კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არიან მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური, ცნობილი კომპანიის „ცირკ დუ სოლეის“ ქართველი მოცეკვავეები და როგორ მონაწილეობენ ისინი „ვარეკაიში“, რომელიც ყველა კონტინენტზე მოგზაურობს

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა... ერთ ტყეში, ვულკანის თავზე ჯადოსნული სამყარო მდებარეობდა, სახელწოდებით ვარეკაი. ერთ დღესაც, ტყეში მოულოდნელად ციდან ახალგაზრდა ბიჭი ჩამოვარდა და ასე დაიწყო მისი და ვარეკაის საოცარი ისტორია. ტყის მცველებს შორის, განსაკუთრებით სამი  ქართველი  გამოირჩეოდა, რომელთა ოსტატობაზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული... – ეს არის მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური, სანახაობრივად დატვირთული ცირკის Cirque du soleil-ის ერთ-ერთი ულმაზესი შოუს Varekai-ის მოკლე შინაარსი. უკვე დიდი ხანია იქ ქართველები ცეკვავენ და მრავალფეროვან ნომრებს შორის, მათი ნომერი ყოველთვის ყველაზე მეტად ხიბლავს მაყურებელს. მათ გარეშე ჯერჯერობით არც    ერთ წარმოდგენას არ ჩაუვლია. „Cirque du soleil-ს 20-მდე შოუ აქვს და თითოეულში მოხვედრაზე ნებისმიერი არტისტი ოცნებობს, მათი წარმოდგენების ნახვაზე კი – უამრავი მაყურებელი. „ცირკ დუ სოლეის“ ყველა შოუ საოცარი სანახაობით გამოირჩევა, რომელსაც უბადლო პროფესიონალები ასრულებენ. ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ ამ ზღაპრულ შოუში – „ვარეკაი“, რომელიც თითქმის მთელ მსოფლიოში მოგზაურობს, მათი გასტროლების განრიგი უკვე დიდი ხნით გაწერილია, მთავარ როლს სამი ქართველი მოცეკვავე ასრულებს. მათი ისტორია კი წლების წინ დაიწყო, როცა „ცირკ დუ სოლეიმ“ „ვარეკაის“ შოუსთვის სამი მოცეკვავე მიიწვია: ბადრი ესართია, თემურ ქორიძე და ხვიჩა თეთვაძე. მოგვიანებით, ორი მათგანი – ბადრი ესართია და თემურ ქორიძე ახალმა თაობამ ჩაანაცვლა: თორნიკე ზაბახიძემ და ლაშა სახოკიამ. ლაშა პირველი ადამიანია, რომელიც ამ თემაზე მექსიკიდან მესაუბრა, სადაც „ვარეკაი“ უკვე ერთი თვეა, გასტროლზე იმყოფება. ამიტომაც, ის იმ ქართველების შესახებ, რომლებმაც სხვადასხვა კონტინენტზე გაიტანეს ქართული სახელი, აჩვენეს ხალხს ქართული ტრადიცები, ქართველი კაცის მებრძოლი სული, ექსკლუზიურად „თბილისელებისთვის“   გვესაუბრება. 

