კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ცხელი ყინული”

„ცხელი ყინული”

ზამთრის ოლიმპიადებს ხშირად ახლავს სერიოზული კურიოზები, თოვლით მდიდარ ქვეყნებშიც კი.

95 500 000 ლიტრი წყალი გადააქციეს თოვლად ვანკუვერში, როცა ოლიმპიადისთვის ემზადებოდნენ. თოვლის დასამზადებელი სპეციალური ქვემეხები დღე და ღამე შეუსვენებლად მუშაობდნენ.

1928 წელს ქალაქ სანკტ-მორიცაში, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, სამი დღის განმავლობაში პლუს ოცდახუთი გრადუსი იყო და ციგურებით სრიალში შეჯიბრება რამდენჯერმე გადაიდო. სხვათა შორის, ვანკუვერშიც, ოლიმპიადის დროს ხშირად იყო ტემპერატურა პლუს 10 გრადუსი, რაც კანადისთვის საკმაოდ უჩვეულოა.

1964 წელს ინსბრუკის ოლიმპიურ თამაშებზე თოვლი არ მოვიდა. ოლიმპიადა რომ არ ჩაშლილიყო, მთებში საგანგებოდ მოჭრეს და ქალაქში ჩამოიტანეს 20 000 კვადრატული მეტრი თოვლი. 

1976 წელს მონრეალის ოლიმპიური თამაშები გახსნილი წესიერად არც იყო, რომ კოკისპირულმა წვიმამ ოლიმპიური ცეცხლი პირდაპირ ცენტრალურ სტადიონზე ჩააქრო.

რვა სპორტსმენი ქალიდან ექვსმა სითბური ტრამვა მიიღო და გული პირდაპირ ფინიშზე წაუვიდათ – ამსტერდამში ზამთარს ოლიმპიურ თამაშებზე 1928 წელს, თხილამურებით 800-მეტრიანი ტრასის გარბენისას.

ხელოვნური ყინული ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პირველად გამოიყენეს ინსბრუკში 1964 წელს.

ყველაზე დასამახსოვრებელი, თავისი უცნაურობებით იყო ზამთრის ოლიმპიური თამაშები ლეიკ-პლერიდში 1980 წელს. ჯერ ერთი, რომ სპორტსმენების დასაბინავებლად მცირეწლოვან დამნაშავეთათვის აგებული ბარაკები გამოიყენეს და მეორე – ისე დაცხა, რომ თოვლი დადნა და ოლიმპიადა ორ დღეში დასრულდა.

სამხრეთ ამერიკა, აფრიკა და ანტარქტიდა – აი, ის სამი ქვეყანა, სადაც ოლიმპიური თამაშები არასდროს ჩატარებულა.

იმპერიები და კოლონიები…

მეოცე საუკუნის დასაწყისი გამორჩეულია იმით, რომ იმ პერიოდისთვის არსებულმა ყველა იმპერიამ ნელ-ნელა უარი თქვა თავის კოლონიებზე.

თანამედროვე იტალიის ტერიტორიაზე ნეაპოლის სამეფოს რამდენიმე კოლონია ჰქონდა: სარდინია, სიცილია, ლომბარდია, პარმა.

ყველაზე დიდ იმპერიებს შორის ლიდერობენ ბრიტანეთისა და დიდი მონღოლეთის, ასევე რუსეთის იმპერიები. რუსეთი მესამე ადგილზეა ტერიტორიების ფართობით.

ბრაზილიის ფართობი 8 514 877 კვადრატული კილომეტრია. მოსახლეობა – 192 572 039 ადამიანია. როგორც ტერიტორიით, ისე მოსახლეობის რაოდენობით, ბრაზილია სიდიდით მეხუთეა მსოფლიოში. მიუხედავად ამისა, 1822 წლამდე ბრაზილია პორტუგალიის, მასზე 100-ჯერ პატარა ქვეყნის კოლონიად ითვლებოდა (პორტუგალიის ფართობი მხოლოდ 92 391 კვადრატული კილომეტრია).

 

скачать dle 11.3