კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააკოტრეს ცნობილი მხატვარი ვლადიმერ კანდელაკი საქართველოში და რატომ ადანაშაულებდნენ მას ლონდონში სექსუალურ ძალადობაში

მისი ნამუშევრები დღეს ამერიკის საუკეთესო მუზეუმებს ამშვენებს. უცხოეთში ის ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი მხატვარია, საქრთველოში კი, თავის ნამუშევრებს, უბრალოდ, არ ყიდის ერთი მიზეზით – ხალხს შეძენის საშუალება არ აქვს. სამაგიეროდ, აქვს უამრავი გამოფენა. ხატები, ოჯახური ფოტოები, კოჭები, შურდულები, ნალები, მანდილოსნების ქუდები, მარაოები, ძველებური ხანჯლები, ხმლები, ჩონჩხის ნაწილები  – ამ ყველაფერს მხატვარი მთელი ცხოვრება აგროვებდა, ხატავდა და თავის კოლაჟებსა და პოპ-არტებში იყენებდა. მაგრამ, არავინ იცის, მან საყოველთაო აღიარებამდე რა ტანჯვა-წამება გამოიარა – როგორ ექცა ამერიკაში 23-წლიანი ცხოვრება ჯოჯოხეთად. „ღირსების ორდენის“ კავალერს საქართველოში დაბრუნება პატრიარქის სიტყვებმა გადააწყვეტინა, როცა უწმინდესმა იანვარში, სამების ტაძარში მისი ნამუშევრების გამოფენაზე თქვა: ვლადიმერ კანდელაკი გენიალური მხატვარია, მას სამყაროს თავისებური, საოცარი ხედვა აქვს და ის საქართველოს სჭირდებაო. რამდენიმე თვის წინ ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სწორედ მას გადასცა თავისი მშობლების ფოტო და სთხოვა, დაეხატა, მხატვარს ახალი ნამუშევარიც ისეთივე არაჩვეულებრივი გამოუვიდა, როგორიც ყველა დანარჩენი. 

 

– ბატონო ვლადიმერ, უპირველესად, დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ ინტერვიუსთვის. როგორც ვიცი, 23 წელი ცხოვრობდით ქვეყანაში, სადაც, შეიძლება ითქვას, ცხოვრება ჯოჯოხეთად გიქციეს. მოგვიყევით როგორ აღმოჩნდით საეჭვო რეპუტაციის ხალხის ხელში?     

