კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (54)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

გადამფრენი

„მაღლა-მაღლა რას დაფრინავ…“

 

თუმცა პასიურობას ვერც ადრე დავწამებდით, რაც მცირე დრო რჩება, მით მეტად აქტიურდება. ოღონდ, თუ მისი ბოლოდროინდელი განცხადებებით ვიმსჯელებთ, პარტნიორსაც ეძებს (აქტიურობაში, რასაკვირველია).

კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოსვე პრემიერ-მინისტრს (არადა, არის ამაში რაღაც მისტიკური: ორივენიცა მიდიან, იმ განსხვავებით, რომ ერთს ვადა ეწურება და დარჩენა უნდა; მეორეს კი დარჩენა ეკუთვნის, მაგრამ წასვლა ურჩევნია) შესთავაზა, ერთად შემოვუფრინოთ მთელი საქართველოს სანახებსო (მართალია, პრეზიდენტმა თქვა, მთელიო, მაგრამ, ფაქტი ჯიუტია: სულაც თმის ღერებზე რომ დავდგეთ, რაც დე-ფაქტოდ დაგვრჩა, იმას ვერ გავცდებით, ვერც ცად და ვერც დედამიწად – ).

დუეტში ფრენა კი ამ ჩვენს პირველ პირს იმიტომ განუზრახავს, რომ პრემიერ-მინისტრს ზემოდან დაახედოს განხორციელებული პროექტებისთვის (ანუ, შემოფრენით მაინც სულ სხვაა).

მარშრუტიც მოხაზა და სატრანსპორტო საშუალებაც დააზუსტა: ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრანგული ვერტმფრენით აფრინდებიან (აი, სამხედრო რომ არის და ბ-ნმა სააკაშვილმა სამოქალაქოს საფრაქვეშ რომ შეიძინა პრ. პუტინის გასაცურებლად), გადაუფრენენ თბილისის შემოვლით რკინიგზას და პირდაპირ ქუთაისს შეაფრინდებიან (რათა პრემიერმა დაინახოს, თუ რა წარმტაცად ერწყმის პარლამენტის ახალი შენობა ქუთაისის შემოგარენს, ვინძლო, გადაიფიქროს მისი თბილისში გადმოტანა); თვალს წყალტუბოსაც ჩაჰკრავენ და მესტიასაც. ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობასაც შემოუფრენენ, ხოლო ბოლოს მზერას ღრუბლებიდან ლაზიკა-ანაკლიასაც მოავლებენ.

ჩვენ არ ვიცით, შეუდგენს თუ არა პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს კომპანიას მშობელი სანახებისთვის ღრუბლებიდან დასახედად, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ამ ცოდვილ მიწაზე 9-წლიანი მმართველობის შემდეგ არც ღარიბებს ვუჩივით და არც მშიერ-მწყურვალებს, ბუნებრივად იბადება შემხვედრი აღმაფრენა: „მაღლა-მაღლა რას დაფრინავ, დაბლა იარე…“ – 

скачать dle 11.3