კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ დააბრუნა გია კრიალაშვილის შვილი წარსულში და ვინ გადაატანინა მას ყველაზე მძიმე დღეები

გია კრიალაშვილის უფროსი შვილი, 24 წლის ლაშა კრიალაშვილი  მამის გარდაცვალების შემდეგ მასზე სახალხოდ  ჩვენთან პირველად საუბრობს. ემოციის გარეშე მამის გახსენება უჭირს, მით უფრო ცნობილი კადრების შემდეგ, რამაც წარსულში დააბრუნა და მძიმე  დღეები კიდევ ერთხელ გაახსენა.  ამბობს, იმ მძიმე ბრალდების მიუხედავად, რასაც გარდაცვლილ პოლკოვნიკს უყენებდნენ, თავი ერთხელაც არ დაუხრია. პირიქით, თავადაც ჯარისკაცის მუნდირი მოირგო და იმ გზას შეუყვა, რასაც  გია კრიალაშვილი ემსახურა.  

 

ლაშა კრიალაშვილი: პროფესიით ენერგეტიკოსი ვარ, მაგრამ ჩემი პროფესიით ერთი დღეც არ მიმუშავია.  საერთოდ არც ვიცი, ამ განხრაზე  რატომ ჩავაბარე. ბაბუაჩემი ენერგეტიკოსია, დიდი ბაბუაც ამ სფეროში მუშაობდა და უფრო  ოჯახმა მოინდომა ასე.  საკმაოდ  ბევრ ადგილას მომიწია მუშაობა, იქამდე სანამ გადავწყვეტდი,  რომ ჯარისთვის დამეკავშირებინა ცხოვრება. სამი თვეა, სავალდებულო ჯარს გავდივარ, მალე აიტი დეპარტამენტში დავიწყებ მუშაობას.  კარანტინში ყოფნისას, გამახსენდა  ბავშვობა – ის ჯარი, რაც ჩემს ბავშვურ მეხსიერებას შემორჩა. პატარა ვიყავი და როგორც ყველა პატარა ბიჭს, მომწონდა ფორმიან ხალხს რომ ვხედავდი. სახლში მე და ჩემი ძმა სულ მამას ფორმას ვიცვამდით, ალბათ, ათი ზომით დიდი გვქონდა, მაგრამ მაინც მოგვწონდა.  მამას ხშირად მივყავდი ბაზაზე ისანში, სადაც „თეთრი გიორგის” პოლკი ოდგა. მანქანის ტარება იქ მასწავლეს, „ვოლგაზე”. მაშინ ჯარისკაცები  მართლა ჩუსტებით დადიოდნენ. მერცხალი არ დაფრინავდა პოლკის თავზე, ყველაფერს ჭამდნენ. მახსოვს, მათი ყველაზე კარგი საჭმელი წიწიბურა იყო, მაგრამ ერთმანეთის მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება ჰქონდათ, ერთი ოჯახივით ცხოვრობდნენ, ერთმანეთის კაცური გატანა შეეძლოთ. კაცური ღირსება, პრინციპები და იდეოლოგია ჰქონდათ. დედასგან და ბებიასგან  ბევრჯერ გამიგია, თავისთვის ფეხსაცმელს ვერ იმეტებდა, ისიც კი ჯარისკაცებთან მიჰქონდაო.  ძალიან ბევრჯერ ჰქონდა შეთავაზება ამერიკიდან, მაგრამ არ მიდიოდა – აქაურ ჯარს ვერ თმობდა. ახლა რაც საკუთარი თვალით ვნახე ჯარში, მივხვდი, რომ  ადამიანური ურთიერთობები უფრო და უფრო  გამოსწორებისკენ მიდის. კარანტინში გავიცანი ისეთი ბიჭები,  რომლებთანაც  ძალიან დავახლოვდი. თუმცა, იყვნენ  ისეთი სერჟანტები, რომელთაც ვერაფერს გაუგებ. ისეთ იდეოლოგიას მიჰყვებიან, რასაც ბაჩო ახალაია ნერგავდა ჯარში და რაც მიმართულია იქით, რომ ჯარისკაცები ერთმანეთს არ ენდობოდნენ და ინტრიგაზე იყვნენ გადასულები. ეს ჩემთვის ძალიან მძიმე იყო.                   

