კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ - ვის?!

ანუ, „ჩემი პარტნიორი შენსას სჯობია“

 

მართალია, მავთულხლართებს კვლავ ავლებენ (იმ მარტივი მიზეზით, რომ მხოლოდ ჩვენი წონისას თუ მოერევა ეს ჩვენი სუპერდერჟავობაზე მეოცნებე ჩრდილოელი მეზობელი) და სულიც ნავთობითა და გაზით უდგათ (ალმას-ოქრო-ვერცხლზე აღარ შევჩერდები), თუმცა, აღმოჩნდა, რომ 2013 წელს, 1982 წლიდან პირველად, აშშ-მა რუსეთს ბუნებრივი გაზის წარმოებით გაუსწრო – .

შესაბამისად, აშშ-მა ნავთობისა და გაზის იმპორტი 15 და 32 პროცენტით შეამცირა. ერთი ისაა, რომ ჩვენებური სეპარატისტების რფ კვლავ უსწრებს ამ ჩვენს აშშ-ს ნედლი ნავთობის წარმოებაში, ოღონდ, არც ისე ძლიერ, რომ გული შეგვიქანდეს (აშშ-ს მოპოვება რფ-ს დღიურ მოპოვებას 900 000 ბარელით ჩამორჩება).

ამასობაში კი, რფ-ს ბიუჯეტის 40 პროცენტს ნავთობისა და გაზის გაყიდვით შემოსული შემოსავლები ავსებს, თუმცა, 2015 წლისთვის რუსული გაზ-ნავთობის ექსპორტი 25-30 პროცენტით დაიკლებს, რაც რფ-ს მთლიან შიგა პროდუქტს 100 მილიარდი აშშ დოლარით შეამცირებს.

ჩვენ არ ვიცით, სახელდობრ, ჩვენ რით ვიხეირებთ, აშშ-ის მიერ ბუნებრივი გაზის მოპოვების მაჩვენებლის გაზრდით, მაგრამ, რაკი აშკარაა, რომ ჩვენი ფალავანი ჩვენი სეპარატისტების ფალავანზე უკეთ გამოიყურება (თან, ჩვენსას უკვე ჰკიდია ნობელის მშვიდობის პრემია ), თუ მთლად მავთულხლართებს ვერ ავაღებინებთ, იმით მაინც მოვუგებთ ნიშნს, რომ „ჩემი სიდედრი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პარტნიორი) შენსას სჯობია...“

скачать dle 11.3