კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არის თუ არა უსაფრთხო ახალგაზრდებისთვის კომპიუტერით სუროგატული სექსი და რატომ არ ნიშნავს საწოლში რაოდენობა კარგ შედეგს

სამწუხაროდ, დღეს, სტატისტიკური მონაცემებით, იმპოტენცია საკმაოდ გაახალგაზრდავდა. ეს დაავადება ბევრ მამაკაცს სჭირს, თუმცა აღიარება ძალიან უძნელდებათ. ამის გამო უამრავი ოჯახი ინგრევა. ბევრ ადამიანს კი ფსიქიკური პრობლემები, სწორედ იმპოტენციის ფონზე უვითარდება. ბოლო დროინდელი კვლევებით, ზოგი მეცნიერი იმასაც ამტკიცებს, რომ ამ პრობლემების მომრავლება, კომპიუტერსა და მობილურ ტელეფონს უკავშირდება და მისი ხშირი მომხმარებლები, გაცილებით ადრეულ ასაკში ხდებიან სექსუალური პრობლემების მსხვერპლნი. ამ თემასთან დაკავშირებით, კომენტარი ვთხოვეთ ექიმ-სექსოლოგს, პროფესორ არჩილ ბაქრაძეს, რომელმაც საკმაოდ საყურადღებო და გასათვალისწინებელი რჩევები მოგვაწოდა სრულფასოვანი სექსუალური ცხოვრების, ასევე დარღვევებისა და ზოგადად, სასიყვარულო პარტნიორების ცხოვრების დეტალების შესახებ.

 

არჩილ ბაქრაძე: სიტყვა იმპოტენცია, დიდი ხანია, პრაქტიკიდან ამოიღეს, რადგან, ეს სიტყვა, ნებისმიერი მამაკაცისთვის, ძალიან მძიმე და დამრთგუნველია თავისი ფსიქოლოგიური გათვლებით. რეალურად კი, ეს სიტყვა ნიშნავს, რომ პაციენტს პრობლემა შეექმნა ქალთან და ამ  პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია. ამიტომ, ბოლო ათწლეულებია, ექიმები ხმარობენ არა სიტყვა იმპოტენციას, არამედ ერექციულ უკმარისობას. აქვე გეტყვით, რომ  პოტენცია, არის ქალის დაკმაყოფილების უნარი, ხოლო ქალის დაკმაყოფილება კი, არ ნიშნავს სრულფასოვან ერექციას მამაკაცის მხრიდან და მოკლე სქესობრივ აქტს. ქალის დაკმაყოფილებას სჭირდება ხანგრძლივი სქესობრივი აქტი და მამაკაცს უნდა შეეძლოს სქესობრივი ცხოვრების პროცესის გახანგრძლივება. საკითხს ასე თუ მივუდგებით მაშინ იმპოტენცია ძალიან ხშირია. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მამაკაცი ამ ფაქტს არ აღიარებს და ფიქრობს, რაკი შეძლო სქესობრივი აქტის ჩატარება, უკვე პოტენტურია. ასე, არ ხდება. ზოგადად კი, სიტყვა ნორმა, სექსოლოგიაში არ არსებობს. საშუალოდ, სირცხვილი რომ არ იყოს კაცისთვის ინტიმურ ვითარებაში ქალის გვერდით დაწოლა, სქესობრივი აქტის ჩატარება-გახანგრძლივება 5-7 წუთის განმავლობაში მაინც უნდა შეეძლოს. ამით უნდა აჩვენოს თავის პარტნიორს, რომ ზრუნავს მასზე. სამწუხაროდ, რეალობაში ასე არ ხდება – ბევრ მამაკაცს ვერ შეაგნებინებ, რომ ის იმპოტენტია და არ აქვს სრულფასოვანი სექსი ქალთან.

– ეს როგორ გავიგოთ?

– ის, რომ მამაკაცს შეუძლია, ღამის განმავლობაში ხუთჯერ დაამყაროს სქესობრივი კონტაქტი ქალთან, არ ნიშნავს, რომ მისი პოტენცია ზენიტშია. ამ დროს ქალი ვერ განიცდის კმაყოფილებას და რჩება აღზნებული. ასე რომ, რაოდენობა არ ნიშნავს მაგარ კაცობას სექსში. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ სქესობრივი აქტის რაოდენობა, მის ხარისხს არ ცვლის. ჯობია, ხუთჯერ და თითოწუთიან სქესობრივ კავშირს, ღამეში ერთი და ხუთწუთიანი კავშირი. ერექციული უკმარისობა, მოსახლეობის უმრავლესობას ახასიათებს, რომელსაც არ აღიარებენ. ამ კუთხით თუ მივუდგებით, გამოდის რომ მოსახლეობის დაახლოვებით 97 პროცენტი იმპოტენტია. მარტო აქტის ჩატარება არ ნიშნავს სრულფასოვან სქესობრივ ცხოვრებას, როგორც ამას მამაკაცთა უმრავლესობა მიიჩნევს

– ამ დროს პარტნიორ ქალსაც ხომ გააჩნია?

