კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მე და ჩემი მეუღლე უკვე ხანშიშესულები ვართ, მთელი ცხოვრება ურთიერთპატივისცემაში გავატარეთ და კარგი ოჯახიც გვაქვს, თუმცა ჯვარი არ გვაქვს დაწერილი, აუცილებელია თუ არა ჯვრისწერა და თუ შეიძლება, ეს რიტუალი სახლში შევასრულოთ?

პასუხი: ჯვარდაუწერელი ცოლ-ქმრის კავშირი ღვთისგან ნაკურთხი არ არის. უფლის წინაშე რომ სათნო გამოჩნდეთ, აუცილებელია, ჯვარი დაიწეროთ, რომელიც მხოლოდ ეკლესიაში აღესრულება, რადგან სჯულის კანონში წერია, რომ ჯვრისწერა იქ აღესრულება, სადაც არის ტრაპეზი, ანუ, სადაც უფლისთვის წირვა-ლოცვა შეიწირება.

კითხვა: ჩემი ახლობელი გარკვეული დროის განმავლობაში იეღოველი იყო. ახლა, ღვთის მადლით, დაუბრუნდა მართლმადიდებელ ეკლესიას. უნდა მოინათლოს თუ არა თავიდან?

პასუხი: ნათლობა მხოლოდ ერთხელ აღესრულება, ამიტომ თქვენი ახლობელი უნდა მივიდეს მოძღვართან და ის დაუწესებს სასჯელს – ეპიტიმიას სექტის წეს-ჩვეულებებში მონაწილეობისთვის.

კითხვა: ძალიან მომწონს ყინწვისის ანგელოზის ფრესკა. გთხოვთ მიპასუხოთ, რაზე მიგვანიშნებს ანგელოზი ამ ფრესკაზე თითით?

პასუხი: ყინწვისის ანგელოზი აღდგომილი მაცხოვრის საფლავისკენ მიუთითებს და მენელსაცხებლე დედებს ამცნობს ამ დიდ სასწაულს.

კითხვა: როგორ ავირიდოთ თავიდან ბოროტი ძალისგან მოგვრილი ავი სიზმრები?

პასუხი: ძილის წინ ილოცეთ და შეინანეთ თქვნი ცოდვები და იგლოვეთ მათ გამო. მოიხმეთ მფარველი ანგელოზი, რომელიც გაღვიძებამდე დაგიფარავთ.

скачать dle 11.3