კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გადაღლისა და დაძაბულობის მოსახსნელად ჭამეთ ბევრი საქონლის ღვიძლი, ბროწეული და ანანასი

გადაღლისა და დაძაბულობის მოსახსნელად ჭამეთ ბევრი საქონლის ღვიძლი, ბროწეული და ანანასი

კარგი გუნება-განწყობისა და სასიცოცხლო ტონუსის შესანარჩუნებლად აუცილებლად აკონტროლეთ წნევა, სისხლძარღვების ჯანმრთელობა და წონა. გადაღლა, სტრესი და არასწორი კვება ცვეთს სისხლძარღვებს, უკარგავს ელასტიკურობას, იხშობა წვრილი ძარღვები, რასაც სპაზმები, თავის ტკივილი და მთელი რიგი უსიამოვნებები მოსდევს.

ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევისა და ინსულტის რისკ-ფაქტორებს შორის პირველ ადგილზეა ჰიპერტონია.

კოორდინაციის დაკარგვის, თავბრუხვევის, თავის ტვინის სპაზმების დროს უნდა მიიღოთ მცენარეებზე დამზადებული წამლები, რომლებიც აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, წნევას, წმენდს კაპილარებს ცხიმოვანი დანალექებისგან, აღადგენს ძარღვების ელასტიკურობას და ასე შემდეგ.

დაძაბულობისა და გადაღლის დროს უნდა მიირთვათ საქონლის ღვიძლი ან ტვინი, ბროწეული, ანანასი, ავოკადო, ხორბლის ღერღილის ნაწარმი, ბევრი ხილი და ბოსტნეული.

C ვიტამინი, რომელსაც უხვად შეიცავს ფორთოხალი და გრეიპფრუტი, წმენდს ტვინის სისხლძარღვებს. კვებით რაციონში აუცილებლად ჩართეთ მინერალური ნივთიერებებით მდიდარი ზღვის პროდუქტებიც, რაც აუმჯობესებენ ადამიანის გონებრივ აქტივობას.

 

გაიწმინდეთ სისხლი და დაეხმარეთ ორგანიზმს ადვილად გამოჯანმრთელებაში

ორგანიზმის გაწმენდა გულისხმობს წიდების გამოდევნას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ღვიძლიდან, თირკმელებიდან და სისხლიდან. სისხლში გროვდება ისეთი ნივთიერებები, რომლებიც გამოდევნილი უნდა იყოს ორგანიზმიდან. ესენია მიმოცვლისთვის უსარგებლო და საზიანო პროდუქტები. თუ ორგანიზმში რაღაც წესრიგში არ არის, სისხლში მათი შემადგენლობა იზრდება, რაც, თავის მხრივ, ადამიანის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობას აუარესებს.

პირველად იმ ორგანოს უნდა უმკურნალოთ, რომლის გამოც არის ეს გამოწვეული. მაგრამ, პერიოდულად სისხლის გაწმენდა რეკომენდებულია თუნდაც იმიტომ, რომ, ლიპიდური ბალანსის დარღვევისა და სისხლში ქოლესტერინის მომატების შედეგად, ის ზედმეტად სქელდება, ვეღარ ახერხებს უწვრილეს კაპილარებში გავლას და უჯრედების კვებას ჟანგბადითა და სხვა საკვები ნივთიერებებით. ეს საშიშროება 35-40 წლის შემდეგ თითქმის ყვეელა ადამიანს ემუქრება.

ხალხურ მედიცინაში სისხლის გაწმენდის რამდენიმე რეცეპტი არსებობს. მაგალითად: 2 ჭიქა ნატურალური ღვინო, 1 ჭიქა დანაყილი კამის თესლი და 2 სადილის კოვზი ვალერიანის დანაყილი ძირები ჩაყარეთ მოზრდილ თერმოსში, დაასხით ორი ლიტრი მდუღარე წყალი და ერთი დღე-ღამის განმავლობაში გააჩერეთ. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი, ერთი თვის განმავლობაში.

სისხლს კარგად წმენდს სამკურნალო ბალახებიც, რომელთაგან ზოგიერთს სხვა სამკურნალო თვისებებიც აქვს. კერძოდ, მინის ჭურჭელში ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ჭინჭარი, დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე მჭიდროდ და დადგით ერთი საათის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დილით და საღამოს, ერთი თვის განმავლობაში. ეს ნაყენი არა მარტო წმენდს სისხლს, არამედ, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის აღდგენას.