– რასაკვირველია, სქესობრივი თანაცხოვრების დროს, ქალ-პარტნიორსაც დიდი როლი ეკისრება, მაგრამ მაინც მამაკაცია ლიდერი (იცინის). დროთა განმავლობაში, ყველა მამაკაცი სუსტდება და უჩნდება პრობლემა სექსში. მაგრამ მთავარია, ამ დროს, რამდენს უნდა პრობლემის გადალახვა და რამდენი ზრუნავს საკუთარ თავზეც და პარტნიორზეც. დამიჯერეთ, ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება. მაგალითად,  არ არის გამორიცხული, 18 წლის ბიჭს პოტენცია მაღალი ჰქონდეს, მაგრამ სექსუალური გამოცდილება ანუ ქალის დაკმაყოფილების უნარი, ნაკლები. 40 წლის მამაკაცს კი შესაძლოა, ისეთი ერექცია არა, მაგრამ გამოცდილება აქვს სექსში და ამით ჯობნის 18 წლის ახალგაზრდას. 

– ბატონო არჩილ, თანამედროვე ტექნიკის მიღწევები თუ მოქმედებს სქესობრივი ცხოვრების ხარისხზე? სხვათა შორის, უცხოეთში ჩატარებულმა,  ბოლო დროინდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ მობილური ტელეფონი და კომპიუტერი, საკმაოდ ნეგატიურ გავლენას ახდენს მამაკაცის სექსუალურ ცხოვრებაზე.

– თანამედროვეობის ტექნიკური მიღწევების ნეგატიური გავლენა არის თუ არა კავშირში მამაკაცის პოტენციასთან, ეს სადავო საკითხია. ამ კვლევების დასკვნები მეც ვნახე, თუმცა არ ვენდობი. მობილურმა ტელეფონმა და კომპიუტერმა, მე თუ მკითხავთ, სიყვარულზე  მხოლოდ დადებითად იმოქმედა. უამრავმა ადამიანმა გაიცნო ერთმანეთი, ემოციურად გაენდნენ ერთმანეთს და თქვენ წარმოიდგინეთ, ახალგაზრდებს შორის მომრავლდა, ვირტუალური სექსიც კი (იცინის). ბევრი ახალგახრდა, სტრიპტიზს უყურებს „სკაიპით“ და ამით ტკბება. ამაში ცუდი რა არის? ეს სუროგატული სექსია.

– და, ეს სუროგატული სექსი ნეგატიურად არ აისახება ახალგაზრდებზე?

– არა, რატომ? გააჩნია, რა სექსუალური კულტურისაა ადამიანი. ასე რომ, თანამედროვე ტექნიკური მიღწევები მხოლოდ აიოლებს სექსუალურ კომუნიკაციას. 1988 წლიდან მაგიდაზე მიდევს კომპიუტერი და ჯიბით ვატარებ მობილურ ტელეფონს, მაგრამ არანაირად არ უმოქმედია ამას ჩემს პოტენციაზე. ამიტომ ვამბობ, უცხოეთში ჩატარებული კვლევების შედეგებს პოტენციასთან დაკავშირებით, არ ვეთანხმები და არც ვენდობი-მეთქი. თუმცა, სხვა საკითხია, მეცნიერებმა იმუშაონ გამოსხივების შემცირებაზე. ერექციული პრობლემების ზრდა, მობილურის, კომპიუტერისა თუ დაბალი სექსუალური კულტურის ბრალია, ძნელი სათქმელია. თუმცა, ნებისმიერი მამაკაცის „ჟიგოლოს“ სტანდარტამდე მიყვანა, შესაძლებელია. სხვათა შორის, კლიმატი და საცხოვრებელი გარემოც მოქმედებს ადამიანის სექსუალურ პოტენციაზე. საქართველო კი ამ მხრივ იდეალური ადგილია. კუბაში, სადაც ცხელა, მაისურებსა და ტრუსებში დარბის ყველა, აბა, იქ  შოკის მომგვრელი რომ ვერ იქნება სექსი, ფაქტია. აი, როცა ურთიერთობაში მისაღწევად გაქვს საქმე კაცს, მაშინ ხდება სქესობრივი კავშირი უფრო სასიამოვნო და ვნებიანი. ასე რომ, ჩვენს სექსუალურ ენერგეტიკასა და პოტენციაზე, საქართველოს „ედემური“ კლიმატიც რომ ახდენს გავლენას, ეს ფაქტია.

 

скачать dle 11.3