– საქართველო-ამერიკა-საბჭოთა კავშირის ფირმა „ლილეო-არტის” მიწვევით, 1990 წელს სამი თვით ამერიკაში გავემგზავრე. ფირმის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ თბილისში. ბევრი ქართველი მხატვრის სტუდია ინახულეს და არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. კონტრაქტი ბინით, სტუდიით, თარჯიმნით უზრუნველყოფას, მანქანით მომსახურებას, ამერიკაში ჩემი ჩასვლისთანავე ფილადელფიასა და სხვა ცენტრალურ ქალაქებში გამოფენების მოწყობას, ალბომის, პრინტისა და რეპროდუქციების გამოცემას ითვალისწინებდა. თავიდანვე გაუგებარი სიტუაცია შეიქმნა. თავიანთ საქმეებზე მიდიოდნენ და მე მარტო მტოვებდნენ. არ ვიცოდი, რა მეკეთებინა, სად მეჭამა და როგორ მოვქეულიყავი. მერე არაპრესტიჟულ უბანში გადავედით. მეზობლად, სარდაფში არაოფიციალური გალერეა გახსნეს, ქართველ მხატვართა ნამუშევრები ჰქონდათ შენახული. აბრას გაუგებარი კლიენტების გამოჩენისას ჰკიდებდნენ, როგორც კი ისინი წავიდოდნენ, ხსნიდნენ და ფანჯრებზე ფარდებს აფარებდნენ. ჩემი სურათები ცალკე, ეგრეთ წოდებული სპონსორის, ედუარდის სახლში ინახებოდა. შევეცადე, გამერკვია საერთოდ რა ხდებოდა, მაგრამ... ეს ისევ თავისას ერეკებაო, – ერთმანეთს ეუბნებოდნენ. სიბინძურიდან ამოგათრიეთ, შენ კიდევ უკმაყოფილო ხარო. ჩემთან ასეთი ლაპარაკი არ გაგივათ-მეთქი. პატარა შეხლა-შემოხლა მოგვივიდა. ფილადელფიის მუზეუმში გამოფენის მოწყობის დაპირება რომ არა, იქ ვერავინ ჩამიტყუებდა. მეორე დღეს თბილისში მიემგზავრებოდნენ. დავრჩი მარტო. რასაც დამპირდნენ არაფერი შეასრულეს. სულ ვიღაცეები მიდი-მოდიოდნენ. ეტყობა, სპონსორთან რაღაცაზე ვერ რიგდებოდნენ. როგორც ჩანს, იგივე მოხდა მსხვილ ბიზნესმენთან, საყოველთაოდ ცნობილ როკ-ჯგუფის „როლინგ-სთოუნზის” ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებითაც, რომელიც მეუღლესთან ერთად საგანგებოდ ჩამოვიდა ჩემთან ლოს-ანჯელესიდან და ჩემი ნამუშევრებით აღფრთოვანებული, უკანვე გაემგზავრა. მერე გასაღები დამეკარგა და ძვირად ღირებული სლაიდები, ჩოხა და 1 000 დოლარი, რომელიც თავის დროზე მოსკოვში საკავშირო საექსპერტო სალონიდან მივიღე, ედუარდს დავუტოვე შესანახად. ის სლაიდები, აღარ დაუბრუნებია. პასპორტს, კი ჩამოსვლის მერე, ისედაც არ მიბრუნებდნენ. ეს თაღლითი ჩემი ფულით გაემგზავრა მაიამიში თავის საქმეებზე, მე კიდევ ცხრა დღე უკაპიკოდ დამტოვა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვშიმშილობდი. მეათე დღეს გამოჩნდა ედუარდი. დიდხანს არ მიბრუნებდა ჩემს ფულს. ერთ ადგილას რუსული რესტორანი აღმოვაჩინე, სადაც ქართული სამზარეულოც ჰქონდათ. მე, ედუარდი და ადვოკატი წავედით.  კარგი მომღერალი ჰყავდათ მარიკი, ნოსტალგიურ რომანსებს ასრულებდა და მას ვუსმენდი. როცა გაიგეს მხატვარი ვიყავი, რესტორნის მეპატრონეებმა თავიანთი სავიზიტო ბარათები ჯიბეში ჩუმად ჩამიჩურთეს – ჯობია, ჩვენ გაგყიდოთ, ვიდრე მაგათო. ჯონათანმა (ასე ერქვა ადვოკატს), ყევლა სავიზიტო ბარათი გამომართვა, თუმცა რა, მაინც ვერ გამოვიყენებდი, ტელეფონი არ მქონდა, პრინციპულად არ დამიდგეს. 

– ასეთ სიტუაციაში, ალბათ, გამოსავალს ეძებდით, როგორ დაგეღწიათ თავი იქაურობისთვის. 

– არავის უშვებდნენ ჩემთან. მერე მამა მარკის დახმარებით, საბჭოთა კონსული მესტუმრა. ჩემმა კაბალურმა მდგომარეობამ საშინლად აღაშფოთა, როცა აღმოაჩინა, რომ ჩემს პასპორტში ამერიკულვიზიანი გვერდი ამოგლეჯილი იყო. თქვენს თავს არავის დავაჩაგვრინებთო, – მითხრა და საქართველოში  დაბრუნებაში დახმარება შემომთავაზა. ცხადია, მხარში დგომა მჭირდებოდა, მაგრამ თბილისში უარაფროდ დაბრუნება არ მინდოდა. მადელინმა მაინც მოახერხა ჩემთან შემოღწევა და გამაცნო პიტერ სტაინერი, რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე პენსილვანიის უნივერსიტეტიდან. ბოლოს და ბოლოს ნამუშევრები დამიბრუნეს, თუმცა ყველა ძალიან ცუდ მდგომარეობაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი თურმე ედუარდის ბინაში იატაკზე ეყარა, ხოლო „ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციები გარდერობში, პალტოების უკან იყო შეჩურთული. მათი დაგრაგნა არაფრით არ შეიძლებოდა.  

– თქვენი ცოლ-შვილი ჩამოვიდა? 

