კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა დეიდაშვილმა ნათესავი აფხაზეთში და რატომ ეძებდა მას წყალტუბოში

67 წლის ლუდმილა ნიკოლაის ასული პიმენოვა ეძებდა, 63 წლის ნატალია წულუკიას.

ისტორია: ვეძებ დეიდაშვილს – 1950 წელს დაბადებულ ნატალია წულუკიას. ბოლოს მისგან წერილი 1992 წელს მივიღეთ წყალტუბოდან. ის იწერებოდა, რომ ომის გამო მათი ევაკუაცია უნდა მომხდარიყო. მას შემდეგ ჩვენ შორის კავშირი გაწყდა. ძალიან გთხოვთ, გვაპოვნინოთ ერთმანეთი. მთელი ამ წლების განმავლობაში, ნატალიას უშედეგოდ ვეძებდით. იმედია, სასწაული მოხდება და თქვენი დახმარებით ვიპოვით მას. ან, ბოლოს და ბოლოს, გავიგებთ, რა ბედი ეწია ჩემს დეიდაშვილს.

(ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია რუბრიკა „დაკარგულების“ ამ წლის იანვრის ნომერში დაიბეჭდა და ომის შედეგად დაშორებულ ადამიანებს ეხებოდა. დეიდაშვილებს შორის კავშირი 1992 წლის შემდეგ გაწყდა. საბედნიეროდ, დღესდღეობით, მათ შორის კავშირი აღდგა და ნატალია წულუკია ნაპოვნია. დანარჩენს კი ჩემი მკითხველი სტატიიდან შეიტყობს).

– ლუდმილა, თუ ფიქრობდით, რომ ნათესავს ასეთ მოკლე დროში იპოვიდით და რაც ყველაზე საინტერესოა, წყალტუბოში კი არა, სადაც ის გეგონათ, არამედ – აფხაზეთში.

– უპირველესად, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ გაწეული სამსახურისთვის. მე და ჩემი ოჯახი წლების განმავლობაში ვეძებდით ჩვენს ნათესავს – ნატალია წულუკიას, რომელთანაც კავშირი 1992 წლის შემდეგ გაწყდა. ამ დროს რუსეთ-საქართველოს შორის ომი გაჩაღდა და ბოლოს, რაც ნატალიასგან გავიგეთ, იყო ის, რომ წყალტუბოშია და უნდა მოეხდინათ მათი ევაკუაცია. მას შემდეგ ჩვენ შორის ყველანაირი კომუნიკაცია გაწყდა. არც ის ვიცოდით, გააღწია ნატალიამ და მისმა ოჯახმა იქიდან, გადაიყვანეს სადმე თუ საერთოდ, რა ბედი ეწიათ. ალბათ, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა დღეში ჩავვარდებოდით. ჩვენ რუსეთში ვართ, ჩვენი ნათესავი კი – საქართველოში და ვერაფერს ვაკეთებთ. რა თქმა უნდა, მსგავს სიტუაციაში უამრავი ადამიანი აღმოჩნდა და ყველას ვუთანაგრძნობ. გაურკვევლობაზე ცუდი ხომ ამქვეყნად არაფერია. ერთი სიტყვით, მადლობა ღმერთს, გადავწყვიტეთ, მიგვემართა სამძებრო სამსახურებისთვის. მათ შორის, ყველაზე აქტუალურ და გავრცელებულ საიტზე („ჟდი მენია“) განვათავსეთ ჩვენი ისტორია და დახმარების გაწევა ვითხოვეთ. ჩვენთვის, მოულოდნელი და სასიხარულო იყო ის, რომ ჩვენი ისტორიით, საბოლოო ჯამში, თქვენ დაინტერესდით. ამდენი წლის გაურკვევლობისა და ნერვიულობის შემდეგ, ნატალია გვაპოვნინეთ. როდესაც მოგვწერეს, რომ ნატალია აფხაზეთში ცხოვრობს და მისი საკონტაქტო ტელეფონიც გადმოგვცეს, ჩვენს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა. მადლობა ღმერთს, რომ მიუხედავად იმისა, ჩვენ მას წყალტუბოში ვეძებდით, თქვენ მოახერხეთ და სულ სხვაგან მყოფი მაინც გვაპოვნინეთ. ბუნებრივია, ეს უდიდესი სიხარული და სიურპრიზი აღმოჩნდა ნატალიასთვისაც. თურმე, ამდენი წლის განმავლობაში, ისიც გვეძებდა და სულ ჰქონდა იმედი, რომ რამენაირად გვიპოვიდა ან ხმას მოგვაწვდენდა.

– აპირებთ თუ არა ერთმანეთთან შეხვედრას?

– ძალიან გვინდა ერთმანეთის ნახვა, მაგრამ, როგორ მოხერხდება ეს, არ ვიცით. დღესდღეობით ერთმანეთთან სატელეფონო კავშირი გვაქვს. ამდენი წლის შემდეგ, ძალიან ბევრი სალაპარაკო დაგვიგროვდა. მაგრამ, უპირველესად, ეს ენით აუწერელი სიხარულია. ჩვენ, ყველამ, თითქოს ცხოვრება თვიდან დავიწყეთ. ნატალიას ბედის ამბავი მოსვენებას არ გვაძლევდა, ახლა კი ვიცით, რომ, მადლობა ღმერთს, ის ცოცხალია და კარგადაა.

– როგორი იყო თქვენი პირველი სატელეფონო საუბარი, 1992 წლის შემდეგ დაკარგულ დეიდაშვილთან?

– სანამ დავრეკავდი, ვღელავდი, ვიტირე კიდევაც სიხარულისგან. შემდეგ ავკრიფე ნომერი და იქიდან ნაცნობი ხმა გავიგონე. არ ვიცი, როგორ აგიწეროთ, ეს დიდი სიხარული, რა თქმა უნდა, ორმხრივი. ჩვენთვის, როგორც უკვე ვთქვი, ცხოვრება თავიდან დაიწყო. ვისაც კი ჩვენი ამბავი მოვუყევი და შეიტყვეს, რომ ასეთ მოკლე დროში ნათესავებს ერთმანეთი გვაპოვნინეთ, ყველას უკვირს. ვიცით, რომ მის პოვნაში ნატალიას ფოტოც გამოგადგათ და რა თქმა უნდა, თქვენი ერთგული მკითხველების მხარდაჭერა. ყველას დიდი მადლობა.

თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3