კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაც ეპატიება იუპიტერს

პატიოსნების პატრიარქალური ხიბლი

 

თუმცა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა გამოკითხვა მაის-ივნისში ჩაატარა, რათა ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება გაერკვია ზოგიერთი აპოლიტიკური საკითხისადმი, შედეგები სულ ახლახან შევიტყვეთ.

კერძოდ, აწ უკვე ვიცით, რომ ჩვენში (გამოკითხულთა) 63 პროცენტისთვის მიუღებელია, რომ ქალს ქორწინებამდე ჰქონდეს სექსი, მისაღებად მას მხოლოდ 10 პროცენტი მიიჩნევს, ხოლო 23 პროცენტი არც იქითაა, არც აქეთ – გააჩნია, რა შემთხვევაშიო.

მამაკაცებისადმი საზოგადოებრივი აზრი გაცილებით ლოიალურია. კერძოდ, ქორწინებამდე მამაკაცის მიერ ინტიმური ურთიერთობის დამყარებას გამოკითხულთა 52 პროცენტი უჭერს მხარს, 17 პროცენტი წინააღმდეგია, ხოლო ვერსიაზე – გააჩნია, რა შემთხვევაშიო, – 27 პროცენტია.

მეორე მხრივ, თუკი სექსის საკითხში თავისუფლებას ანიჭებს, 51 პროცენტისთვის გრძელთმიანი მამაკაცია მიუღებელი, 17 პროცენტი ამ ფაქტს სავსებით მშვიდად ხვდება, 29 პროცენტი კი ალაგ-ალაგაა თანახმა. 

უფრო მკაცრია დამოკიდებულება საყურიანი მამრებისადმი: 71 პროცენტისთვის ეს კატეგორიულად  მიუღებელია, 12-სთვის – „რატომაც არა,“ თუმცა, 17 პროცენტი კვლავ შუაშია (თუ უხდება, ჯანდაბას, ეკიდოსო).

ბუნებრივია, კაცია და გუნება, თუმცა, თუ მწერლის ფრთიან ფრაზას გავიხსენებთ, ურუქში ისეთი პატიოსანი ქალები ცხოვრობდნენ, ლამის თავიან ქმრებს ეუბნებოდნენ უარსო. ამ გამოკითხვას ის კითხვაც არ აწყენდა, რომლის პასუხია: წესიერ ქალს სექსი არც გათხოვების შემდეგ შეშვენისო. 

скачать dle 11.3