აადუღეთ 6 ჩაის ჭიქა წყალი, ჩაყარეთ მასში 1 ჩაის კოვზი ოროვანდის დაქუცმაცებული ფესვები და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე. დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ჭინჭარი და ისევ ადუღეთ ათი წუთი დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გადმოდგით, დაუმატეთ 2-2 ჩაის კოვზი მინდვრის სამყურა, ანწლის ნაყოფი და ბაღის პიტნის ფოთლები. 5 წუთი გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ კი გადაწურეთ. შეგიძლიათ, დაამატოთ ცოტაოდენი ნატურალური თაფლი. სვით ნახევარი ჭიქა, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში ერთხელ. ეს ნაყენი, გარდა იმისა, რომ სისხლს წმენდს, ასევე, კარგად მოქმედებს კუჭზე, ნერვულ სისტემასა და სისხლის მიმოქცევაზე.

სისხლის გასაწმენდად ეფექტურია წითელი ხილ-ბოსტნეულის ჭამა. მიირთვით შტოში, ჭარხალი, ალუბალი, ყურძენი, მაყვალი და ასე შემდეგ.

შტოში ამ მხრივ ყველაზე სასარგებლოა. ძალიან შედეგიანია შტოშის წვენის მიღების სამკვირიანი კურსი. პირველ კვირაში სვით ნახევარ-ნახევარი ჭიქა, დღეში სამჯერ; შემდეგ კვირაში – ნახევარი ჭიქა დღეში ორჯერ; მესამე კვირას კი – დღეში ნახევარი ჭიქა.

ნებისმიერი დაავადება გაცილებით უფრო სწრაფად იკურნება, თუ ერთდროულად სისხლსაც გაიწმენდთ. ამიტომ, ნებისმიერ სამკურნალო ნახარშს დაუმატეთ სისხლის გამწმენდი ერთი ან ორი სახის ბალახეული, მაგალითად, მინდვრის სამყურა, ანწლის ყვავილი, ჭინჭარი. მათი დოზები კი იგივეა, რაც სპეციალურ გამწმენდ ნაკრებში.

 

კომში მხედველობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი ხილია

მხედველობის გასაძლიერებლად და ხველების სამკურნალოდ კომში შეუცვლელია. ნაყენი ასე უნდა მოამზადოთ: კომშის 2 ფოთოლს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და თავდახურულ ჭურჭელში ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათით, შემდეგ, გადაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჭიქა ჭამის წინ, დარჩენილი ნახევარი ჭიქა ნაყენი კი – ჭამის შემდეგ. კურსი ორი კვირის განმავლობაში ჩაიტარეთ და თავად დარწმუნდებით, რომ ხველაც შეგიჩერდებათ და მხედველობაც გაგიუმჯობესდებათ.

ასევე, ხველების დროს კარგია კომშის გულისა და კურკების ნახარშის მიღება. კერძოდ, გაჭერით კომში შუაზე. ამოაჭერით გული კურკებიანად, დაასხით 2 ჭიქა ცივი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ დაახლოებით 10-15 წუთი. დალიეთ 1 ჩაის ჭიქა, დღეში ორჯერ, თბილი, ჭამის შემდეგ – დილით და საღამოს.

წნევის დასაწევად, შეგიძლიათ, შემდეგი ნაყენი მოამზადოთ: 4 ცალ კომშის ფოთოლს დაასხით 1 ლიტრი წყალი და ადუღეთ 10 წუთის განმავლობაში. ნაყენი დალიეთ დღეში ორჯერ, ჭამის წინ ან შემდეგ. ეს ნაყენი, ასევე, კარგია მომატებული პროტრომბინის დროსაც, რადგან, ის მის დონეს არეგულირებს.

 

ლიმონი სკლეროზს აგარიდებთ და ნერვულ სისტემას დაგიმშვიდებთ

ლიმონი ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემასა და შრომის უნარზე. სკლეროზის მოახლოებისას გირჩევთ, სისტემატურად მიირთვათ ლიმონი და სვათ მისი ახალგამოწურული წვენი.

ლიმონის სურნელი კარგად მოქმედებს გონებრივი გადაღლის, ყურადღების გაფანტვის, აპათიის, დეპრესიისა და ჰორმონული ბალანსის დარღვევის დროს. ის ნებისმიერი ადამიანის რაციონის აუცილებელი პროდუქტია. ლიმონი მდიდარია ასკორბინის მჟავით, რაც ამაღლებს ორგანიზმის მედეგობას სხვადასხვა ინფექციებისადმი. მისი წვენი შეიცავს დიდი რაოდენობით  C ვიტამინს, შაქარს, ლიმონის მჟავას; რბილობსა და ცედრაში კი არის პექტინები, ფიტონციდები, ეთერზეთები, კალიუმისა  და სპილენძის მარილები და სხვა მიკროელემენტები.

ლიმონის წვენი კარგია ციებ-ცხელების დროს, წყურვილის მოსაკლავად და საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მას იყენებენ ორგანიზმში ვიტამინების ნაკლებობის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის, ანთებების, შემცირებული მჟავიანობის ფონზე მიმდინარე გასტრიტის, ნიკრისის ქარისა და კენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ.

