კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2020 (17)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, ფილტვის კიბო რა ასაკში შეიძლება დაემართოს ცხოველს? 

პასუხი: ფილტვის კიბო უფრო ხშირად ასაკოვან ძაღლებში ვითარდება, რომლიც გამოწვეულია მეტასტაზების მოხვედრით ფილტვის ქსოვილში. მაგალითად, სარძევე ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევაში, ძაღლებში იშვიათად გვხვდება ფილტვის პირველადი სიმსივნეები. 

კითხვა: ჩემი ძაღლი ბოლო დროს ხშირად ახველებს. გაციებული არ არის, ვერც უხასიათობას ვატყობ. იქნებ მითხრათ, რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ყველაფერი?

პასუხი: ხველის მიზეზი შეიძლება, იყოს როგორც სასუნთქი სისტემის პათოლოგიები, ასევე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. თუმცა, ძირითად მიზეზად, ალბათ, მაინც შეიძლება ჩაითვალოს ზემო სასუნთქი გზების პათოლოგიები ლარინგიტი, ლარინგო-ფარინგიტი, ტრაქეიტი, ტრაქეის სიმშრალე – კოლაფსი. ქვემო სასუნთქი გზების დაავადებები და ხველა დამახასიათებელია მწვავე და ქრონიკული ბრონქიტისთვის, ბრონქო-პნევმონიისა და პნევმონიისთვის. ლარინგიტისა და ლარინგო-ფარინგიტისთვის დამახასიათებელია ხველება, სისუსტე, მადის დაქვეითება, რეგიონალური ლიმფური კვანძების გადიდება, აფონია, ანუ ხმის დაკარგვა. აღნიშნული დაავადება შეიძლება, გამოწვეული იყოს სხვადასხვა სახის ინფექციური აგენტებით. ესენია: ადენოვირუსული ინფექცია და ტრაქეის მექანიკური გაღიზიანება. მაგალითად, უცხო სხეულის მოხვედრით, ხანგრძლივი ყეფით, ცივი საკვების ან წყლის მიღებით, მოჭერილი საყელოთი და ასე შემდეგ. ჩემი რჩევა იქნება, ძაღლი ვეტერინარს უჩვენოთ, რომელიც დასვამს ზუსტ დიაგნოზს. ცხოველის დათვალიერების გარეშე კი ამ კითხვაზე 100-პროცენტიანი პასუხის გაცემა შეუძლებელია. 

კითხვა: მაინტერესებს, ცოფთან დაკავშირებით ინფორმაცია. აცრა მხოლოდ მაშინ არის აუცილებელი თუ ცხოველი გვიკბენს, თუ გაკაწვრის დროსაც საჭიროა?

პასუხი: ცოფი ხელწამოსაკრავი თემა ნამდვილად არ არის. მხოლოდ კბენის შემთხვევაში კი არა, აცრის გაკეთება გაკაწრვის შემთხვევაშიც საჭიროა. ვინც საჭიროების დროს უყურადღებოდ ტოვებს ცხოველის ნაკბენს, ხშირად სავალალო შედეგით სრულდება ეს მისთვის. ამიტომ, თუ შემთხვევით, ცხოველი კბილს გაგკრავთ, ან გიკბენთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რომელიც შესაბამის მკურნალობას ჩაგიტარებთ. გახსოვდეთ, ცოფი მსოფლიო მნიშვნელობის დაავადებაა, რომლის აღმძვრელის წყაროდ შინაური და გარეული ცხოველი ითვლება. კბენის დროს ვირუსი ხვდება ქსოვილში, საიდანაც ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გადადის პერიფერიული ნერვების საშუალებით. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 12 დღიდან ერთ წლამდე, მაგრამ ძირითადად, მისი ხანგრძლივობა 4-6 კვირაა. აღნიშნული პერიოდი მცირდება ვირუსის მაღალი კონცენტრაციის დროს და თავსა და კისერზე კბენის დროს. 

 

скачать dle 11.3