კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
თებერვალი 2020 (106)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)

გამოჩენილი პოლიტიკოსების, მხედართმთავრების ეპიტაფიები

ადამი – ბიბლიური პერსონაჟი

სამასი წლის წინათ, მეჩვიდმეტე საუკუნეში, საფრანგეთის აკადემიის წევრმა ლე რუამ დიდი წარმატებით დაიცვა დისერტაცია თემაზე: „წარწერა ადამის საფლავის ქვაზე“, რომელიც აღმოაჩინეს კუნძულ ცეილონზე. დისერტაცია შემორჩენილი არ არის და არავინ იცის, როგორ მიაკვლია მეცნიერმა ადამის საფლავის ქვას ან რა საბუთი მოეძევებოდა, რომ ის მაინცდამაინც ადამს მიეკუთვნებოდა, ან მერე სად გაქრა, ბიბლიის მიხედვით, ასეა ცნობილი „და იქმნეს ყოველნი დღენი ადამისანი, რომელთა ცხოვნდა ცხრაას ორმოცდაათ წელს და მოკუდა“.

ეპიტაფია დაახლოებით ასეა ამოკითხული: „ადამ – მონა უფლისა და მეუფე ევასი. ღმერთო, შეუნდე“.

დესპოუტერი იანი – ფლამანდიელი გრამატიკოსი

„მე კარგად ვიცოდი გრამატიკა და შემწევდა უნარი, მებრუნებინა სხვადასხვა არსებითი სახელი, მაგრამ სამარეში ვერ შევძელი, ერთხელ მაინც გადავბრუნებულიყავი“.

ლეონიდი – სპარტას მეფე, აკლდამაზე აღმართულ ლომის ქანდაკებას აწერია:

„ნადირთა შორის მე ვარ უმძლავრესი, ხოლო კაცთა შორის უმძლავრესია, ვისაც მე თვითონ აქ ვდარაჯობ“.

ალექსანდრე მაკედონელი – ძველი მსოფლიოს უდიდესი მხედართმთავარი

„ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, ვისაც არ ჰყოფნიდა მთელი მსოფლიო“.

ისააკ ნიუტონი – ინგლისელი ფიზიკოსი და ფილოსოფოსი

„ეს მარმარილოს ლოდი აღიარებს ისააკ ნიუტონს მოკვდავად, მაშინ, როცა დრო, ბუნება და ზეცა მოწმობს მის უკვდავებას“.

скачать dle 11.3