– რატომ გადაწყვიტე, წასულიყავი ჯარში? ეს გადაწყვეტილება,  ალბათ, მამის ტრაგიკული გარდაცვალების „გაგრძელებაა” შენგან?

–  არ ვიცი, რატომ მივიღე  ასეთი გადაწყვეტილება. ამაზე საკუთარ თავთანაც არ მისაუბრია. ქვეცნობიერად მინდოდა, შინაგანად მქონდა მოთხოვნილება – გული და სული მთხოვდა, რომ ვყოფილიყავი ჯარისკაცი. შესაძლოა, მე არ ვარ სამხედრო სტრატეგი და არ მაქვს ამ მხრივ დიდი ცოდნა, მაგრამ იმ ჯარში მინდა ვიყო, რაც მამასთვის ძალიან ძვირფასი იყო.  თავიდან, როდესაც მამა მოკლეს, მქონდა შურსძიების გრძნობა, მერე თანდათან გამიარა. მივხვდი, რომ შურისძიებით შორს ვერ წავიდოდი. ის დღე, როდესაც მამაჩემი მოკლეს, ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღე იყო.  მახსოვს, დილით დედაჩემის კივილმა გამაღვიძა. ტელევიზორით გადმოსცეს ეს ამბავი. მამა სულ რაღაც  ორი დღის უნახავი მყავდა. თავიდან აზრზე ვერ მოვედი, რა მოხდა. უპირველესად, ჩემს ძმაზე ვიფიქრე, მაგრამ გიორგი გვერდით მეწვა და ამან დამამშვიდა. ძლივს ავდექი, ტირილითაც ვერ ვტიროდი, ვერ ვიჯერებდი. ერთი წელი საფლავზე მივდიოდი და იქაც  კი მიჭირდა იმის დაჯერება, რომ მამა ცოცხალი აღარ იყო.  ბოლოს უკრაინაში უწევდა საქმიანობა, თუმცა, თბილისშიც ძალიან ხშირად ჩამოდიოდა. რადგან ყოველდღიური ურთიერთობა არ გვქონდა, მისი გარდაცვალების შემდეგაც, მეგონა, რომ ისევ უკრაინაში იყო. მეგონა, რომ დამირეკავდა... 

– ძალიან მძიმე იქნებოდა შვილისთვის მამის მოღალატეობის ბრალდება.

