კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯანლუიჯი ბუფონი – მსოფლიოს უძვირესი მეკარე და სკანდალების გმირი

ჯანლუიჯი ბუფონს „ბოლო ოცწლეულის ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერს” უწოდებენ. მას უამრავი ტიტული აქვს მოგებული: იტალიის ჩემპიონატი, იტალიის თასი, „უეფას” თასი და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. „კოლექციის” შესავსებად ბუფონს კარიერაში მხოლოდ ორი ტიტული დარჩა მოსაგები – ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ჩემპიონატი, რომელთა მოგებასთან ის ძალიან ახლო იყო 2003 და 2012 წლებში, მაგრამ, „მილანმა” და ესპანეთის ნაკრებმა მას გზა გადაუღობეს. ლეგენდარული მეკარე რამდენიმე დღის წინ 36 წლის შესრულდა, თუმცა, გოლკიპერისთვის ეს ასაკი არ ითვლება კრიტიკულად და ბუფონს ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ დარჩენილ ტიტულებს დაეუფლოს.

 

„ჯენოას” ფანი

 

ბავშვობაში ბუფონი არც „იუვენტუსის” და არც მილანური კლუბების ქომაგი არ ყოფილა; უფრო მეტიც, ის არც „პარმას” გულშემატკივრობდა, სადაც პროფესიონალური კარიერა დაიწყო. ბუფონის გული მოკრძალებულ „ჯენოას” ეკუთვნოდა. საქმე ისაა, რომ ბუფონი ტოსკანიაში, კარაროში დაიბადა, ახლომახლო კი არცთუ ბევრი სახელოვანი კლუბი იყო და, „ფიორენტინას” ნაცვლად, ჯანლუიჯიმ საგულშემატკივროდ „ჯენოა” არჩია. არაერთ ინტერვიუში ბუფონს ნახსენები აქვს, რომ კარიერას სიამოვნებით დაასრულებდა „ჯენოაში”.

 

კერპი – ტომას ნ’კონო

 

პროფესიონალი ფეხბურთელები მუდამ ერიდებიან თავიანთი კერპების დასახელებას, თუმცა, ბუფონი გამონაკლისია – ყველასთვის ცნობილია, რომ მისი კერპი კამერუნელი გოლკიპერი ტომას ნ’კონოა, რომელმაც თავი 1982 და 1990 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე გამოიჩინა.   კერპის პატივსაცემად ჯანლუიჯიმ თავის შვილს ტომასი დაარქვა.

 

საუკეთესო და ყველაზე ძვირად ღირებული გოლკიპერი

 

2011 წლის თებერვალში მსოფლიო ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ ჯანლუიჯი ბუფონი  ოცდამეერთე საუკუნის პირველი ათწლეულის საუკეთესო მეკარედ დაასახელა. ცნობისთვის, ჯიჯი ბუფონი დღემდე ითვლება ყველაზე ძვირად ღირებულ მეკარედ ფეხბურთში: 2001 წელს „იუვენტუსმა” მასში სარეკორდო თანხა – 54 მილიონი ევრო გადაიხადა.

 

სპორტული ფესვები

 

ჯანლუიჯი ბუფონი 1950-60-იანი წლების ცნობილი იტალიელი მეკარის – „ინტერის”, „მილანის”, „ჯენოას”, „ფიორენტინასა” და იტალიის ნაკრების კარის დარაჯის – ლორენცო ბუფონის ნათესავია. ჯიჯის დედა, მარია სტელა მაზოკო, ცნობილი იტალიელი ბადროს მტყორცნელია, ბადროს მტყორნცელი იყო ჯიჯის მამაც; ბიძა კალათბურთელი გახლდათ, ხოლო ჯიჯის ორივე და – ჯენდალინა და ვერონიკა – იტალიის წყალბურთის ნაკრების წევრები არიან.

 

ლამაზმანი მეუღლე

 

ჯიჯი ბუფონის მეუღლე ჩეხი მოდელი ალენა სერედოვაა – 1998 წლის „ვიცე-მის ჩეხეთი”.  ჯიჯი და ალენა გაცნობიდან მესამე წელს დაქორწინდნენ. წყვილს ორი შვილი ჰყავს: უკვე ნახსენები ტომასი და დევიდ ლი. ჯანლუიჯი ბუფონი მეუღლესთან ერთად ფლობს რესტორან „ზეროსეის”, რომელიც ქალაქ პისტოეზეს ცენტრში მდებარეობს; ასევე, ბუფონის საკუთრებაა ტურისტული კომპანია „ლა რომანინა”. 

 

ციხეს გადარჩენილი

 

2004 წელს ჯანლუიჯი ბუფონი ციხეში მოხვედრას გადაურჩა: იტალიელმა სამართალდამცველებმა მას იურისტის ყალბი დიპლომი აღმოუჩინეს. მსგავსი ფაქტი ოთხწლიან სასჯელს ითვალისწინებს, თუმცა, ჯიჯი მხოლოდ ჯარიმის გადახდას გადაურჩა. ცნობისთვის, ბუფონს სულ 10 კლასის განათლება აქვს მიღებული – მას სკოლა ფეხბურთის გამო არ დაუმთავრებია. 

 

კავშირი ნაცისტებთან

 

„პარმაში” ასპარეზობის დროს ჯიჯი ბუფონი 2000-2001 წლების სეზონში მოედანზე 88-ნომრიანი მაისურით გამოვიდა, რამაც იტალიაში სკანდალი ააგორა – ბუფონს ნაცისტური იდეოლოგიის მხარდაჭერაში დასდეს ბრალი. საქმე ისაა, რომ ციფრი 8 ლათინურად H-ს ნიშნავს, 88 კი, შესაბამისად HH, რაც Heil Hitler-ს ნიშნავს. ბუფონი რამდენჯერმე შეეცადა იმის ახსნას, რომ არ გახლდათ ნაცისტური იდეოლოგიის მომხრე, თუმცა, ამაოდ. ამიტომ, მომდევნო მატჩებში მან სანომრე ნიშნად 77 აირჩია.

скачать dle 11.3