კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ნიუ-იორკ ნიქსის” სექსუალური ქომაგი

„ნიუ-იორკ ნიქსის” სექსუალური ქომაგი

„ვიქტორიას სიქრეტის” „ანგელოზი” და ქალის თეთრეულის რეკლამირების მოდელი, სარა სამპაიო, „პორტუგალიელი ირინა შეიკის” სახელით არის განთქმული. სარა 22 წლისაა და უკვე მოასწრო „ვოგისა” და „ელის” ყდებზე გამოჩენა; ასევე, ლამაზმანი გატაცებულია სპორტით, უყვარს ბეისბოლი და სერფინგი, ხოლო მისი მთავარი სიყვარული საკალათბურთო კლუბი „ნიუ-იორკ ნიქსი” ყოფილა, რომლის მატჩებსაც, ის, პრაქტიკულად, არ აცდენს და ყოველი მატჩის დროს „ინსტაგრამზე” ტვირთავს ფოტოებს, თუ როგორ ქომაგობს საყვარელ გუნდს. 

 

იბრაჰიმოვიჩის აუქციონი

„პარი სენ-ჟერმენისა” და შვედეთის ნაკრების ლიდერმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, საქველმოქმედო აუქციონი მოაწყო და საკუთარი ნივთები გაიტანა გასაყიდად. ფეხბურთის ვარსკვლავმა აუქციონიდან 190 ათასი ევრო მიიღო და მთელი თანხა სხვადასხვა სენით დაავადებული ბავშვების დახმარების ფონდში გადარიცხა. აუქციონზე იბრაჰიმოვიჩის ბუცები 22 ათას ევროდ გაიყიდა, ხოლო ბურთი, რომლითაც იბრაჰიმოვიჩმა პირველი გოლი გაიტანა პარიზული გუნდის რიგებში – 24 ათას ევროდ. ცნობისთვის, რამდენიმე ხნის წინ ზლატანი შვედური ავტოკონცერნის „ვოლვოს” სარეკლამო სახე გახდა და ჟან-კლოდ ვან დამთან ერთად, ბოლო დროის ყველაზე ტირაჟირებულ სარეკლამო რგოლებში მიიღო მონაწილეობა.

 

„როლექსის” წინასწარი მილოცვა

ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულმა, 31 წლის ჩინელმა ნა ლიმ მსოფლიოში ცნობილი ბრენდისგან – „როლექსისგან,” ერთი დღით ადრე მიიღო „დიდი სლემის” ტურნირში გამარჯვების მილოცვა,  რამაც სპორტულ სამყაროში გაოცება გამოიწვია. „როლექსმა” აღნიშნული ფაქტი ტექნიკურ შეცდომად შეაფასა და მას შემდეგ, რაც ნა ლიმ ფინალურ შეხვედრაში სლოვაკი დომინიკა ციბულკოვა დაამარცხა და კარიერაში მეორე „დიდი სლემის” ტურნირში გაიმარჯვა, „როლექსმა” მას ხელმეორედ, თუმცა, ამჯერად, ოფიციალური გამარჯვება მიულოცა.

 

უეინ რუნი – ყველაზე მაღალანაზღაურებადი ინგლისელი ფეხბურთელი

„მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობამ მიაღწია შეთანხმებას კლუბის ლიდერთან და ინგლისის ნაკრების ფეხბურთელთან, უეინ რუნისთან, ახალი კონტრაქტის დადებაზე. ახალი ხელშეკრულების თანახმად, რუნი 2018 წლამდე დარჩება „მანჩესტერში” და ხელფასის სახით რეკორდულ თანხას, კვირაში 300 გირვანქა სტერლინგს მიიღებს. ამგვარად, უეინ რუნი გახდება ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ინგლისის პრემიერლიგაში. ცნობისთვის, კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებები თითქმის ჩიხში იყო შესული, რადგან, რუნის მყიდველები, მათ შორის „ჩელსი” და „რეალი” აქტიურობდნენ.

скачать dle 11.3