კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ვინ იყვნენ და რა საერთო ჰქონდათ სემიონ ბუდიონისთან მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის წინაპრებს

სერგეი სობიანინი მოსკოვის რიგით მესამე მერია, იგი 12 სექტემბერს აირჩიეს მოსკოველებმა პირდაპირი არჩევის წესით. სობიანინი ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირი და რუსეთის მმართველი პარტიის – „ედინაია როსიას” წევრი და პირველი არამოსკოველი მერია ამ თანამდებობაზე. სობიანინის წინამორბედები – გავრილ ხარიტონოვი და იური ლუჟკოვი დაბადებით მოსკოველები იყვნენ. საინტერესო იქნება  სობიანინის შესახებ გავრცელებულ ფაქტებს გავეცნოთ, მით უმეტეს, რომ მოსკოვში რამდენიმე ათეული ათასი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს.

* სერგეი სემიონის ძე სობიანინი დაიბადა 1958 წელს, ტიუმენის ოლქში, სოფელ ნიაქსიმვოლში. ერთ-ერთი ვერსიით, სობიანინის წინაპრები ურალიდან გადასახლებული კაზაკები იყვნენ, ხოლო მეორე ვერსიით – ეროვნება მანსის წარმომადგენლები. თუმცა, ოფიციალურ ბიოგრაფიაში სობიანინი უარყოფს რაიმე კავშირს მანსისთან და საკუთარ თავს ასპროცენტიან რუსად მიიჩნევს. სერგეის ბაბუა მამის მხრიდან, ფიოდორ სობიანინი ძველი რწმენის (სტაროობრიადი) მიმდევარი იყო, ხოლო მამას, სემიონს, დაუმთავრებელი საშუალო განათლება ჰქონდა. მოგვიანებით იგი ხანტი-მანსიისკში ზეთის ქარხნის დირექტორად მუშაობდა. სერგეის ბაბუა დედის მხრიდან, ალექსანდრ ულანოვი, რუსეთ-იაპონიისა და პირველი მსოფლიო ომების მონაწილე იყო, რევოლუციის შემდეგ კი იგი სემიონ ბუდიონისთან მსახურობდა. სტალინის მმართველობის დროს, მათ ოჯახს რეპრესიები შეეხო და ისინი ნიაქსიმვოლში გადაასახლეს. სერგეის მშობლებმა ერთმანეთი ზეთის ქარხანაში მუშაობის პერიოდში გაიცნეს. 

* მოსწავლეობის პერიოდში სერგეი სობიანინი არაფრით გამოირჩეოდა სხვა თანაკლასელებისგან. იგი ფრიადებზე სწავლობდა, თავისუფალ დროს კი მამასთან ერთად სანადიროდ და სათევზაოდ დადიოდა. ბავშვობაში სერგეი გატაცებული იყო თხილამურებზე სრიალით, რასაც ის მამამ მიაჩვია. სობიანინი დღემდე ინახავს თავის პირველ, მამის ნაჩუქარ, ფიჭვისგან გამოთლილ თხილამურებს. 

* 2001 წელს სერგეი სობიანინი არჩეული იყო ტიუმენის ოლქის გუბერნატორად. მის არჩევაში დიდი წვლილი შეიტანა მისმა კავშირებმა რუს ოლიგარქებთან – რომან აბრამოვიჩთან და ვაგიტ ალეკპეროვთან. სობიანინის საარჩევნო კამპანია „სურგუტნეფტეგაზიდან” და „სიბნეფტიდან” ფინანსდებოდა. ტიუმენის ოლქში შემავალი ორი ავტონომიის მეთაურები – ფილიპენკო და ნეელოვი, იმედოვნებდნენ, რომ, არჩევის შემთხვევაში, სობიანინი არ დაუშვებდა ოლქების ავტონომიასთან გაერთიანებას. თავდაპირველად სობიანინი ეთანხმებოდა ავტონომიების ხელმძღვანელებს, თუმცა, გუბერნატორად არჩევიდან მეორე დღესვე მან ოლქის ერთპიროვნული მართვის შესახებ გამოცემულ ბრძანებას მოაწერა ხელი და ავტონომიები ფინანსურად ტიუმენზე დამოკიდებულად გამოაცხადა. სერგეი სობიანინი იყო პირველი გუბერნატორი, რომელიც გაერთიანდა პარტია „ედინაია როსიაში” და ასევე, პირველი გუბერნატორი იყო, რომლესაც კონკურენტებმა არჩევნების პერიოდში სატანისტობაში დასდეს ბრალი. 

