავის სამწყსოსაც განსაკუთრებით გარდაცვლილთათვის ლოცვას ავალებდა.

– განუსვენე, უფალო, სულთა მონათა შენთა დაძინებულთა... ვინ მომაწოდა ეს მოსახსენიებელი: ივანე, სიმონი, ოლგა, მარიამი? – იკითხა ერთხელ პანაშვიდისას მამა სებასტიანემ. 

– მე, მამაო, – უპასუხა უცნობმა ქალმა.

– სიმონი როდის გარდაიცვალა?

– დიდი ხნის წინ, მამაო.

– აიღეთ თქვენი მოსახსენიებელი, მე არ მოვიხსენიებ. მომიტანეთ მისი გარდაცვალების მოწმობა.

– ბავშვი ხომ არა ვარ? – შეიცხადა ქალმა.

– კარგი, მაგრამ, ცნობა მაინც მომიტანეთ...

მართლაც აღმოჩნდა, რომ ცრუმორწმუნეობით ამ ქალს მოსახსენიებელში ცოცხალი ადამიანის სახელი ჰქონდა შეტანილი.

მგზავრების გადარჩენა

მამა სებასტიანე ხშირად ეხმარებოდა მათ, ვინც მისგან მოშორებით მყოფი, გულში მოუხმობდა და ლოცვას სთხოვდა. ერთხელ მისი სულიერი შვილი სახლში ავტობუსით ბრუნდებოდა. მძღოლმა გადაწყვიტა, წინა ავტობუსს დასწეოდა და გზა მინდორზე გადაჭრა. ავტობუსი სწრაფად მიჰქროდა და აქეთ-იქით ეხეთქებოდა. მგზავრები შეშინდნენ, ბავშვები ატირდნენ, ვიღაც ცუდად გახდა. მძღოლი აზარტში იყო შესული და ვერაფერს ამჩნევდა. „მამაო, მიშველე, მამაო, გადამარჩინე“, – ჩურჩულებდა შეშინებული ქალი. უეცრად ავტობუსმა სვლა შეანელა. ის ავტობუსი, რომელსაც მისდევდნენ, გზაზე იდგა და მძღოლი საბურავს ცვლიდა.

მეორე დღეს დღესასწაულის ღამისთევის ლოცვა ტარდებოდა. როგორც კი ქალმა გადაწყვიტა, გადატანილი განსაცდელის შესახებ მოეთხრო, მამა სებასტიანემ დაასწრო მას და ჰკითხა: 

– ეს თქვენ მეძახდით გუშინ: მამაო, მიშველე, მამაო, გადამარჩინეო? 

– დიახ, – უპასუხა ქალმა. 

– როცა მეძახდით, აუცილებლად ყველაფერი უნდა მითხრათ: ვინ მომიწოდებს, რისგან უნდა ვიხსნა... თორემ, სხვანაირად, ჩემთვის ძნელია – მესმის „მიშველე“, მაგრამ, ვინ ვიხსნა? რისგან?.. კარგია, რომ მშვიდობით მიხვედით სახლში...

გაუხსნელი წერილი

ერთ-ერთი მონაზვნის ქალიშვილი მძიმედ ავად გახდა. გოგონა ყოველდღე კრუნჩხვებში ვარდებოდა, მკვდარივით ეცემოდა, ხელ-ფეხი ერთმეოდა. როდესაც ექიმებმა უკანასკნელი იმედი დაკარგეს, დედამ გადაწყვიტა, ეს ამბავი მამა სებასტიანესთვის ყარაგანდაში მიეწერა. წერილი დიაკვნის მისამართით გაგზავნა, რათა მას მოძღვრისთვის გადაეცა. როდესაც კონვერტი ყუთში ჩაუშვა, ქალმა უეცრად რაღაც სიმსუბუქე იგრძნო სულში. საღამოს გოგონას შეტევები შეუწყდა, სენი უკვალოდ გაქრა.

ამ დროს კი დიაკონი ჯიბით დაატარებდა გაუხსნელ წერილს. ერთი თვის შემდეგ, როგორც იქნა, გადაწყვიტა, დაჭმუჭნილი და გაცვეთილი წერილი გადაეცა მამა სებასტიანესთვის. 

– წაგიკითხოთ? – ჰკითხა ბერს. 

– უკვე საჭირო აღარ არის, – უპასუხა მამა სებასტიანემ – გოგონა უკვე გამოჯანმრთელებული იყო.

скачать dle 11.3