– დიახ. გიორგი ფილადელფიის პრესტიჟულ სამხატვრო აკადემიაში მოვაწყვე. ჩემი მოკრაძალებული ცხოვრება არ მოსწონდა. მსაყვედურობდა, – თბილისში ყველაფერი მქონდა – მანქანაც, სახელოსნოც, აქ კი ყველაზე უარესად ვცხოვრობთ. შენი სწავლება კი მარტო იმით შემოიფარგლება როგორ გამოვიყენო, რაც შეიძლება ცოტა საღებავიო. ნიუ-იორკისკენ ისწრაფოდა. ჯანა (მეუღლე) ქალაქგარეთ, ერთ-ერთ ნაცნობთან გაემგზავრა, იქნებ წავიმუშაოო. როცა მის ამხანაგს ვკითხე, რატომ წავიდა ჩემგან-მეთქი, მითხრა, ფულის გამოო. მე კიდევ ფული არ მქონდა. ასე დავრჩი მარტო. ვსვამდი კიდეც. ძლივს გამქონდა თავი. ფილადელფიის გამოფენის შემდეგ, მყიდველები მხოლოდ რამდენიმე წლის მერე გამოჩნდნენ. ბოლოს უფრო მეტ თანხებს იძლეოდნენ გრაფიკულ ნამუშევრებშიც კი, მაგრამ, ხანდახან უარს ვამბობდი – ეს ყიდვა-გაყიდვა ყოველთვის მანერვიულებს. თბილისში ჩემს სურათებს არ ვყიდი. გალერეასა და მუზეუმებში ვაბარებ. თავიდან, პირევლივე გამოფენის შემდეგ, სამხატვრო აკადემიაში მუშაობა შემომთავაზეს. ამისთვის კი ინგლისურის შესწავლა იყო საჭირო. სპეციალურად გამომიგზავნეს სახლში პედაგოგები, მაგრამ მეცადინეობების გამო, სამუშაოს ვცდებოდი. ამიტომ, სწავლაზე უარი ვთქვი. კოლექციონერებმა – ლილია და გარიკ რასინებმა საკმაოდ მაღალ ფასად შეიძინეს ჩემი სურათები. ზოგი მათგანი, შემდგომში მათი დახმარებით, ერთ-ერთ ამერიკულ მუზეუმში მოხვდა. ენის უცოდინრობა ხელს მიშლიდა. გამომიჭერდნენ ხოლმე, კარგ გუნებაზე რომ ვიყავი და მეც ვჩუქნიდი არა მარტო სურათებს, ფულსაც. 

– როგორც ვიცი, თბილისში თქვენი სახელობის საქველმოქმედო ფონდი დააარსეთ, რომელიც შემდეგ გაკოტრდა. მერე პატიმრობაშიც აღმოჩნდით...   

– ამერიკაში წლების განმავლობაში დაგროვილი ფულით შემეძლო, არხეინად მეცხოვრა, მაგრამ მინდოდა, რაღაც შემექმნა, ბაზა მქონოდა თბილისში. შევქმენი ფონდი, რომელიც ეკლესიისა და მუზეუმის აშენებას, წიგნების გამოცემას, გამოფენების მოწყობას, სტუდენტებისთვის სტიპენდიის დანიშვნას, პედაგოგებისთვის პრემიების დაწესებას ისახავდა მიზნად. აი, ეს წლობით ნაგროვები  მთელი ჩემი ქონება ფონდის პრეზიდენტს ჩავაბარე და ამერიკაში გავემგზავრე. მეგონა, რასაც ვაკეთებდი, პატრიოტული საქმე იყო და ჩემი თანამემამულეები არ მიღალატებდნენ. იქიდან ვრეკავდი ხოლმე და ფონდის საქმეებს ვკითხულობდი. ნელ-ნელა ირკვევა, რომ მუზეუმებისა და ტაძრის მშენებლობა ადგილიდანაც არ დაძრულა, მთელი ფინანსები, ღმერთმა უწყის, რაშია ჩადებული. ფონდი გაკოტრდა. ფული აქციებსა და რაღაც გაუგებარ კომპანიებშია ჩადებული, ყველაფერი გაიყინა. ვერ აგიწერთ, როგორ მიჭირდა, როგორ ვერ ვართმევდი თავს საქმეებს. ფონდის ყოფილმა პრეზიდენტმა მეც გამიმწარა სიცოცხლე და ბევრ სხვასაც. 

