კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არ მოსწონს მამაკაცს ქორწინებაში და კლავს თუ არა სიყვარულს ოფიციალური ურთიერთობა

სიყვარულს არ სჭირდება არანაირი დოკუმენტი და ბეჭედი პასპორტში. როცა ორ ადამიანს ერთმანეთთან გრძნობა აკავშირებს, ერთად ყოფნისთვის ვიღაცის დასტური აუცილებლობას აღარ წარმოადგენს, მაგრამ ადამიანები მაინც ქორწინდებიან, ქმნიან ოჯახს და მერე… იყრებიან. მართალია, ყოველთვის არა, მაგრამ განშორება ძირითადად პრობლემურია – ტკივილითა და ცრემლებით გაჯერებული. მამაკაცების რაღაც ნაწილს რატომღაც მცდარად ჰგონია, რომ მტკივნეული განშორება მხოლოდ ოფიციალურ ქორწინებას ახლავს თან. ამიტომ, გამოსავალს თავისუფალ ურთიერთობაში ეძებენ. სიყვარული სიყვარულად, მაგრამ ჯერჯერობით, ქორწინება მაინც პრიორიტეტულად რჩება.

 

თეონა (36 წლის): სამწუხაროდ, თავისუფალი ურთიერთობის პროპაგანდა და თეორიები იმის შესახებ, რომ ოფიციალური ქორწინება სიყვარულის მტერია, ძალიან აიტაცეს მამაკაცებმა. სიყალბეა ეს ყველაფერი და ფარსი. მეც ვფიქრობდი თუ ადამიანი მიყვარს, რა მნიშვნელობა აქვს, რაღაც ქაღალდზე ხელს მოვაწერთ, თუ არა-მეთქი, მაგრამ ასე მარტივად არ ყოფილა საქმე. ქორწინება არც მარტო ტრადიციაა და არც ლამაზი რიტუალი, რომლის გარეშეც გაძლებ. ეს უპირველესად, პასუხისმგებლობაა, რაც ბოლომდე ადამიანების მცირე ნაწილს აქვს გაცნობიერებული.

– დაქორწინება არ გინდოდათ?

– ქალებს ყოველთვის უნდათ დაქორწინება. ამაზე უარს არც ერთი ქალი არ ამბობს. თუ ფეხს ვითრევთ და არ ვლაპარაკობთ დაქორწინებაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ გვეშინია, კაცი არ გაგვექცეს.

– ანუ, კაცებს აფრთხობთ ქორწინება, გარბიან და იმალებიან?

– არ იცოდით? რამე ახალს ვამბობ? ერთეულები არიან ისეთები, რომლებიც ამ სტერეოტიპს ანგრევებ. ანუ, გამონაკლისები არსებობენ. ამის უარყოფა არ შეიძლება, მაგრამ მთავარი ხომ უმრავლესობაა? დავიწყოთ იმით, რომ ქორწინებაში ყველა კაცი იცვლება – რატომ? იმიტომ რომ, მათ ეს ქვეყნის აღსასრული ჰგონიათ. მიაჩნიათ, რომ ოჯახი საკუთარ „მეს” აკარგვინებთ. თურმე თავისუფლად ვეღარ სუნთქავენ. ჩემმა ქმარმა ამიხილა თვალები – იცით, რა მითხრა? – ყველაფერი გააფუჭე ცოლად რომ გამომყევიო. როგორ კარგად ვიყავით ერთად, არასდროს ვკამათობდით, თითქოს უსიტყვოდაც გვესმოდა ერთმანეთის. ცოლ-ქმარი გავხდით და დაიწყო ჩვენი პრობლემებიო. ეს იყო სრული შოკი.

– ოფიციალურად დაქორწინებამდე დიდხანს ცხოვრობდით ერთად?

 – თითქმის ორი წელი. ძალიან კარგად ვუგებდით ერთმანეთს და მართლა არ გვიჩხუბია არც ერთხელ. სულ ცდილობდა ჩემთვის რაღაც სასიამოვნო გაეკეთებინა. საჩუქრის გარეშე არ მოდიოდა სახლში. სულ დავდიოდით, ხან სტუმრად მეგობრებთან, ხან კინოში, თეატრში. აი, ზოგჯერ თავის სახლშიც მიდიოდა და ღამე იქ რჩებოდა. ამით მახვედრებდა, რომ ჩემი ქმარი არ იყო. თავიდან ამას ყურადღებას არ ვაქცევდი, არ მაწუხებდა. ბედნიერი ვიყავი იმით, რომ გვერდით მზრუნველი, თბილი, ყურადღებიანი ადამიანი მყავდა. მასში უამრავ დადებით თვისებას ვხედავდი, რომლებიც ახლა უკვალოდ გაქრა. რაც მთავარია, მაშინ ლამის თვალდახუჭული ვენდობოდი, რასაც ახლა ვერ ვიტყვი. ერთ ნაბიჯზეც ვერ ვენდობი ვერაფერში.

– რატომ?

