კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადამი და ევა

ჰკითხე, საკუთარ თავს

 

კითხვები საკუთარ თავსაც უნდა დაუსვათ. თან, არცთუ ისე იშვიათად. ეს თქვენი „მეს” შეცნობაში დაგეხმარებათ, რაც იმაში შეგიწყობთ ხელს, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწევთ წინ როგორც ადამიანებთან ურთიერთობაში, ისე პროფესიაში. მთავარია, საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებით არ შეაფასოთ. პაუზა აუცილებელია, რათა სული მოითქვათ, უკანაც მოიხედოთ და ისე გაანალიზოთ – „რა” და „როგორ”.

მაგალითად, ჰკითხეთ საკუთარ თავს, ანდობთ თუ არა საიდუმლოს ისეთ პერსონას, როგორიც თქვენ ბრძანდებით.

რისი სწავლა გინდოდათ ადრე და ვერ მოახერხეთ. ისევ გაქვთ ასეთი სურვილი? – მაშინ შანსს ხელიდან ნუ გაუშვებთ. დრო კიდევ გაქვთ, თუმცა ბევრი არა!

რითი დაკავდებოდით, უცებ ბევრი დრო და ნაკლები პასუხისმგებლობა რომ გქონდეთ?

შეეცადეთ, წინ გაიხედოთ – მაგალითად, როგორი იქნება თქვენი ცხოვრება ათი წლის შემდეგ. ეს ფუჭი ოცნება არ არის. ხშირად ასეთი ვირტუალური „გადახვევები” რეალობად იქცევა ხოლმე.

გაიხსენეთ, ბოლოს როდის იყავით ბედნიერი და რა იყო ამის მიზეზი.

სენტიმენტალური ისევ ხართ? გაღელვებთ მელოდრამები და შეგიძლიათ, სხვისმა სიყვარულმა აგაცრემლოთ?

რას წაშლიდით თქვენი მეხსიერებიდან და გააკეთეთ რამე, რომ ეს შეძლოთ.

მოგწონთ ის გარემო და ის ქვეყანა, სადაც ხართ და ცხოვრობთ? იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან. მაშინ არც იმედგაცრუება გელოდებათ და მით უმეტეს არც – დეპრესია!

 

მხარდამჭერები – ისინი საჭიროა

 

წარმატებისა და ბედნიერებისთვის აუცილებლად გვჭირდება ის ადამიანები, რომლებსაც არ ეზარებათ გვერდში დგომა და საჭირო მომენტში ყურადღების გამოჩენა. თუ ჯერ არ ხართ დარწმუნებული ამაში, მაშინ ახლა მაინც ირწმუნეთ – მხარდამჭერთა ერთგული გუნდი, უბრალოდ აუცილებელია. ადამიანები მარტოობისთვის არ ვართ გაჩენილები. ყველაფერი გაცილებით რთულად არის, როცა გვერდით არავინ გვყავს. ანუ, არ გვყავს ისეთი პიროვნება, რომელიც ჩვენს სიხარულს თუ მარცხს, ერთნაირი გულითადობით გაიზიარებს.

მაგალითად: მეგობრები – მათ გაცილებით მეტი მნიშვნელობა აქვთ, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება, გვეჩვენებოდეს. მათ შეუძლიათ, აამაღლონ ჩვენი თვითშეფასების კრიტერიუმი. შეგვაქონ, რაღაც გვირჩიონ, გვასწავლონ და საჭირო მომენტში, საკუთარი თავის რწმენა დაგვიბრუნონ. თუ ზოგჯერ ეჩხუბებით მათ, ეს სულაც არ არის პრობლემა. იმიტომ რომ, ზოგჯერ ასეთი ჩხუბი პოზიტივია. 

ოჯახის წევრები – თქვენი ოჯახის წევრებს შორის აუცილებლად მოიძებნება ისეთი, რომელიც ყველა სიტყუაციაში თქვენს მხარეს იქნება. არ მოგაკლებთ სიყვარულსა და ყურადღებას, გაგანებივრებთ თავისი სითბოთი. ასეთი მხარდამჭერის გვერდით გაცილებით თავდაჯერებული და ძლიერი ხდები და რწმუნდები, რომ ნებისმიერი საქმე გამოგივა.

საყვარელი ადამიანი – შეიძლება ის ახლა არ გყავთ, მაგრამ იქნებ კანდიდატი უკვე არსებობს? არ არის აუცილებელი, გიყვარდეს, მთავარია, უბრალოდ გაუღიმოთ და ხელი ხელზე მოჰკიდოთ. მისგან წამოსული პოზიტიური ენერგია, ბევრ რამეს შეგაძლებინებთ.

