კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ განმიმარტოთ, შეუძლიათ თუ არა მხარეებს სამოქალაქო საქმეზე დამოუკიდებლად დანიშნონ ექსპერტიზა და, თუ შეუძლიათ, როგორ ხდება მხარის მიერ ექსპერტიზის ჩატარება და ექსპერტის დასკვნის წარდგენა სასამართლოში?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სამოქალაქო საქმეზე მხარეებს შეუძლიათ, სასამართლოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში, ექსპერტის დასკვნა სასამართლოს უნდა წარედგინოს სასამართლოში საქმის აღძვრის ან საქმის მომზადების სტადიაზე. სარჩელის ან შესაგებლის წარდგენისას მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად. საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას ექსპერტის დასკვნა მხარემ, შეიძლება, წარმოადგინოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო განხილვისთვის საქმის მომზადების სტადიაზე მისთვის ექსპერტის დასკვნის წარდგენის საჭიროება ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და ასეთი საფუძველი წარმოიშვა ამ სხდომაზე, ან, თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი ექსპერტის დასკვნის წარმოდგენა საქმის მომზადების სტადიაზე. მხარის მიერ ექსპერტის დასკვნის წარმოუდგენლობა არ შეიძლება, გახდეს საქმის განხილვის გადადების საფუძველი. ამასთან, სასამართლოს შეუძლია, მხარეს დაუნიშნოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარმოსადგენად. 

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, სამოქალაქო საქმის განხილვისას, განხილვის რომელ სტადიაზე და რა შემთხვევაში შეუძლია სასამართლოს, თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, თუ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ საკითხზე მოსამართლეს სპეციალური ცოდნა არ გააჩნია, სასამართლოს შეუძლია, თავისი ინიციატივით დანიშნოს ექსპერტიზა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, მხოლოდ, იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული საკითხის განმარტებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმის გადაწყვეტისთვის და მის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანა შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა შემთხვევაში ჩაითვლება ქმედება დანაშაულის მცდელობად, ანუ, რა შემთხვევაში ხდება ქმედების კვალიფიკაცია დანაშაულის მცდელობად?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც, თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ, დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი და, შესაბამისად, ვერ დადგა ის შედეგი, რომელსაც ითვალისწინებდა პირის განზრახვა.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, ქონებრივი დავისას რა შემთხვევაშია დასაშვები სააპელაციო საჩივარი?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, სამართლებრივად სწორია თუ არა ტერმინი – „ერთი სარკმლის პრინციპი“ და რა მნიშვნელობა აქვს მას? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ „ერთი სარკმლის პრინციპი“ არის ადმინისტრაციული წარმოების წესი, როდესაც ლიცენზიის ან ნებართვის გამცემი თავად უზრუნველყოფს დამატებითი სალიცენზიო ან სანებართვო პირობების სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადასტურებას. დამატებითი სალიცენზიო ან სანებართვო პირობების დადასტურება დაკავშირებული უნდა იყოს ლიცენზიის ან ნებართვის გაცემის ადმინისტრაციულ წარმოებასთან და ამ პირობების დამადასტურებელი ფაქტობრივი გარემოებების მოპოვება უშუალოდ უნდა ემსახურებოდეს ლიცენზიის ან ნებართვის მიღების მიზანს.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა ქმედებები ითვლება ამომრჩევლის მოსყიდვად და რა სახის პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის?

 პასუხი: გაცნობებთ, რომ ამომრჩევლის მოსყიდვად ითვლება, არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან, არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე პერიოდში ამომრჩველისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების უსასყიდლოდ ან შეღავათიან ფასებში გადაცემა ან მიყიდვა, უფასო მომსახურეობის გაწევა ან ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის დაპირება რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერის ან არჩევნებში ხმის მიცემისგან თავის შეკავების მიზნით, გარდა საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალისა. ამომრჩევლის მოსყიდვა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს და ისჯება სისხლისსამართლებრივი წესით.

კითხვა:  გთხოვთ, მაცნობოთ, რა შემთხვევაში გამოიყენება მსჯავრდებულთან სამოქალაქო შეთანხმების გაფორმება და ვინ ახორციელებს სამოქალაქო შეთანხმების დროს მსჯავრდებულის მიერ ნაკისრი მოვალეობების შესრულებას? 

 პასუხი: განგიმარტავთ, რომ პროკურორს შეუძლია, პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევის გათვალისწინებით, მასთან გააფორმოს სამოქალაქო შეთანხმება, თუ მას აქვს სურვილი და შესაძლებლობა, გარკვეულ სფეროში საკუთარი ცოდნა და გამოცდილება სხვებს გაუზიაროს. სამოქალაქო შეთანხმებით განისაზღვრება პირობით მსჯავრდებულის მოვალეობები, ასევე, დრო, რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულდეს აღნიშნული მოვალეობები და რომლის გასვლის შემდეგაც პირობით მსჯავრდებულს შეიძლება გაუუქმდეს პირობითი მსჯავრი და მოეხსნას ნასამართლობა. სამოქალაქო შეთანხმებით პირობით მსჯავრდებულის მიერ ნაკისრი მოვალეობების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს პრობაციის ბიურო, რომელიც პროკურორს პერიოდულად წარუდგენს ინფორმაციას ამ შეთანხმების პირობების შესრულებასთან დაკავშირებით.

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რა სახის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს კანონი საქართველოში  სახელმწიფო შესყიდვებისას უკანონო გარიგებების არსებობის შემთხვევაში  და ზოგადად რა სახის პასუხისმგებლობაა დაწესებული ტენდერში მონაწილე სუბიექტების მიმართ?

პასუხი: გაცნობებთ, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროცედურებში მონაწილეობისას შესყიდვებში მონაწილე სუბიექტების მიერ წინასწარი შეთანხმება ან სხვა გარიგება, თავისთვის ან სხვისთვის მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც შემსყიდველი ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2 წლამდე. ამგვარი ქმედებისთვის იურიდიული პირი  ისჯება საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.

скачать dle 11.3