– იმიტომ რომ, მის მხარდაჭერას ვეღარ ვგრძნობ. ერთი-ორჯერ საშინლად მოიქცა. მივხვდი, რომ მისთვის ღალატი არაფერს ნიშნავს. უფრო სწორად, მე არ წარმოვადგენ მისთვის ღირებულ პარტნიორს. როგორია, როცა ქმარზე ასე ფიქრობ?! მაგრამ, მე ნამდვილად მაქვს ამის საფუძველი. სრულიად მოულოდნელად აღმოვჩნდი დილემის წინაშე. უფრო სწორად, მოძალადის იარლიყი მომაწერეს დაუმსახურებლად. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ იყო პრობლემა ის, რომ მე საყვარელი მამაკაცის ცოლობა მინდოდა და არა, უბრალოდ, მასთან ცხოვრება. მამაკაცების უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ქალებს გათხოვება იდეაფიქსად გვაქვს. დიახ, ნამდვილად ასეა და ყველა საშუალებით ვცდილობთ, თავზე მოვახვიოთ საქორწინო „ბორკილები”. მე არ მეგონა, რომ ჩემი ქმარიც აღმოჩნდებოდა ამ ტიპის მამაკაცთა რიცხვში, რადგან გრძნობა ნამდვილად ჰქონდა. ერთად ცხოვრების გამოცდილებაც დაგვიგროვდა.

– იცით, რა მაინტერესებს, დაქორწინების ინიციატივა თქვენგან წამოვიდა?

– ინიციატივას რას ეძახით, იმას, რომ რამდენჯერმე ვუთხარი, კარგი იქნებოდა თუ დავქორწინდებოდით-მეთქი? ბოლოს და ბოლოს, ქალი ვარ და შვილის გაჩენა მინდოდა.

– ამისთვის აუცილებლად ქორწინება იყო საჭირო?

– მოდი, შევხედოთ ამ სიტუაციას იმ ქვეყნის სტერეოტიპებიდან გამომდინარე, სადაც ვცხოვრობთ. თანაც, ბავშვს სრულფასოვანი ოჯახი სჭირდება.

– ბავშვი ითხოვს დედა და მამა ოფიციალურად იყვნენ დაქორწინებულები?

– არა, როგორ ითხოვს, მაგრამ ტრადიცია მაინც არსებობს ჩვენში და დაქორწინებული წყვილის ურთიერთობა, თითქოს უფრო მყარიცაა. ყოველ შემთხვევაში, საზოგადოების მოთხოვნაა ასეთი, ვერაფერს შევცვლით. თუმცა, მე მართლა არ ვიბრძოდი ჩვენი ურთიერთობის დაკანონებისთვის. უბრალოდ, რამდენჯერმე შევთავაზე და ისიც დამთანხმდა, თუმცა უხალისოდ. მაგრამ მე, სიმართლე გითხრათ, დიდი ყურადღება არ მიმიქცევია. ვაღიარებ გახარებული ვიყავი. 

– იქნებ, თქვენმა ასეთმა აშკარა სიხარულმა გააღიზიანა.

– არ ვიცი. ამაზე არასდროს გვილაპარაკია. მაშინ ეს, ყოველ შემთხვევაში, საერთოდ არც  განხილულა. ეტყობა, ჩემს ქმარს იმ პერიოდში არ ადარდებდა ეს ამბავი და მხოლოდ წლების შემდეგ გაახსენდა, როცა რაღაც წყენა და უკმაყოფილება დაუგროვდა. ხვდებით ხომ, რასაც ვგულისხმობ.

– ცოტა რთულად. ანუ, თავს შეზღუდულად გრძნობდა თქვენთან?

– მე ვერ ვგრძნობდი ამას. ნამდვილად არ ვყოფილვარ ისეთი ცოლი, რომელიც ქმარს რაღაცაში ზღუდავს. არ ვუკონტროლებდი ყოველ ნაბიჯს. არ ვუჩხრეკდი მობილურს და არც სოციალური ქსელის მიმოწერას. ზედმეტი შეკითხვებითაც არ ვაწუხებდი. მე ვენდობოდი მას და მეტსაც გეტყვით, ვაღიარებდი ოჯახში ქმრის ჰეგემონობას.

– რა ფორმით აღიარებდით, შეგიძლიათ, დამიკონკრეტოთ?

