კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სანდრა ბალოკი – 2014 წლის „ოსკარის“ ფავორიტი მსახიობი

2014 წლის წლის „ოსკარის” ერთ-ერთი ფავორიტი მსახიობ ქალებს შორის ჰოლივუდის ვარსკვლავი სანდრა ბალოკია. „სიჩქარის” ვარსკვლავი ალფონსო კუარონის „გრავიტაციაში” შესრულებული როლისთვის წარადგინეს მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოზე, რომელიც მისთვის, შესაძლოა, მეორე გახდეს კინოკარიერაში. 

* სანდრა ბალოკი დაიბადა 1964 წლის 26 ივლისს, არლინგტონში, ვირჯინიის შტატში. მამა, ჯონ ბალოკი, სამხედრო იყო, ხოლო დედა, ჰელგა მატილდა მაიერი – ოპერის მომღერალი და ვოკალის მასწავლებელი. სანდრას გერმანული, ირლანდიური, ფრანგული და ინგლისური წარმომავლობა აქვს. ბავშვობაში ის გერმანიაში ცხოვრობდა, ქალაქ ფიურტში, სადაც მამა ამერიკელების სამხედრო ბაზაზე მსახურობდა. სანდრას ჰყავს უმცროსი და – ჯეზინი, რომელიც პროფესიით იურისტია.

* ამერიკაში დაბრუნების შემდეგ, სანდრა „ვაშინგტონ ლის” სკოლაში სწავლობდა, სადაც ჩირლიდერების გუნდის ლიდერი იყო. 1982 წელს სანდრა გრინვილში, აღმოსავლეთ კაროლინის უნივერსიტეტში მოეწყო დრამის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა. ბაკალავრის დიპლომის მიღების შემდეგ, ის ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სხვადასხვა დროს ოფიციანტად, ბარმენად, გარდერობის გამგედ მუშაობდა მანჰეტენზე. ამის გარდა სანდრა თავისუფალ დროს სენფორდ მეისნერის სამსახიობო ოსტატობის კურსებზე დადიოდა და თავისი კინოკარიერა სტუდენტური ფილმებით დაიწყო. 

* სანდრა ბალოკის სიმაღლე 171 სანტიმეტრია, წონა – 60 კილოგრამი.

* სანდრა ბალოკს „სალსასა” და „ფლამენკოს” ცეკვა უყვარს. მას აქვს ალერგია ცხენებზე. სანდრა მოყვარული სანტექნიკოსია – მან საკუთარი ხელით დაამონტაჟა სახლში უნიტაზი.

* სანდრა ბალოკის საყვარელი კერძებია: შემწვარი წიწილა კარტოფილ „ფრისთან” ერთად; პიცა ლორითა და სოკოთი; სუფლე და შოკოლადი. სასმელებიდან ის უპირატესობას ლუდ „ჰეინეკენს”, ტეკილასა და „სტარბაქსის” ყავას ანიჭებს.

* სანდრა ბალოკს უყვარს ქსოვა და, შეუძლია, ოთხ დღეში მოქსოვოს სვიტერი.

* სანდრას ჰყავს აყვანილი შვილი – ლუის ბარდო, რომელიც მან ჯესი ჯეიმსთან ქორწინებაში ცხოვრების დროს იშვილა. ამჟამად სანდრა შვილს მარტო ზრდის.

* სანდრა ბალოკი ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ მსახიობად ითვლება.

 

скачать dle 11.3