– მამაჩემი იმდენად მაგარი ადამიანი და  სამაგალითო კაცი იყო ჩემთვის, რომ ერთი წუთით ვერ დავიჯერებდი ამას. თუმცა, ეს მძიმე ბრალდება დღემდე ძალიან მაღიზიანებს. მინდა, ვუთხრა ამ ხალხს – როცა  მამაზე ამბობენ, მოღალატეაო, ან გაჩერდნენ, ან ფაქტები დადონ. თუ არა და პასუხი აგონ ამ მძიმე ბრალდებისთვის. მამაჩემზე  იმდენი ღირსეული ისტორია გამიგია სამაჩაბლოს და აფხაზეთის ომებში,  წარმოუდგენელია იმის გაფიქრებაც, რომ მამა რუსებს შეეკრა. მთელი მისი სამეგობრო ომში დაიღუპა და დაიჭრა და მამა თავის სამშობლოს უღალატებდა? ყველა ომში მონაწილეობდა და როცა სამოქალაქო ომი დაიწყო,  ყველაფერს გაერიდა – სახლში იყო ასეთი სამხედრო პირი და მეომარი. მე მახსოვს, პირველი მუხროვანიც – სოციალურ ნიადაგზე დაწყებული უსიამოვნება. თუ არ ვცდები, ერთ-ერთი ოფიცერი ჭლექით დაიღუპა. ედუარდ შევარდნაძე მიხვდა, რომ უნდა დაეკმაყოფილებინა მათი პრეტენზიები. მაგრამ, ედუარდ შევარდნაძე ისეთი ჭკვიანიც იყო, რომ ყველაფერი გააკეთა და „თეთრი გიორგი” დაშალა. მაშინ პატარა ვიყავი და სახლში ცდილობდნენ, არ გამეგო, რა მოხდა მუხროვანში. მიმალავდნენ იმ კადრებს: როგორ იდგა დედა ტანკის წინ. მერე, როცა ეს კადრები ვნახე, დედაჩემის გამბედაობამ შოკში ჩამაგდო.  დედაც ჯარისკაცი იყო, მახსოვს,  დაჭრილებს ხვდებოდა აეროპორტში აფხაზეთის ომის დროს – უვლიდა, აბინავებდა. თამუნა ისე „ომობდა,” როგორც ქალს შეეძლო, მამას ერთგულად ედგა გვერდში. ახლა კოჯორში  „თეთრი გიორგის” ბატალიონის ექიმი შემხვდა. მეორე დღეს უკვე მოვდიოდი, როცა გაიგო, რომ გიას შვილი ვიყავი.  მაშინ მითხრა: გიაზე მაგარი მეთაური ჩემთვის არ არსებობს და არც იარსებებსო. როცა მამას ასე თბილად ახსენებენ, ძალიან მეამაყება.  მე მსმენია ისტორია, თუ   როგორ ჩავარდა ტანკი მდინარეში, როცა სვანეთის გზით გადმოდიოდნენ აფხაზეთიდან. გია ფორმით გადამხტარა მდინარეში, გახსნა ტანკი, ორი ჯარისკაცი  გადაარჩინა სიკვდილს. დავით თევზაძისგანაც კი გამიგია, გაჩერებულები ვიდექით და უცებ გია გადახტა ამ ბიჭების ამოსაყვანადო. მამაჩემის პანაშვიდზე ერთი მამაკაცი მოდიოდა, გულით  ტიროდა მამას. მერე მომიყვა,  აფხაზეთის ომში  ტყვიამ ბეჭში დამჭრა, მამაშენმა თმაზე ხელი მომკიდა, თვალები არ დახუჭო, არ მოკვდეო-მეძახდა. საკუთარი ზურგით მატარა სამშვიდობომდე, ასე გადამარჩინა სიკვდილსო.  როგორ შეიძლება, ეს ჩემთვის ყველაფერს არ ნიშნავდეს? 

– როგორ ცხოვრობდა თქვენი  ოჯახი მამის  გარდაცვალების შემდეგ? 

–  თავიდან მთელ ოჯახს ძალიან გვიჭირდა, გვიჭირდა მორალურად, მატერიალურადაც.  ჩემთვის პირველი ერთი წელი ყველაზე მძიმე იყო. გაურკვევლობაში ყოფნა რთულია – ვერ ვიგებდი, რა როგორ, რატომ მოხდა? ათას ჭორს ვიგებდი. ყველა თავისას უმატებდა ამ ამბავს. ზოგი მეუბნებოდა, რომ მამაჩემი „მარშუტკაში“ არ იყო, სხვაგან მოკლეს და იქ მიიყვანეს.   ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო დედა, რომელმაც გმირულად, ვაჟკაცურად გადაიტანა  ეს ტრაგედია. მაშინ „თაღლაურაში” მუშაობდა ბუღალტრად, ათასი ლარი ჰქონდა ხელფასი. ამით გვარჩენდა ორ ბიჭს.  სწავლის ფული  გვქონდა  გადასახდელი, იქ კიდევ ათასი რამ იყო მისახედი, მაგრამ დედა კაცივით დაგვიდგა გვერდში. სოციალურად ჩვეულებრივი ოჯახი ვიყავით, თავი ხომ უნდა გაგვეტანა. მერე  რაღაც ძალას მივაგენი, მეც დავიწყე მუშაობა, ნელ-ნელა ყვეალფერი აეწყო.  დღეს ისე ვცხოვრობთ, როგორც  ქართული ოჯახების უმეტესობა.  ჩემი ძმა – გიორგი 20 წლისაა, ჯერ მესამე კურსის სტუდენტია. მასაც კომპიუტერი უყვარს,  ოცნებობს,  რომ შექმნას კომპიუტერული თამაშები და  გრაფიკა.  გიორგი რაგბის თამაშობს, მეც ვთამაშობდი კალათბურთს, პროფესიული მიღწევებიც მქონდა. მაგრამ, 2005 წელს, როცა სტუდენტი გავხდი სპორტს თავი დავანებე.    