წყალში გაზავებული ლიმონის წვენი კარგია ბუასილის დროს. გარეგანი მოხმარებისთვის კი ლიმონის წვენს იყენებენ კანის სოკოვანი დაავადებებისა და ქავილის სამკურნალოდ. მას იყენებენ ბევრი სამკურნალო მალამოსა და ლოსიონის დამზადების დროს.

 

მოამზადეთ ორგანიზმი ზამთრისთვის

იმისთვის, რომ ძალები აღიდგინოთ, ორგანიზმმა ვიტამინების ნაკლებობა არ განიცადოს და ზამთრის მოახლოებას მომზადებული შეხვდეთ, აუცილებელია, გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

* გულის მუშაობისა და ორგანიზმის საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, კანიანად გახეხეთ ერთი ცალი ლიმონი და ერთი ცალი ფორთოხალი, შემდეგ კარგად გაწურეთ და მიღებულ წვენს დაუმატეთ იმავე რაოდენობის გოგრის წვენი ან ანადუღარი ცივი წყალი. დალიეთ დღეში ერთხელ, დილის საათებში. ეს რეცეპტი ჰემოგლობინის დონესაც არეგულირებს და სისხლსაც წმენდს.

* 500 გრამ თაფლს დაუმატეთ 500 მილილიტრი ალოეს წვენი და 500 მილილიტრი ნატურალური შავი ღვინო. დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. მიიღეთ 30 მილილიტრი, დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

* 1 ჩაის კოვზი ასკილის ნაყოფი გარეცხეთ, დანაყეთ, ჩაყარეთ ნახევარ ლიტრ მდუღარე წყალში და ადუღეთ ხუთი წუთი. დადგით ოთახის ტემპერატურაზე და 5-6 საათის შემდეგ გაწურეთ დოლბანდში. წვენს დაუმატეთ 2 ცალი ბროწეულის წვენი, 2 ლიმონის წვენი და 1 ჩაის ჭიქა თაფლი. მიიღეთ ყავის ჭიქით დღეში ორჯერ, ჭამამდე ორი საათით ადრე. 

 

კრაზანას ნახარში აუმჯობესებს ვენური სისხლის მიმოქცევას

მცენარე კრაზანა შეიცავს სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას და აქვს უამრავი ფარმაკოლოგიური თვისება. ყველაზე აქტიური ნაერთებია ფლავონოიდები, რომლებიც ხსნის სპაზმებს სანაღვლე გზებიდან, ნაწლავებიდან, სისხლძარღვებიდან და შარდსადენის გლუვი კუნთებიდან, რაც აუმჯობესებს ნაღვლის გამოდინებას, ეწინააღმდეგება შეგუბებით პროცესებს ნაღვლის ბუშტში და ამგვარად იცავს ორგანიზმს კენჭების წარმოქმნისგან. ფლავონოიდები, აგრეთვე, აღადგენს ნორმალურ პერისტალტიკას, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მონელებით ფუნქციას.

კრაზანა, ასევე, ხსნის სისხლძარღვთა, განსაკუთრებით კი – კაპილარების სპაზმს; აუმჯობესებს ვენური სისხლის მიმოქცევას და ზოგიერთი შინაგანი ორგანოს სისხლით მომარაგებას; შარდმდენია, ხელს უშლის შარდსაწვეთების კედლის მოდუნებას და არეგულირებს თირკმლის ფილტრაციის დონეს. კრაზანას ახასიათებს ანტიანთებითი და ანტიმიკრობული მოქმედება და ზრდის კუჭის სეკრეციას.

კრაზანას შემცველი პრეპარატები ფართოდ გამოიყენება კანის, კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, თირკმელების დაავადებისას. მის ნაყენს პირში სავლებადაც იყენებენ ღრძილების ანთების ან სტომატიტის დროს, კომპრესების სახით კი – სისხლმდენი და ინფიცირებული ჭრილობების დასამუშავებლად.

კრაზანას პრეპარატები, ასევე, გამოიყენება სანაღვლე გზების ფუნქციური დარღვევებისას, ჰეპატიტების, ნაღვლის შეგუბების, ნაღვლის ბუშტის ანთების, ნაღველკენჭოვანი დაავადებების საწყისი სიმპტომების, დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტების, თირკმელების ფუნქციის დაქვეითების, თირკმელკენჭოვანი დაავადებების დროს.

ნახარში ასე უნდა მოამზადოთ: ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში 1 კოვზი დანამცეცებული მცენარე, დაასხით 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, მოათავსეთ წყლის ორთქლზე და ნახევარი საათი გააჩერეთ. გადმოდგით, გააგრილეთ, გაწურეთ და შეინახეთ გრილ ადგილას, ერთი დღე-ღამის განმავლობაში. მიიღეთ მესამედი ჩაის ჭიქა, დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

 

скачать dle 11.3