კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აუპატიურებდა მოძალადე მამაკაცი მუნჯ ახალგაზრდას და რით აშანტაჟებდა მას

ოპერატიული ინფორმაცია  19 წლის კახა კ-შვილთან ძალადობრივი სექსუალური კავშირის შესახებ, პოლიციის განყოფილებაში  დაზარალებულის დედის, 56 წლის მარიამ ბ-ელისგან შევიდა. ქალი სექსუალურ ძალადობაში თანასოფლელს, 60 წლის მალხაზ გ-ძეს ადანაშაულებდა და აცხადებდა, რომ ის მუქარითა და შანტაჟით აიძულებდა მასთან სექსუალური კავშირის დამყარებას ჯერ დედას, შემდეგ კი – მის შვილს, რომელიც ფიზიკურად უნარშეზღუდული იყო. სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. დაიკითხნენ დაზარალებული ახალგაზრდა და ის მეზობლები, რომლებსაც მარტოხელა დედა-შვილთან ხშირი ურთიერთობა ჰქონდათ. მათ დაადასტურეს მარიამ ბ-ელის განაცხადი და ისიც განმარტეს, რომ ამ ფაქტის შესახებ მათთვის კარგად იყო ცნობილი და თავად აიძულეს ქალი, რომ, ძალადობის შესახებ პოლიციაში განეცხადებინა.   

როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი მარიამი და მისი შვილი სოფლის განაპირას, საძოვრებთან არსებულ ბარაკში, მარტონი ცხოვრობდნენ. დედა-შვილს მატერიალურად ძალიან უჭირდა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ მარიამი მარტო ზრდიდა ბიჭს, რომელიც  გონებრივად და ფიზიკურად უნარშეზღუდული იყო. დედა ძირითადად მეზობლების შემოწირულობებით არჩენდა შვილს. როდესაც კახა კ-შვილი წამოიზარდა, თავადაც ეხმარებოდა დედას.  ბიჭი მუნჯი   იყო, მაგრამ ფიზიკურად დიდი ძალა ჰქონდა, 16 წლის ასაკიდან სოფლის მოსახლეობისთვის კარგი და იაფი მუშახელი იყო. დედა-შვილს  ყველა საქმეს ანდობდნენ – დაწყებული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოთი, შემოდგომაზე შეშის მოტანითა და დაჭრით დამთავრებული.  იმ ადამიანთა შორის, ვინც დედა-შვილს მუშახელად იყენებდა, იყო წარსულში კრიმინალური ქმედებებისთვის ნასამართლევი მალხაზ გ-ძეც. სოფელში ის არ უყვარდათ, მაგრამ, იმის გამო, რომ  ფერმა  ჰქონდა და მოსახლეობის დასაქმება შეეძლო, მასთან ურთიერთობა მაინც ყველას უწევდა. მათ შორის აღმოჩნდნენ დედა და მისი მუნჯი  შვილი, რომელსაც მალხაზ გ-ძე სოფლის საქმეში ხშირად იყენებდა.          

საქმის მასალებით დადგინდა, რომ  მარიამ ბ-ელმა ფერმერს წინასწარ, სამკურნალოდ, გამოართვა 500 ლარი და მის დაფარვას ხუთ თვეში დაჰპირდა. იმის გამო, რომ ქალი მამაკაცს ფულს ვეღარ უხდიდა, საკუთარი შრომით ფარავდა ვალს. ერთ დღეს მარიამ ბ-ელი ცუდად გახდა და ფიზიკური შრომის გაგრძელება ვეღარ შეძლო, ამიტომ, გადაწყვიტეს, რომ მალხაზ გ-ძესთან ვალის დასაფარად მისი შვილი – კახა კ-შვილი იმუშავებდა, მაგრამ, სამი კვირის მერე ბიჭი სამუშაოდ აღარ წავიდა.  დედა ხან მოფერებით, ხან კი მუქარითა და ჩხუბით ცდილობდა, რომ შვილი მევალესთან მუშაობაზე დაეთანხმებინა, მაგრამ, უშედეგოდ. საცხოვრებელი ბარაკიდან ვითომდა სამუშაოდ წასული ბიჭი მთელი დღე სოფელში ისე იკარგებოდა, რომ ვეღარ პოულობდნენ. იმავე პერიოდში, მალხაზ გ-ძე რამდენჯერმე დაადგა ბარაკში თავზე დედა-შვილს და ვალის დაბრუნება მოითხოვა. გაჭირვებულებს თანხის გადახდა არ შეეძლოთ. მალხაზ გ-ძემ   ქალი ჯერ სცემა, შემდეგ  კი მასზე ძალის გამოყენებით დაამყარა სექსუალური კავშირი. მოგვიანებით დაზარალებულმა ქალმა პოლიციასთან განმარტა, რომ მამაკაცი მასთან რეგულარულად ამყარებდა სქესობრივ კავშირს და თან ეუბნებოდა, ასე ვალს გიქვითავო.  ამის შესახებ მალე მეზობლებიც ალაპარაკდნენ,  თუმცა, მარიამ  ბ-ელი ამას არ ადასტურებდა და ამბობდა, რომ მამაკაცი მის ბარაკში ფულის დაბრუნების მოთხოვნით დადიოდა. 

