კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ჩემი ძმის უსაქმურობა ყელში ამომივიდა

შეიძლება, ვინმემ გამამტყუნოს, რომ ერთადერთ ძმაზე გწერთ, მაგრამ, ძალიან არ მომწონს მისი საქციელი და, ზოგადად, ცხოვრებისეული პოზიცია და, მინდა, თვითონ თუ არა, მისმა საცოლემ მაინც წაიკითხოს და გაიგოს, რომ კარგად არ იქცევიან, განსაკუთრებით კი – ჩემი ძმა.

საქმე ისაა, რომ ნიკა (ჩემი ძმა) 34 წლისაა და, შეიძლება ითქვას, ჯერ არსად უმუშავია, რადგან, ყველანაირ სამსახურს არ კადრულობს, რაღაც განსაკუთრებული უნდა და, რაც მთავარია, განსაკუთრებული ხელფასით – სულ იმას გაიძახის, ათას და ათას ხუთას ლარად არ ვიმუშავებო. მე თუ მკითხავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ საერთოდ არ უნდა მუშაობა და სიბერემდე დედაჩემის და ჩემს კისერზე აპირებს ცხოვრებას (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა).

ერთ საღამოს ჩემს ძმას მეგობრები ჰყავდა სტუმრად დაბადების დღეზე. გოგოებიც იყვნენ და ბიჭებიც და ათას რამეზე ლაპარაკობდნენ. როცა ცოლისა და ქმრის მოვალეობების თემას მიადგნენ, ჩემმა ძმამ გამოაცხადა: მე პატივს არ ვცემ იმ ქმრებს, ცოლებს რომ „აპახავებენ“ და თვითონ მათ კმაყოფაზე არიან. ასეთი ქმარი წიხლქვეშ უნდა ამოიდო, რადგან, სხვებთან კაცობაზე დებს თავს, სინამდვილეში კი უთავმოყვარეო არაკაციაო. ნათქვამი ყველამ მოუწონა, გოგოებმა ერთგვარი შურითაც კი გახედეს ნიკას შეყვარებულს, რომელიც ამაყად იჯდა – ნახეთ, როგორ ბიჭს ვუყვარვარო. სხვათა შორის, ელენეც არ მუშაობს, რადგან, ნიკა არ აძლევს უფლებას. არადა, ყოველ პაემანზე წასასვლელად 50-დან 100 ლარამდე გვართმევს ხან – მე, ხან – დედაჩემს, ნაკლებს არ კადრულობს. თან, რომ ჰკითხო, 1 500-ლარიან სამსახურსაც თაკილობს – არ ეკადრება ბიჭს. ის ქალბატონიც, რა თქმა უნდა, მშვენივრად იფერებს კაფე-რესტორნებსაც და ძვირფას საჩუქრებსაც (დამავიწყდა, მეთქვა, რომ ჩემმა ძმამ ნორმალური სუნამო აღარ შემარჩინა, კოსმეტიკასა და ბიჟუტერიაზე რომ აღარაფერი ვთქვა). თუმცა, იმას რას ვერჩი, ჩემი ძმაა უვარგისი. ესე იგი, რა გამოდის – ცოლის (ან საცოლის) „პახაობის“ ხარჯზე ვერ იცხოვრებს, მაგრამ, მასზე ცხრა წლით უმცროსი, გაუთხოვარი და (ანუ – მე) და ავადმყოფი დედა რომ „პახაობენ“ დილიდან საღამომდე და კაპიკს არ გვიტოვებს, იმიტომ არა უშავს, რომ არავინ იცის ამის შესახებ?!

შეიძლება, ძალიან უხეშად ვამბობ, მაგრამ, იმიტომ არ მჯერა ქართველი კაცების ვაჟკაცობის, რომ სინამდვილეში, მაპატიეთ და, მათი უმრავლესობა „ფუფლოა“, „სიაფანდი“, ყალბი და უსაქმური. იმიტომაც არის ჩვენი ქვეყნის საქმე კარგად, რომ ქართველი კაცების დიდი ნაწილი ცოლებს ვიღაც უცხოელი ბებრების „სუდნოების“ სათრევად გზავნიან და ასეთი სიმწრითა და დამცირებით გამომუშავებულ ფულს, რომელსაც ცოლები უგზავნიან, საყვარლებში ან ლოთობაში ხარჯავენ. ამიტომ, მირჩევნია, ვიღაც სოფლელ გლეხის ბიჭს გავყვე ცოლად, რომელიც მუშაობას სირცხვილად და დამცირებად არ მიიჩნევს, ვიდრე დედის, დის ან ცოლის კისერზე შემომჯდარ, გაზულუქებულ უსაქმურს. ჩემს ძმას კი ცოტა ხანს კიდევ ვაცლი და, თუ მუშაობა არ დაიწყო, თავისი შეყვარებულიან-ფრაზებიანად ვასწავლი ჭკუას.

თათა, 25 წლის.

скачать dle 11.3