კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმინდა მამათა შეგონებანი

„გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“

ერთხელ ღირსი მაკარი ეგვიპტელ მოწაფესთან  ერთად ნიტრიის მთაზე მიდიოდა. მან წინ გაგზავნა მოწაფე. მას გზად წარმართი ქურუმი შემოხვდა, რომელსაც ასე მიმართა: „მისმინე, დემონო, საით მიემართები?“ უდიერმა სიტყვამ ქურუმი განარისხა, მოწაფე სცემა და გზა განაგრძო. ღირსი მაკარიც შემოხვდა ქურუმს და ასე მიმართა მას: „კეთილი მგზავრობა, კეთილო ადამიანო!“ წარმართი გააოცა ბერის ასეთმა მიმართვამ, შეჩერდა და წმიდანს უთხრა: „შენმა მოსალმებამ განმაცვიფრა. ვხედავ, რომ ღვთიური კაცი ხარ! აი, სულ ახლახან შევხვდი შენს მსგავს ბერს, რომელმაც მაწყენინა. მე იგი გზაზე ცოცხალ-მკვდარი დავტოვე“. შემდგომ ამისა, ქურუმმა სთხოვა, რომ ისიც თავისნაირ კეთილშობილ ბერად ექცია და ქრისტე აღიარა.

ასე რომ, ავი სიტყვა კეთილსაც კი გააბოროტებს, კეთილი სიტყვა კი ბოროტსაც კეთილად აქცევს.

ლომი, რომელიც წყალს უზიდავდა ბერებს სავანეში

ღირს გერასიმე იორდანელს ცხოველები უყვარდა, აჭმევდა მათ, ეფერებოდა და მკურნალობდა.

ერთხელ, დიდმარხვაში, იგი იორდანეს უდაბნოში მიდიოდა და შეხვდა ლომს, რომელსაც შერჭობილი ეკლისაგან თათი სტკიოდა და უკვე გასიებოდა. მან გაუსუფთავა ჭრილობა, შეუხვია და გაუშვა. მაგრამ, ლომი, თითქოსდა მადლიერების ნიშნად, არ სცილდებოდა მას და უკან დაჰყვებოდა თავის კეთილისმყოფელს.

ამ დღიდან წმიდანი აჭმევდა ცხოველს და დაავალა სახედრის მოვლა, რომელსაც მონასტრისათვის წყალი მოჰქონდა. სახედრის სიკვდილის შემდეგ ლომმა თვითონ დაიწყო წყლის ზიდვა სავანის საჭიროებისთვის.

ღირსი გერასიმეს გარდაცვალების შემდგომ ლომი დიდხანს დარდობდა, მის საფლავს არ სცილდებოდა და იქვე მოკვდა.

ღირსი მამა ვარლაამ ხუტინელის წინასწარმეტყველება

ერთხელ ღირსი ვარლაამ ხუტინელი ნოვგოროდის მთავარეპისკოპოსთან მივიდა, რომელმაც ერთი კვირის შემდეგ კვლავ მიიპატიჟა ბერი. „თუ ღვთის ნება იქნება, – უპაუხა ღირსმა მამამ, – პეტრეპავლობის მარხვის პირველი კვირის პარასკევს მოვალ თქვენს მაღალყოვლადუსამღვდელოებასთან ციგით“. მთავარეპისკოპოსი გაოცდა, მაგრამ, განმარტება არ უთხოვია.

აღნიშნული პარასკევის წინა ღამეს დიდი თოვლი მოვიდა და ძალიან გაყინა. ღირსი მამა, დაპირებისამებრ, მღვდელმთავართან ციგით მივიდა. მთავარეპისკოპოსი წუხდა, რომ, შესაძლოა, ნათესები დაზიანებულიყო. „ნუ დარდობ, მეუფეო, – უთხრა ღირსმა მამამ, – ყინვამ მოაშთო მატლები, რომლებიც ხორბალს მიწაშივე გააფუჭებდნენ, თოვლი კი მხოლოდ გამოკვებავს გამომშრალ მიწას“.

მართლაც, მეორე დღეს ძლიერმა სიცხემ თოვლი გაადნო, წყალმა კი გამოფიტული მიწა მორწყა, ხოლო ნათესის ფესვებში ყინვისგან დამზრალი მატლები იპოვეს. ამის შედეგად, იმ წელს ისეთი მოსავალი მოვიდა, რომლის მსგავსიც მცხოვრებლებს დიდი ხანია, არ ენახათ.

ამ მოვლენის აღსანიშნავად პეტრეპავლობის მარხვის ყოველ პირველ პარასკევს ნოვგოროდიდან ხუტინის მონასტერში აღესრულებოდა საზეიმო ლიტანიობა. ამ დღეს ეკლესია ღირსი მამა ვარლაამ ხუტინელის ხსენებას აღნიშნავს.

 

скачать dle 11.3