– აზრს ყოველთვის ვეკითხებოდი. გადაწყვეტილება მარტოს არასდროს მიმიღია. მხარში ვედექი და ყველანაირად ვეხმარებოდი. ვუვლიდი და საოჯახო პრობლემებს ვარიდებდი. პატივისცემას გამოვხატავდი. არ ვლანძღავდი და არ ვამცირებდი. არ მესმის, ორი წელი ვასრულებდი ცოლის მოვალეობას და რატომ უნდა ვყოფილიყავი ფიქტიური მეუღლე და რატომ არ უნდა შემექმნა მასთან სრულყოფილი ოჯახი? ბავშვებიც აღარ ვიყავით. რვაწლიანი თანაცხოვრების სტაჟი გვაქვს. აქედან ექვსი წელია, ოფიციალური ცოლ-ქმარი ვართ. ოცდაცხრამეტი წლის არის ახლა. ბავშვია, რომ პასუხისმგებლობა გაცნობიერებული არ ჰქონდეს? ზუსტად რომ ბავშვივით ჭირვეულობს, როცა ასეთ უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებებს მიყენებს. ვცდილობ, მოვძებნო სად აქვს ამ ყველაფერს ფესვები და ჯერ კონკრეტული ვერაფერი აღმოვაჩინე. დაქორწინებამდე იყო ყველაფერი: სიყვარული, რომანტიკა, შოკოლადები, ყვავილები… მერე ეს უკვალოდ გაქრა. როცა წავიწუწუნე, პასუხად საკმაოდ გულცივად და უხეშად ნათქვამი ფრაზა მოვისმინე: ცოლობაც გინდა და რომანტიკაც? – ეგრე სად არისო. გავოგნდი. ანუ, ცოლქმრობა აღარ გულისხმობს სიყვარულს და რომანტიკას, აუცილებლად საყვარლებთან და შეყვარებულებთან არიან კაცები ყურადღებიანები და რაინდები.

– გიფიქრიათ იმაზე, რომ ქმარს არასაკმარისად უყვარდით?

– იცით, მე არ მესმის რას ნიშნავს „საკმარისი” სიყვარული. მეუბნებოდა, მიყვარხარ და შენთან ერთად მინდა ყოფნაო, ერთად ვიცხოვროთო. აბა, რა არის ეს? იქნებ თქვენ მაინც ამიხსნათ?

– იქნებ სხვა ქალი ჰყავს?

– ჯერ არ ჰყავს, მაგრამ თავისუფლად „გრიალი” უნდა. მგონი, ეს არის რეალური მიზეზი, რატომაც თავი შებოჭილად იგრძნო. ცოტა მეტი ფული იშოვა, ცხოვრებაში რაღაცას მიაღწია და ქალების ყურადღებით განებივრება მოუნდა კაცს. ამ დროს კი ცოლი ჰყავს, შვილი.

– საყვარლის, თუნდაც მეგობარი ქალის სტატუსი რომ გქონდეთ და არა ცოლის, გაგიადვილდებოდათ ცხოვრება? მაშინაც აღარ იქნებოდით ანგარიშგასაწევი?

– ეტყობა, არა. მოკლედ, მე როგორ გავცე ისეთ შეკითხვას პასუხი, რომელზე წარმოდგენა თავადაც არ აქვს. ნეტავი, თუ იცის, რა უნდა საერთოდ. მეჯუჯღუნება, რომ ქალები ყველანი ერთნაირები ვართ, რომ გათხოვების გარდა არაფერი გვაინტერესებს და რომ ანგარიშს საერთოდ არ ვუწევთ მამაკაცის სურვილებს.

– რა ფორმით უთხარით, რომ ურთიერთობის დაკანონება გინდოდათ?

– თქვენ ფიქრობთ, რომ თქმის ფორმას აქვს მნიშვნელობა? თანაც, იმ დღის შემდეგ ექვსი წელი გავიდა. მე არ მგონია, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში აწუხებდა ის, რომ ცოლად შემირთო. გეუბნებით, რაღაც სხვა პრობლემაა. არც ასეთი უსინდისო და თავზეხელაღებულია, ბოლომდე აიშვას და გაღიზიანებული ჩემზე იყრის ჯავრს. რა ვქნა, არ ვიცი. ზოგს ისეთი ბედი აქვს, ერთხელ კი არა, რამდენჯერმე თხოვდება და ამას არავინ აყვედრის. მე რატომ არ მიმართლებს, ვერ გავიგე. როგორ კარგად ვცხოვრობდით და უცებ ასეთი ბოღმის ვულკანი. ლამის ვუთხრა, თუ სხვა ქალი მოსწონს, გაიხუროს კარი და წავიდეს მასთან. არ მინდა, ჩხუბი ჩვენი ოჯახის ტრადიციად იქცეს. არ მინდა, ყოველდღე აყალ-მაყალი და სკანდალი. ერთადერთი, რასაც მისგან მოვითხოვდი, ისიც სიყვარულით – მთელი ოჯახი ხშირად ვყოფილიყავით ერთად. მე იმიტომ გავთხოვდი, რომ ქმრის გვერდით ვიყო. ერთად ვიაროთ წვეულებებზე, უიქენდებზე, სასეირნოდ, საყიდლებზე, რა არის ამაში წარმოუდგენელი, ან დამთრგუნველი. უცებ გაუჩნდა სურვილი მარტო წავიდეს სათხილამუროდ, ან ორი დღით სადმე დაისვენოს – ეს ჩემთვის გაუგებარია და არ ვმალავ ამას. ის ჩხუბობს – მე კაცი ვარ და ზოგჯერ „რელაქსი” მჭირდება, რას ვაშავებო. რომ დააშავებს, მერე გვიან იქნება. უკვე ძალიან დავიღალე.

 

скачать dle 11.3