* 2004 წელს, ტიუმენელ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს, სერგეი სობიანინმა სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, არ შეიძლება, რომ რუსეთში ჟურნალისტი თავისუფალი იყოს; რომ, საერთოდ, პრესას სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს და სიტყვის თავისუფლება დაუშვებელია. ამაზე მეტყველებს ფაქტი, რომელიც შეემთხვა ტიუმენის დამოუკიდებელ ტელეკომპანია TPTP-ს და მის შეფს, ევგენი დროზდინსკის: ტელეკომპანიის წამყვანმა ნატალია ემელიანოვამ პირდაპირ ეთერში ირონიული ტონით მოიხსენია სობიანინის (ჯერ კიდევ გუბერნატორის) იდეა, შეესყიდათ ფრანგული ჯიშის ძროხები საფრანგეთიდან. მეორე დღესვე სობიანინმა მკაცრად მოითხოვა ემელიანოვას გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან დროზდინსკისგან, რაზეც უარი მიიღო. უარის მიღებიდან მეორე დღეს კი ევგენი დროზდინსკის ჩამოერთვა ტელეკომპანია და მედიაში მუშაობა აეკრძალა. ამჟამად ტელეკომპანია TPTP ტიუმენის საოლქო ადმინისტრაციის მფარველობის ქვეშ იმყოფება და ფინანსდება სახელწმიფო ბიუჯეტიდან.

* რუსი ექსპერტების უმეტესობა სერგეი სობიანინს კრემლის ტექნიკურ ფიგურად მიიჩნევს, რომლის საშუალებითაც ხორციელდება ურთიერთობა ნავთობკომპანიებთან და ოლიგარქებთან. რუსეთის დუმის ყოფილი დეპუტატი, ვადიმ ბონდარი, სობიანინს „ადამიან-კომპიუტერს” უწოდებდა იმის გამო, რომ მას შეეძლო, ერთდროულად გაეკეთებინა რამდენიმე სხვადასხვა საქმე. ერთი პერიოდი იგი აქტიურად განიხილებოდა პუტინის არაოფიციალურ შემცვლელად პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა, ეს ტიტული შემდგომში დიმიტრი მედვედევმა მოირგო. 

* მოსკოვის მერად არჩევამდე სერგეი სობიანინის შევსებულ დეკლარაციაში დაფიქსირებული იყო: წლიური შემოსავალი – 3,2 მილიონი რუბლი; 118 კვ. მეტრი ბინა, ავტოფარეხი და ავტომობილი. სობიანინის მეუღლის, ირინას საკუთრებას წარმოადგენს გზების სამშენებლო ფირმა „ირა ბორდიური”, რომელიც ტიუმენშია რეგისტრირებული. სხვადასხვა ცნობით, სერგეი სობიანინის მეუღლე და ორი ქალიშვილი მოსკოვში, ხანტი-მანსიისკსა და ევროპაში ცხოვრობენ.