 

ყველაფერი გამოვა

 

თუ საკუთარი თავის რწმენა არ გაქვს ცხოვრებაში, ვერაფერს მიაღწევ. მთავარია, შენს შესაძლებლობებში ეჭვი არ შეგეპაროს და შიში არ გაგიჩნდეს, რომ წარუმატებლობას წარუმატებლობა მოჰყვება… მარცხს მარცხზე განიცდით? – მერე ბედს და იღბალს, ორივეს ერთად უწყრებით? პრობლემა სხვაგან უნდა ეძებოთ, რადგან რეალურად, ბედი არაფერ შუაშია.

შიში იმისა, რომ რაღაც არ გამოვა, ვიღაც არ მოვა და საყვარელი ადამიანი თქვენგან წავა, იქამდე მიგიყვანთ, რომ ეს ყველაფერი მართლა მოხდება.

შიში აუცილებლად შეგიშლით ხელს წინსვლაში. უბრალოდ, უთხარით საკუთარ თავს: „მე ამას ვცდი – თუ გამოვა, ძალიან კარგია და თუ არა, არც ეს იქნება ტრაგედია. ხვალ ისევ ვცდი თავიდან! ანუ, მთავარია, არ დაკომპლექსდეთ და არ შეიბოჭოთ. უნდა მოიკრიბოთ მხნეობა, მოახდინოთ ყურადღების კონცენტრაცია და ნაბიჯი ისევ წინ გადადგათ. რაც მთავარია, ამჯერად მაინც უთხარით საკუთარ თავს: ყველაფერი გამოვა!

კიდევ ერთიც, დიდხანს ნუ იდარდებთ დაშვებული შეცდომების გამო. თუ ვიღაცამ გაწყენინათ, იფიქრეთ იმაზე, რომ ყველანაირი წყენა, იმედგაცრუება გადის. შეიძლება, ორი კვირა დაგჭირდეთ, ან ცოტა მეტი… ამას მნიშვნელობა არ აქვს. დატკბით თითოეული წუთით. ისუნთქეთ სუფთა ჰაერით და გაიხარეთ მზის ამოსვლასთან ერთად.

ყოველი ახალი დღე რაღაც ახალს გპირდებათ და ერთი ახალი დღე აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას!

 

მთავარია მოტივაცია

 

ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად და ბედნიერების საპოვნელად, მთავარი მოტივაციაა. ის სასურველი მომავლის გზაზე გადადგმული ერთი დიდი ნაბიჯია, მაგრამ არსებობს მთავარი პირობა: მოტივი აბსოლუტურად გულწრფელი უნდა იყოს, თანაც სერიოზული და მნიშვნელოვანი. ანუ, ის არ უნდა ჰგავდეს ახირებას. ბევრმა ჩვენგანმა საერთოდ არ იცის, რა უნდა ინატროს და რას ნიშნავს კონკრეტული მიზნის დასახვა. მთავარი პირობაა ისიც, რომ უნდა აკეთო საყვარელი საქმე. ვერ მიაღწევ წარმატებას, თუკი იმ საქმეში, რომელსაც აკეთებ, სიყვარულს არ დებ და არც ის განიჭებს სიხარულს. აუცილებელია, ხშირად გადახედო საკუთარ ცხოვრებასა და მიზნებს. დაარქვით ამას ფიქრების რევიზია და არ დაიზაროთ, იმუშაოთ საკუთარ თავზე. ხომ უნდა იცოდეთ, თქვენი ძალისხმევა საითკენ მიმართოთ.

მოტივაციას ძალიან უწყობს ხელს ჯანსაღი კონკურენცია, ანუ – თუ შეეჯიბრებით ვინმეს, ეს სულაც არ არის კატასტროფა, ან დასაძრახი რამ. ხშირად ვინმესთან გაჯიბრება, ისეთ სტიმულს გვაძლევს, მოტივაციაც მაშინვე გვიაქტიურდება.

ადამიანები გაცილებით სწრაფად და ადვილად მიდიან მიზნისკენ, როცა კონკრეტული გეგმის მიხედვით მოქმედებენ. ამიტომაც, შეადგინეთ თუნდაც წარმოსახვითი გეგმა. თუ გნებავთ, დაწერეთ კიდეც… ყოველთვის გახსოვდეთ – მთავარია მოტივაცია!

скачать dle 11.3