კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ცვლილებები განიცადა დავით ნატროშვილის ქონებამ 2007 წელს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილეობიდან 2013 წელს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეობამდე პერიოდში

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით ნატროშვილი 1977 წელსაა დაბადებული. თბილისში; საბაკალავრო განათლება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო სამართალმცოდნეობის მიმართულებით (დაამთავრა 1999 წელს). 2000 წელს სწავლა საჯარო ადმინისტრირების ქართულ-ამერიკულ ინსტიტუტში განაგრძო და საჯარო ადმინისტრირების მაგისტრი გახდა. 2002 წელს განათლება აშშ-ში გაიღრმავა, პენსილვანიის კუტზთაუნის უნივერსიტეტში (ამჯერად ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის რანგში). როგორც მისი შრომითი ბიოგრაფია მოწმობს, ბ-ნი ნატროშვილის ჩინოვნიკური კარიერა მეორე წრეზე წავიდა. კერძოდ, მისი შრომითი ბიოგრაფია 2002 წლის დეკემბერში დაიწყო რიჩმონდში, ვირჯინიის შტატში, სადაც 2004 წლის მარტამდე AEGON Group-ის გაყიდვების მართვის სპეციალისტად მუშაობდა. 2004 წლის აგვისტოში სამშობლოში დაბრუნდა და 2005 წლის ივლისამდე საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი იყო. 2005 წლის ივლისში (2006 წლის ნოემბრამდე) საწარმოების მართვის სააგენტოს თავმჯდომარედ დაინიშნა. 2006 წლის ნოებრიდან 2007-ის ნოემბრამდე საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე გახლდათ. 2008 წელს შპს „უტილის ჯგუფში“ განაგრძო საქმიანობა – პარტნიორად და აღმასრულებელ დირექტორად. 2012 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მინისტრის მრჩევლად დაინიშნა და 2013-ში მინისტრის მოადგილედაც დაწინაურდა.

იმ მარტივი მიზეზით, რომ ჩინოვნიკობის გამოცდილება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებისას შეიძინა, პირველი დეკლარაცია 2007 წელს შეავსო ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის რანგში, ოჯახის წევრად კი მიუთითა მეუღლე – 1982 წელს დაბადებული ნინო ჭუმბურიძე. იმხანად ოჯახის ქონებრივი მდგომარეობა შემდეგნაირი იყო: დავით ნატროშვილის საკუთრებას წარმოადგენდა მშენებარე ბინა ჭავჭავაძის პირველ შესახვევში 193 500 ლარად შეფასებული და იგი ცხვედაძის ქუჩაზე მდებარე 250 000 ლარად ღირებული საცხოვრებელი სახლის 25 პროცენტის მფლობელიც გახლდათ. მისი მეუღლის საკუთრება იყო 120 000 ლარად ღირებული საცხოვრებელი ბინა გვეტაძის ქუჩაზე და 48 000 ლარად ღირებული ავტომანქანა „ლექსუსი 300“.

დეკლარციის შევსების მომენტში დავით ნატროშვილს ნაღდი ფულის სახით, ჰქონდა – 8 000 ლარი, მის მეუღლეს – 5 000 აშშ დოლარი და, ამასთანავე, აშშ-ში, საბანკო სეიფში ნინო ჭუმბურიძე 30 000 აშშ დოლარსაც ინახავდა.

დავით ნატროშვილი სამეწარმეო საქმიანობასაც ეწეოდა. კერძოდ, 2 წლის განმავლობაში, (კონკრეტული წლები მითითებული არ არის) 2005 წელს დაფუძნებული „საქრუსენერგოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც გახლდათ, ოღონდ, როგორც დეკლარაციაში აქვს მითითებული, უხელფასოდ მუშაობდა. ამას გარდა, 2005-დან 2006 წლამდე 1999 წელს დაფუძნებული შპს ბათუმის საზღვაო ნავსადგურის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეც იყო და მიუთითებს, რომ ამ ხნის განმავლობაში მისი ყოველთვიური ხელფასი 3 500 ლარს შეადგენდა. სახელფასო გრაფაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის რანგში მისი ყოველთვიური ანაზღაურება 2 500 ლარს შეადგენდა.

სულ ბოლო დეკლარაცია დავით ნატროშვილმა 2013 წელს შეავსო აწ უკვე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის რანგში და ოჯახის წევრებად, გარდა მეუღლისა, მიუთითა აშშ-ში დაბადებული შვილები: ალექსანდრე (დაბადებული 2010 წელს) და მია (დაბადებული 2008 წელს).

ამჯერად უძრავი ქონების მფლობელი მხოლოდ დავით ნატროშვილია. კერძოდ, მისი საკუთრებაა: საცხოვრებელი სახლი რამიშვილის ქუჩაზე (ფართობი – 252 კვ.მ); საცხოვრებელი სახლი წავკისში (ფართობი – 525 კვ.მ), რა თქმა უნდა, მიწის ნაკვეთი წავკისში, ფართობი –  1 000 კვ.მ. და მიწის ნაკვეთი კოჯორში, ფართობი 1 200 კვ.მ. მსუბუქი ავტომანქანებიც მხოლოდ მას ჰყავს: 2010 წლის „ტოიოტა პრადო“ და 1987 წლის „ვოლვო“. ასევე, დავით ნატროშვილი სააქციო საზოგადოება „ნინოს“ 105 450 აქციის მფლობელია (თითო აქციის ღირებულება 1 ლარია). თუმცა ბანკში დეპოზიტი მხოლოდ ნინო ჭუმბურიძეს აქვს, – 25 000 აშშ დოლარი. დეკლარაციის შევსების დროს, ნაღდი ფულის სახით, დავით ნატროშვილს 45 000 ლარი ჰქონდა, ნინო ჭუმბურიძეს – 120 000 აშშ დოლარი. სოფლის მეურნეობის მინისტრი და მისი მეუღლე არაერთი შპს-ს  (კერძოდ, ერთი შპს და ერთიც სააქციო საზოგადოება) პარტნიორები არიან, მაგრამ, რაკი, დეკლარაციის მიხედვით, მათ უმეტესობას არანაირი შემოსავალი არ მოუტანია, მათზე არ შევჩერდები. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ 2010-2012 წლებში ბ-ნ ნატროშვილს შპს ლაზერული ჯგუფის დირექტორობამ (მისი, როგორც პარტნიორის. შემოსავალი ნულია) 160 300 ლარი მოუტანა, ხოლო სააქციო საზოგადოება „ნინოს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარეობით გასულ წელს 16 500 ლარი მიიღო (ბუნებრივია, ამჟამად ყველა წილი და აქცია მინდობილი აქვს, თუმცა ვისზე, დეკლარაციაში მინიშნებული არ არის).

დავით ნატროშვილს სესხებისა და საკრედიტო ბარათების მომსახურებაში გასულ წელს დაეხარჯა: 78 066 ლარი და 156 651 აშშ დოლარი. ამას გარდა, საბავშვო ბაღის საფასური 4 800 ლარი დაუჯდა, საშენი მასალის შეძენა – 20 400 ლარი.

 

скачать dle 11.3