ერთ-ერთმა მოწმემ გამოძიებასთან მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა: „მარიამი და მისი შვილი  ჩვენი მეზობლები არიან. ჩვენი ორსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ადრე კოლმეურნეობის საკუთრება იყო. მერე კორპუსი დაინგრა და მისგან ბარაკებიღა დარჩა, სადაც სულ სამი ოჯახი ვცხოვრობთ. მალხაზ გ-ძეს მარიამთან მოსულს ხშირად ვხედავდი, რამდენჯერმე კი მარიამი სასტიკად ნაცემი ვნახე – სახე სულ დალურჯებული ჰქონდა. ერთხელ  გამიმხილა, მალხაზმა მცემა, ვალს ვერ ვუბრუნებო. საკუთარი თვალით ვნახე, როგორ ამყრებდა მამაკაცი მასთან სადისტურად სექსუალურ კავშირს, მაგრამ, ამ საქმეში არ ჩავრეულვარ. ერთ დღეს მათი ოთახიდან საშინელი ხმაური და მტვრების ხმა მომესმა. ახლოს მივედი და ფანჯრიდან დავინახე, რომ ოთახში სამნი იყვნენ: მარიამი, მალხაზი და კახა. როგორც მერე გავიგე, მარიამი სახლში არ ყოფილა, მოულოდნელად დაბრუნებულა და თავზე დასდგომია მალხაზ გ-ძეს, რომელიც მის შვილთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა.”       

გამოძიებას ჩვენება მისცეს  დაზარალებული დედა-შვილის სხვა მეზობლებმაც. მათი განცხადებით, დედამ საკუთარი თვალით ნახა, როგორ აუპატიურებდა მოძალადე მამაკაცი მის ვაჟს. როგორც სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი, მამაკაცის სქესობრივ კავშირს ხან დედასთან და ხან მის შვილთან რეგულარული ხასიათი ჰქონდა. მეზობლების განცხადებით, მალხაზ გ-ძე აშანტაჟებდა  დედას და შვილს, რომ, თუ ამის შესახებ ვინმე რამეს გაიგებდა, მათ სულ გაყრიდა იმ ბარაკებიდან, რადგან, უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული. მას შემდეგ, რაც ქალი მეზობლებმა დაარწმუნეს, რომ, ჯობდა, ამის შესახებ პოლიციაში განეცხადებინა, მარიამ ბ-ელმა ეს უთხრა მალხაზ გ-ძეს, რომელმაც ქალი სასტიკად სცემა, შემდეგ კი დააბა და ერთი კვირა სახლში გამოკეტა, რომ ის პოლიციაში არ მისულიყო. ბოლოს მამაკაცი უკვე  ქალს აყურებინებდა,  თუ როგორ აუპატიურებდა მის შვილს.  ერთი კვირის შემდეგ ქალმა მოახერხა, თავი დაეღწია ტყვეობისთვის და მომხდარი სასტიკი დანაშაულის შესახებ სამართალდამცველებს აცნობა.     

ოპერატიულმა სამსახურმა მალხაზ გ-ძე იმავე დღეს დააკავა. ის თავიდან არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და აცხადებდა, რომ ქალი მას შანტაჟს უწყობდა. სასამართლო  პროცესზე ბრალდებულის დაცვამ წარადგინა მოწმეები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ დედა-შვილი ადრეც იყო შემჩნეული ამორალურ ქმედებებში და, რომ მალხაზ გ-ძე მათზე სექსუალურ კავშირს ძალის გამოყენებით კი არა, ნებაყოფლობით  ამყარებდა, თუმცა, სასამართლომ არ გაიზიარა მათი პოზიცია. სხვა  მოწმეთა ჩვენებებით ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის  დასკვნით, რომელიც 19 წლის ახალგაზრდას ჩაუტარდა და სხვა მტკიცებულებებით, დადასტურდა ის მძიმე ბრალდება, რასაც დაზარალებული მარიამ ბ-ელი მოძალადე მალხაზ  გ-ძეს უყენებდა. სასამართლომ მალხაზ გ-ძე დამანშავედ ცნო ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის და მას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

 

скачать dle 11.3