კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: 1,5 წლის ბავშვს კოღოს ნაკბენი უმიზეზდება და დიდხანს არ გადასდის. შეიძლება თუ არა ბავშვისთვის ნაკბენზე გულყვითელას ნაყენის წასმა?

პასუხი: თუ ნაკბენი გამიზეზებულია, ანუ, მას უკვე დაერთო მეორადი ინფექცია, გირჩევთ,  თავი შეიკავოთ გულყვითელას გამოყენებისგან და წაუსვათ რომელიმე ანტისეპტიკური მალამო.

კითხვა: რა ნივთიერებებს შეიცავს დაფნა და რა სამკურნალო თვისებები გააჩნია მას?

პასუხი: დაფნა შესანიშნავი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. მას გააჩნია ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო კარგად გამოხატული თვისებები. მისი ნახარში  აქტიურად გამოიყენება სისხლში გლუკოზის მომტებული კონცენტრაციის დასაქვეითებლად, ხშირად მას მიმართავენ კოსმეტიკური პროცედურებისთვის, გამონაყარის სამკურნალოდ, რადგან, აქვს კარგად გამოხატული ანტიბაქტერიული უნარი და აძლიერებს იმუნიტეტს.

კითხვა: მართალია თუ არა, რომ თუ დედას რეზუსუარყოფითი სისხლი აქვს, ბავშვი კი რეზუსდადებითია, არ უნდა მოაწოვოს ძუძუ? რა შეიძლება ამან გამოიწვიოს?

პასუხი: ასეთ შემთხვევაში ძუძუთი კვება არ არის უკუნაჩვენები.

კითხვა: მყავს 3 წლის შვილი, რომელსაც აწუხებს შეკრულობა. დროდადრო ვასმევ სენადეს. საშიში ხომ არ არის? სხვა საშუალებას ხომ ვერ მირჩევთ?

პასუხი: ჯობია, ამ ასაკის ბავშვს დუფალაკის სიროპი მისცეთ, თუმცა, აუცილებელია კვების რეჟიმის მოწესრიგება (ხილის, ბოსტნეულის, მწვანილის, წყლის მიღება). თუ ყაბზობა არ მოიხსნა, უნდა მიმართოთ ექიმს.

კითხვა: თუ ახალშობილი ხელოვნურ კვებაზეა, მერამდენე თვიდან შეიძლება წყლის მიცება?

პასუხი: წყალი ბავშვს მიეცით დაბადებიდანვე, მოთხოვნილების მიხედვით.

კითხვა: თითქმის ერთი წელია გათხოვილი ვარ, თუმცა, ჯერ არ დავფეხმძიმებულვარ. რა გამოკვლეველბი უნდა ჩავიტარო, რომ გავიგე ყველაფერი წესრგიში მაქვს თუ არა ციკლი მოწესრიგებული მაქვს.

პასუხი: გამოსაკვლევია ორივე პარტნიორი. ქალი უშვილობის დროს უნდა მივიდეს კონსულტაციაზე ენდოკრინოლოგთან; ჩაიტაროს ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების ჰორმონული კვლევა, სასქესო ჰორმონების გამოკვლევა, ბაქტერიოლოგიური და ვირუსოლოგიური კვლევა. საშვილოსნოს მილების გამტარობა; საჭიროა, ასევე, ანტისპერმული ანტისხეულების (იმუნოლოგიური შეუთავსებლობა) კონტროლი სისხლსა და საშვილოსნოს ყელის ლორწოში (პოსტკოიტალური ტესტი). ასეთ კვლევას ატარებენ მამაკაცებშიც. მამაკაცის უშვილობაზე ეჭვის შემთხვევაში უპირველეს ყოვლისა იკვლევენ  სპერმას.

 

скачать dle 11.3