ლაშა სახოკია: 4 წლის ასაკში ქალაქ ხობში დავიწყე ცეკვა. 6 წელი ვიცეკვე ხობში. იმ დროს ფოთს ჰყავდა ძალიან კარგი ანსამბლი „ფაზისი“ და შემდეგ იქ გადავედი საცეკვაოდ. ანუ, 10 წლიდან 18 წლამდე ფოთში ვიყავი.  დავდიოდით გასტროლებზე უცხოეთში, ფესტივალებზე, ბევრჯერ გავიმარჯვეთ კიდეც. შემდეგ თბილისში ჩამოვედი, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე და, პარალელურად, გადავწყვიტე, მევლო „მეტეხში“ – საქართველოს ნაციონალური ბალეტის თეატრში, ფოცხიშვილებთან. 2003-დან 2007 წლამდე „მეტეხში“ ვცეკვავდი, სადაც  ოჯახური, მეგობრული სიტუაცია იყო. 2007 წლის ბოლოს 8 ბიჭმა ჩავწერეთ ვიდეოები და გავაგზავნეთ სხვადასხვა კომპანიაში. თურქეთიდან მალევე დაგვიკავშირდნენ, შევთანხმდით ყველაფერზე და წავედით. იქ ორ შოუში ვმონაწილეობდით: „ანატოლიის ცეცხლი“ და „ტროა“ – ორივე ძალიან ლამაზი და საინტერესო შოუა. „ტროაში“ ჩხუბის სცენებია ბევრი. ისეა გაკეთებული, როგორც ფილმში, ამიტომ ჩვენ ჩვენი ცეკვებით ზუსტად შესაფერისები ვიყავით. საკმაოდ დიდი როლი გვქონდა – შოუში რაც კი ბრძოლის სცენა იყო, თითქმის ყველაში ვიღებდით მონაწილეობას. „ანატოლიის ცეცხლში“ კი სამი ქართული ნომერი გვქონდა. ზამთარში სხვადასხვა ქვეყანაში მივდიოდით გასტროლებზე, ზაფხულობით კი ძირითადად ანტალიაში ვიყავით.  ამფითეატრში გვქონდა კონცერტები – 5-6 ათასი მაყურებელი მოდიოდა ყველა შოუზე. შვიდვარსკვლავიან სასტუმროში ვცხოვრობდით, ყველაფრით უზრუნველყოფილები ვიყავით, ხელფასიც ძალიან კარგი გვქონდა, ჩვენებსაც ვეხმარებოდით... მოკლედ, ძალიან კარგ პირობებში ვიყავით. ერთ დღესაც, „ცირკ დუ სოლეიდან“ დაუკავშირდნენ ჩემს ყოფილ ქორეოგრაფს, რომელსაც თავის საიტზე ედო ჩემი ვიდეოები, ფოტოები. როგორც შემდეგში გავიგე, უნახავთ და დაინტერესებულან ჩემით: ახლა სად არის, რას აკეთებსო. იმ დროს თურქეთში ვიყავი, დამიკავშირდნენ. თავიდან არ დავიჯერე, იმდენად მოულოდნელი იყო – ამ ცირკში მოხვედრაზე ყველა არტისტი ოცნებობს. გადაწყვეტილების მიღებაც ძნელი იყო, რადგან ბიჭებთან ერთად ბავშვობიდან მოვდივარ და არ მინდოდა მათი დატოვება. თან გამიხარდა, თან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. მაგრამ, ბიჭები გვერდში დამიდგნენ: მილიონში ერთხელ არის ასეთი შანსი და აუცილებლად წადიო. მოკლედ, გადავწყვიტე წასვლა. თავიდან მომთხოვეს ვიდეოს გადაღება, გავაგზავნე, მერე ვიზა გამომიგზავნეს და 2011 წლის იანვარში კანადაში წავედი. ნებისმიერი არტისტი პირველად მონრეალში ჩადის, მათ ბაზაზე, იქ გადის ყველანაირ შემოწმებას. ფეხზე მქონდა რაღაც პრობლემა. სანამ ჩავიდოდი, ამის შესახებ მათ მივწერე, მაგრამ მაინც ჩამოდიო, მითხრეს. შემამოწმეს, მიხვდნენ, რომ სერიოზული არაფერი მჭირდა. ერთი თვე ვიმკურნალე და კონტრაქტს ხელი მოვაწერე. ანუ, ამ შოუში სამი ქართველი მოცეკვავე ცეკვავს. თემურ ქორიძე რამდენიმე წლით ადრე თორნიკე ზაბახიძემ შეცვალა, ბადრი ესართია მე შევცვალე. ანუ, მე და თორნიკე მეორე თაობას წარმოვადგენთ, ხვიჩა თეთვაძე კი პირველი თაობის წარმომადგენელია. ის მომენტი, რომ აქ ქართველი ბიჭები დამხვდნენ, რომლებმაც ყველაფერი იცოდნენ აქაური სისტემის, წესების შესახებ, ძალიან დამეხმარა – მოკლე დროში გავიარე ადაპტაცია.. 

– ალბათ, პირველი შოუ განსაკუთრებულად გახსოვს.

– ეს იყო კორეაში. მახსოვს, რომ შევედი სცენაზე, მიუხედავად იმისა, რომ სცენაზე დგომის დიდი გამოცდილება მაქვს, ძალიან ვნერვიულობდი. მაგრამ, როცა პროფესიონალი ხარ, ამას ვერავინ შეგატყობს, უბრალოდ, შინაგანი განცდები გაქვს. თან, რომ იცი, როგორი შოუა, უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდები. 

– ვინ შეარჩია თქვენი ნომრისთვის მუსიკა?