 2000 წლის 1 ივნისს ამერიკაში უნდა გავმგზავრებულიყავი, გადადება აღარ შეიძლებოდა. ლონდონამდე ხუთი საათი უნდა გვეფრინა. დრო რომ გამეყვანა, ჩემი ალბომები ამოვიღე და გადავშალე. გვერდით ჩავლილ სტიუარდესებს რამდენჯერმე ვთხოვე მოწევის უფლება. ვიცოდი, რომ სხვა რეისებზე მწეველებისთვის საგანგებო ადგილი იყო გამოყოფილი. ერთ-ერთი სტიუარდესა თავაზიანად მომიჯდა გვერდით. შევეცადე, კარგი შთაბეჭდილება მომეხდინა, ვიფიქრე, დეკლარაციის შევსებაში დამეხმარება და თან, ჩემს ალბომებს დავათვალიერებინებ-მეთქი. ბოლოს თავაზიანად ვეამბორე ხელზე, ლოყაზეც და პასპორტი გავუწოდე. ვერაფერი გავაგებინე. მოკლედ, ფრენა დასასრულს მიუახლოვდა. მოუთმენლად ველოდები ამერიკის რეისამდე დარჩენილ ორსაათიან შესვენებას ლონდონში, როცა შევძლებდი მშვიდად მომეწია აეროპორტის ბარში. გავემართე სატრანზიტო დარბაზისკენ და გასავლელში პოლიციელები მაჩერებენ. „თქვენ დაპატიმრებული ხართ!” ჩემი ამერიკაში გაფრენის დროს გადასცილდა, დავწრმუნდი, რომ ჩემს გაშვებას არავინ აპირებდა. წამიკითხეს ბრალდება, სადაც ეწერა, რომ თვითმფრინავში მოწევა, სმა და რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, სექსუალური ძალადობა დანაშაულიაო. ვერ გამეგო, ლამაზი ქალის ხელზე და ლოყაზე ამბორს და სურათების დათვალიერებას, რა კავშირი ჰქონდა სექსთან. თბილისიდან ამბავი ჩამომიტანეს, რომ მის უწმინდესობას, ილია მეორეს ჩემი დაპატიმრების შესახებ გაეგო და ქართული ეკლესიის სახელით ჩემს დასაცავად შუამდგომლობის წერილს ამზადებდა. მაგრამ, საქართველოში ინგლისის ელჩთან შეხვედრის შემდეგ, ეს თხოვნა შეუჩერებია, რადგან ელჩს დაუდასტურებია ჩემთვის წაყენებული სერიოზული ბრალდება სექსუალური ძალადობის შესახებ. მსგავს დანაშაულს ეკლესია მკვლელობის ტოლფასად მიიჩნევს. ლონდონში ჩემ ყოფნასთან დაკავშირებულია თემურ მამაცაშვილისა და მისი მეუღლის, ირინას ოჯახი. მათი სახით მე წრფელი მეგობრები მყავდა, რომლებიც ყოველთვის მეხმარებოდნენ. პოლიციიის მეთვალყურეობის ქვეშ გატარებული ექვსი თვის განმავლობაში თავი თავისუფლად არ მიგრძნია. კონსულმა ირაკლი ჟორდანიამ, რომლის მხარდაჭერას და დახმარებას ყოველდღიურად ვგრძნობდი, თავისთან მიგვიპატიჟა,  თვითონ მოგვიმზადა სადილი და კარგი მასპინძლობა გაგვიწია... ლონდონში გავიგე, რომ ფილადელფიაში ჩემი სტუდია  დაეყადაღებინათ მთელი ჩემი სურათებითა და ქონებით. ასობით ჩემი სურათი სასწრაფოდ კაპიკებად უნდა გაყიდულიყო აუქციონზე. სრულიად შემთხვევით, ჩემმა მეგობრებმა – იულია და ოლია შევჩენკოებმა ამ პროცესის შეჩერება მოასწრეს. ასე  გადავრჩი მეც და ჩემი სურათებიც... წარმოუდგენელი შემთხვევა, რაც თავს გადამხდა, საფუძველს მაძლევს ვივარაუდო, რომ ეს ჩემი მტრების მიერ წინასწარ იყო დაგეგმილი. მათ ჩემი წინსვლის, ჩემი შემოქმდების შეფერხება უნდოდათ. ისინი ჩემივე ფულით მებრძოდნენ.

 

скачать dle 11.3