* სერგეი სობიანინის ჰობიდან აღსანიშნავია ნადირობა (პირველად სანადიროდ ის 15 წლის ასაკში წავიდა) და თევზაობა. გუბერნატორად მუშაობის პერიოდში სობიანინი გატაცებული იყო ირმების მოშენებით. ცნობილია, რომ მოსკოვის მერს უყვარს რუსული ლიტერატურა და კლასიკური მუსიკა. სკოლაში და ინსტიტუტში სწავლის  პერიოდში იგი აქტიურად იყო დაკავებული სპორტით – თამაშობდა ჩოგბურთსა და ჰოკეის. გარდა ამისა, ახლახან ცნობილი გახდა, რომ სტუდენტობის პერიოდში სობიანინი წერდა მოთხრობებსა და ლექსებს, რომლებიც სტუდენტურ ჟურნალში იბეჭდებოდა.

* მერად არჩევიდან ერთი თვის თავზე სერგეი სობიანინმა დიმიტრი მედვედევს მიჰბაძა და „ტვიტერზე“ ოფიციალური გვერდი გაიხსნა. გარდა ამისა, ის „ფეისბუქზეც” დარეგისტრირდა, სადაც აღმოაჩინა, რომ „ტვიტერის” მავან მომხმარებლებს უკვე ჰქონდათ გავლილი რეგისტრაცია სერგეი სობიანინის სახელით. პირველი, ვინც სობიანინმა „ტვიტერზე” „ფოლოუინგი” გაუკეთა, დიმიტრი მედვედევი იყო.

* ტიუმენელმა ჟურნალისტებმა: ირინა მოკროუსოვამ, ელენა არბატსკაიამ და ოლგა ზაცეპინამ დაწერეს წიგნი მოსკოვის მერზე, სერგეი სობიანინზე, სადაც მისი ცხოვრებისა და საქმიანობის საინტერესო ფაქტებს მოუყარეს თავი. წიგნი 20-ათასიანი ტირაჟით დაიბეჭდა, მისი გაყიდვა კი 2010 წლის დეკემბერში დაიწყო. წიგნში მოთხრობილია რამდენიმე სკანდალური ფაქტის შესახებაც, კერძოდ, რომ სერგეი სობიანინის საყვარელ საქმიანობად თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება ითვლება. წიგნიდან ცნობილი ხდება, რომ სერგეი სობიანინის საყვარელ ტანსაცმელად შინდისფერი სვიტერია, ხოლო კერძებიდან ის ციმბირულ სამზარეულოს ანიჭებს უპირატესობას და დიდი სიამოვნებით მიირთმევს უმად შებოლილ ირმის ხორცს. ავტორების ვერსიით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ სობიანინის მეუღლემ, ირინამ, ახლო მომავალში იური ლუჟკოვის ცოლის, ელენა ბატურინას მსგავსად, „ფორბსის” მილიარდერების რეიტინგში შეაღწიოს, რადგან, ამის უფლებას მას სერგეი სემიონის ძე არ მისცემს.

* სერგეი სობიანინის მოწინააღმდეგემ მერის არჩევნებზე, რუსმა ოპოზიციონერმა, მოსკოვის მერის ოჯახის წევრების შესახებ სკანდალური ფაქტები გამოაქვეყნა. საუბარია სერგეი სობიანინის ქალიშვილების სახელზე გაფორმებულ ბინებზე მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში. 1986 წელს დაბადებული ანა სობიანინა ფლობს 205 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას პეტერბურგის ცენტრში, რომელიც 3,5 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო, 1997 წელს დაბადებულ ოლგა სობიანინას სახელზე გაფორმებულია ბინა მოსკოვის ცენტრში, „თეთრ სახლთან”, სუპერელიტურ საცხოვრებელ კომპლექსში, სადაც კვადრატული მეტრი ფართობის ფასი 17 ათას დოლარს აღემატება. სერგეი სობიანინის უმცროსი ქალიშვილის ბინის ფართობი 308 კვადრატული მეტრია და მისი ფასი 5,3 მილიონ დოლარს შეადგენს. ნავალნის ცნობით, სობიანინის საკუთრებაში არსებული ბინების საერთო ფასი 6-ჯერ აღემატება იმ შემოსავალს, რაც მოსკოვის მერს უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ჰქონდა.

 

скачать dle 11.3