– მუსიკა ცირკმა შეარჩია, მთლად ქართული არ არის, მაგრამ ჟღერადობით მიახლოებულია. სიმღერის ტექსტი თემურ ქორიძემ დაწერა. ჩვენს კომპანიას 25-მდე შოუ აქვს, თავისი მუსიკალური ნომრებით, მაგრამ, არც ერთ ნომერს არც ერთ ენაზე არ აქვს სიმღერა. ანუ, ამ სიმღერებში თუ არის სიტყვები, ეს არაფერს ნიშნავს, მოგონილია. ერთადერთი „ვარეკაიშია“ ჩვენი ნომერი, სადაც მუსიკას აქვს ქართული ტექსტი: „საყვარელო საქართველო, ვაჟკაც-გმირთა გამზრდელი ხარ, სამშობლოვ ჩვენო“. ამერიკელი მომღერალი ამას მღერის ქართულ ენაზე, ძალიან ემოციურია. სადაც არ უნდა გამოვიდეთ, ქართველების ნომერს ყოველთვის დიდი მოწონება აქვს. დაახლოებით ორი თვის წინ კოსტა-რიკაში ვიყავით გასტროლით. თორნიკემ გვკითხა: ქართული დროშები დაინახეთო? მე და ხვიჩამ არ დავიჯერეთ – კოსტა-რიკაში ქართველები არ იქნებიან-მეთქი. მერე რუსები მოვარდნენ: ქართული დროშები დაინახეთო? ფინალზე რომ გამოვედით, ჩვენც დავინახეთ, ისეთი სასიამოვნო ემოციები გვქონდა... ქართული ოჯახი იყო, ბექსტეიჯის მენეჯერს ვთხოვეთ და შემოვიყვანეთ. ჩვენთან ერთად ფოტოები გადაიღეს, სახლშიც დაგვპატიჟეს: ძალიან ბედნიერები იყვნენ. თან, მომზადებულები მოვიდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ქართველები ცეკვავდნენ ამ შოუში.

– რა ხდება თითოეული გამოსვლის შემდეგ? 

– პრემიერას ყოველთვის აღვნიშნავთ, ასევე, ქალაქში გასტროლის დამთავრებას. ორშაბათს ვისვენებთ და სამშაბათიდან დაწყებული, მიყოლებით ვმუშაობთ 6 დღე. დროც არ გვაქვს, რომ სადმე გავიდეთ. კვირას შოუები ადრე მთავრდება, ამიტომ შოუს ხელმძღვანელობა ქირაობს კლუბს და გვაქვს ფართი, მუსიკა, დალევა და, მოკლედ, ყველაფერი უფასოდ. საკმაოდ ბევრს ვმოგზაურობთ, ეს, რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ მიჩვეულები ვართ. მე ძალიან მომწონს მოგზაურობა, ახალი კულტურის გაცნობა – ეს ძალიან საინტერესოა ჩემთვის. კომპანია ყველანაირად ცდილობს, თავის არტისტს კარგი პირობები შეუქმნას. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ცირკია, ამიტომაც, არც გასაკვირია, რომ ანაზღაურებაც საკმაოდ კარგია... უბრალოდ, თანხის დასახელებისგან თავს შევიკავებ. ყველა არტისტს სასტუმროში საკუთარი ნომერი აქვს. იქ თუ გინდა ცოლი მიიყვანე, თუ გინდა – შვილი, თან, ჩვენთვის უფასოა ყველაფერი. რადგან სულ ვმოგზაურობთ; მათ, ვისაც ცოლი-შვილი ჰყავს, მათი დატოვება გაუჭირდება, ამიტომ, ყველანაირად გიწყობენ ხელს და ისინიც ჩვენთან ერთად არიან. კანადაში კომპანიის ბაზაა, თავისი აპარტამენტებით, სასტუმროთი, სამზარეულოთი. მოკლედ, აქ მთავარია, შენი საქმე კარგად აკეთო, დანარჩენს უკვე ისინი უზრუნველყოფენ.

– ახალხან დაქორწინდი, ვინ არის შენი მეუღლე, ისიც „ვარეკაიში“ მუშაობს?

– მსახიობი არ არის, 5 წლის წინ გავიცანი, ეროვნებით რუსია. როდესაც თურქეთში ვმუშაობდი ჩვენი სპონსორი იყო 7-ვარსკვლავიანი სასტუმრო, სადაც ყოველ ზაფხულს ვცხოვრობდით, ის იქ მუშაობდა და ერთმანეთი შეგვიყვარდა. თავიდან, როდესაც „ვარეკაიში“ ჩამოვედი, არ ვიცოდი, როგორ წარიმართებოდა ჩემი საქმეები, ამიტომაც, მაშინვე არ წამომიყვანია. მაგრამ, მერე, კარგად რომ მოვეწყვე, ჩამოვიყვანე და სულ ჩემთან ერთად არის. ქორწილი საქართველოში გადავიხადეთ – შვებულება გვქონდა და დავამთხვიეთ. ყველაფერს მე ვაკეთებდი – იმდენს დავრბოდი, სასტუმროში, სადაც ქორწილი გვქონდა, დღემდე არ სჯერათ, რომ მე ვიყავი სიძე.

 

скачать dle 11.3