კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: როგორი პირობები უნდა შევუქმნა აგავას, რომ კარგად გაიხაროს?

პასუხი: აგავას განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება. ის ზამთრის დაბალ ტემპერატურასაც კი უძლებს, მთავარია, მშრალ ადგილას არ გედგათ. როდესაც მცენარე ზრდის პერიოდში იქნება, რეგულარულად უნდა მორწყათ. ზამთარში ყურადღება მიაქციეთ, რომ მიწა მთლიანად არ გამოუშრეს. მორწყვიდან მორწყვამდე კი მიწას შეშრობა უნდა აცადოთ.

კითხვა: როგორ მოვუარო ადიანტუმს, რომ მალე გაიზარდოს და როგორ მივცე სასურველი ფორმა?

პასუხი: ადიანტუმისთვის ფორმის მიცემა ძალიან იოლია. თუ გსურთ, რომ სიმაღლეში მალე გაიზარდოს, ტენი არ უნდა მოაკლოთ. თუ მისი ფორმა აღარ მოგეწონებათ, შეგიძლიათ, გაკრიჭოთ, ან, ყველა რტო ძირში მოაჭრათ. ახალი ყლორტები მალე ამოუვა. გირჩევთ, რომ ეს გაზაფხულზე გააკეთოთ.

კითხვა: შეიძლება თუ არა ალოეს ხშირად მორწყვა?

პასუხი: ალოეს მიწა ზაფხულში ტენიანი უნდა ჰქონდეს, მაგრამ, ზედმეტი წყალი არ  მოგივიდეთ – შეიძლება, ამით მცენარე დაზიანდეს. მჭიდროდ ჩარიგებულ ფოთლებს წყალი არ მიაკაროთ. ორ კვირაში ერთხელ მიაწოდეთ გაზავებული, ბალანსირებული თხევადი სასუქი, ზამთარში კი უფრო იშვიათად სჭირდება წყალი, თუმცა, მიწის გამოშრობაც არ არის სასურველი. ამ დროს მას დამატებითი კვებაც არ სჭირდება.

კითხვა: მაინტერესებს, როგორ მოქმედებს ბრუგმანსიაზე ტემპერატურა და მზე?

პასუხი: თუ ბრუგმანსიას მიწა ტენიანი ექნება, ზაფხულის მცხუნვარე მზე ვერაფერს ავნებს. მას სინათლე უყვარს და, გირჩევთ, ნათელ სასტუმრო ოთახში მოათავსოთ. მთელი წლის განმავლობაში იდეალურია 16-25 გრადუსი, თუმცა, ზამთარში 4 გრადუსსაც აიტანს.

კითხვა: ბინაში მაქვს კამპანულა, რომელსაც სოკოვანი დაავადება შეეყარა. იქნებ, მირჩიოთ, როგორ დავეხმარო?

პასუხი: ზამთარში კამპანულა აუცილებლად ადვილად გასანიავებელ და მშრალ ადგილას უნდა დადგათ. ზამთრის „ძილის“ წინ ის აუცილებლად უნდა გაასუფთაოთ. ასევე, საჭიროა დამჭკნარი ყვავილების მოშორება – ამით მცენარეს ყვავილობასაც გაუხანგრძლივებთ. ეცადეთ, წყალი ფოთლებს არ მოხვდეს, რომ არ დაულპეს.

კითხვა: ჩემს ცეროპეგიას ღეროები ძალიან გაეზარდა. ხომ არ აჯობებს, ქოთანი შევუცვალო?

პასუხი: ქოთნის შეცვლა არ არის საჭირო, უბრალოდ, ისეთ ადგილას უნდა მოათავსოთ, რომ ღეროებს გაზრდაში ხელი არ შეეშალოს. მისთვის შესაფერისი ადგილია ჩამოსაკიდი კალათა ან თარო, სადაც მზე კარგად აცხუნებს. ამ მცენარეს პირდაპირი შუქი არ მოაკლოთ, თორემ, ცუდი და მეჩხერი ფოთლები ექნება.

კითხვა: რა სიხშირით უნდა მოვრწყათ ციპერუსი?

პასუხი: ამ მცენარის ფესვები მუდამ ტენიანი უნდა იყოს. მოზრდილ მცენარეს ზაფხულში ბევრი წყალი სჭირდება, ამიტომ, ქოთანი ღრმა, წყლიან ჯამში ჩადგით, საიდანაც მუდამ ექნება წყლის შეწოვის საშუალება. ზაფხულში, აქტიური ზრდის პერიოდში, ნიადაგი ბალანსირებული თხევადი სასუქით გაანოყიერეთ. მზეზე მყოფ მცენარეს მაღალი სინესტე სჭირდება, რათა ფოთლის წვეროები არ გაუხმეს.

 

скачать dle 11.3