კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ველური ბრინჯი – დახვეწილი გემო და კალორიების მინიმუმი

ჩვენი სამდღიანი ბლიც-დიეტის საფუძველია ველური ბრინჯისგან მომზადებული კერძები.

ხანგრძლივი ნახშირწყლების წყალობით, ველური ბრინჯი შესანიშნავად ანაყრებს, მაღალი გლიკემიური ინდექსი კი ხელს უშლის შიმშილის შეგრძნების გაჩენას მთელი დღის განმავლობაში. ბრინჯის დიეტის ღირსება ისიც არის, რომ, წონის შემცირების პარალელურად, ორგანიზმში ნორმალიზდება ნივთიერებათა ცვლა და გამოიდევნება წიდები.

ყოველი დღე დაიწყეთ 1 ნაჭერი ცეხვილი პურითა და 100 გრამი უცხიმო ხაჭოთი (ან 1 ცალი მოხარშული კვერცხით). სადილისა და ვახშმისთვის გთავაზობთ ნიმუშებს ერთი დღისთვის, რომელთა მიხედვითაც, შეგიძლიათ, მეორე და მესამე დღის კერძები მოამზადოთ. თუ შუალედებში იგრძნობთ ძლიერ შიმშილს, მიირთვით 100 მილილიტრი უცხიმო იოგურტი ან 1 ცალი ვაშლი (შეიძლება ბანანი, ფორთოხალი ან გრეიპფრუტი).

სადილი 

200-300 გრამი ხეკი მოხარშეთ მარილწყალში და გამოაცალეთ ხერხემალი.

150 გრამ ველურ ბრინჯს დაასხით 300 მილილიტრი მდუღარე მარილწყალი (მარილი ბევრი არ მოგივიდეთ) და დაბალ ცეცხლზე ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში (თავდახურულ ჭურჭელში), სანამ წყალი მთლიანად ამოშრება. შემდეგ მოასხით ნახევარი ლიმონის წვენი.

სოუსი: 2 სადილის კოვზ გამდნარ კარაქში შეურიეთ ცოტა მდოგვი და შეაზილეთ 1 სადილის კოვზი პურის ფქვილი. ეს მასა გახსენით წინასწარ მომზადებულ 200 მილილიტრ ბულიონსა (ხორცის ან ბოსტნეულის) და 100 მილილიტრ წყალში.

თევზი და ბრინჯი ღრმა თეფშზე გვერდიგვერდ მოათავსეთ, სოუსი კი ზემოდან მოასხით (შეგიძლიათ, ცალკე, ფიალითაც დადგათ).

ერთი ულუფა მოიცავს 450 კილოკალორიას.

ვახშამი 

150 გრამი ველური ბრინჯი 20 წუთი ხარშეთ ცოტა მარილიან წყალში, დაწურეთ და მოათავსეთ სასალათე თეფშზე. 4-5 ცალი პომიდორი „ჩერი” გაჭერით შუა-შუა და ლამაზად განალაგეთ ბრინჯზე. ცოტაოდენ ზეთში მოშუშეთ 5-6 ცალი სოკო (უმჯობესია, ცოცხალი სოკო შეიძინოთ), გაჭერით ორ ან სამ ნაწილად და პომიდვრის ნაჭრებთან დააწყვეთ. 100 გრამი ოდნავ მარილიანი ყველი დაჭერით მომცრო კუბიკებად და მოაყარეთ სალათას. მსუბუქად მოხალეთ 50 გრამი ნიგოზი, დაჭერით წვრილად და მოაყარეთ ყველს. 1 კბილი ნიორი დანაყეთ, შეურიეთ ძალიან წვრილად დაჭრილ მწვანილს, 1 სადილის კოვზ ზეითუნის ზეთს, 1 სადილის კოვზ ძმარს და მოასხით სალათას.

ერთი ულუფა მოიცავს 450 კილოკალორიას.

скачать dle 11.3