–  ბოლო პერიოდში გამოჩენილმა კადრებმა ალბათ, თავიდან  გაგიახლათ ტკივილი.

–  ძალიან ავფორიაქდი.  იმ ღამეს, როცა ეს კადრები ტელევიზიით გავიდა, მე  ბაზაზე ვიყავი. მეორე დღეს გავიგე ყველაფერი. როცა ეს კადრები ვნახე, ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა ჩემზე. თითქოს საკუთარი თვალით ვნახე, როგორ გაიცა ბრძანება, მამაჩემის მოსაკლავად.  ამ კადრებმა ის დღეები გამახსენა, რაც  ჩვენთვის ძალიან მძიმე იყო, წარსულში დამაბრუნა, მაგრამ, მე  მეამაყება, რომ მამაჩემის შვილი ვარ. იმ დროსაც კი, როცა ძალიან მიჭირდა ფსიქოლოგიურად, კარგად ვიცოდი, ვინ იყო მამაჩემი. ის კაცი იყო – ამათ კი კაცების ძალიან ეშინოდათ.  რაც არ უნდა ცუდი ეთქვათ პოლიტიკურ წრეებს მამაჩემზე, მაინც იმათზე მაღლა ვიდექი. იმიტომ რომ, გია კრიალაშვილის შვილი ვიყავი და თავი არასდროს დამიწევია – პირიქით, მაღლა მქონდა აწეული. მამა დღემდე მასწავლის ცხოვრებას. მისი ისტორიები, მონაყოლი მეხმარება, როგორი  გადაწყვეტილება მივიღო კრიტიკულ მომენტში. დღესაც ბევრჯერ „მიკითხავს” მისთვის: რა ვქნა? როგორ მოვიქცე? ის უშიშარი კაცი იყო, გადაყოლილი ახლობლებზე, მეგობრებზე. სულ მინდა, რომ   თვისებებით მას ვგავდე.  გარეგნულად   ორივე  ძმა მას  ვგავართ. მეც, მის მსგავსად, ადრე ვმელოტდები. გიორგი ფიზიკურად არის დიდი მამასავით. სადაც არ იციან, ვისი შვილი ვარ და გაიგებენ, გვარად კრიალაშვილი ვარ,  ხშირად მეკითხებიან: გიას შვილი ხომ არ ხარო? ეს ძალიან მსიამოვნებს, თუმცა  გულწრფელად გეტყვით, ჩემთვის ეს ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა და ყოველ ნაბიჯზე მაფრთხილებს. მისი სახელი და გვარი არ დავრჩრდილო.    

–  ყველაზე ხშირად მამას წარსულიდან რა გახსენებთ?

– ძალიან ბევრი რამ. დღე არ გავა, რაღაცამ მისი თავი არ გაგვახსენოს. ბოლო წლებში  უკრაინაში ცხოვრობდა. 2004 წლიდან, როცა სამხედრო საქმეს  თავი დაანება,  იქ  კომერციული საქმიანობა წამოიწყო.  როცა  თბილისში ჩამოდიოდა, მე და ჩემი ძმა სად აღარ დავყავდით ხოლმე. ძირითადად, კარტინგებზე ვთხოვდით წაყვანას ასტრაპარკში. მამას ძალიან უყვარდა პრეფერანსი, სულ თამაშობდა მეგობრებთან ერთად. მეც დავიწყე პრეფერანსის თამაში, ჯერ ისე ვერ დავოსტატდი, როგორც მამა, მაგრამ ყველაფერი წინაა (იცინის).  დედა  ეს წლები განსაკუთრებულად ინახავს ყველა ნივთს, რაც მამასთან არის დაკავშირებული – მის ჯილდოებს,  ფირფიტებს, ფოტოებს, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენს, სამხედრო ფორმას, რომლიც მე და ჩემს ძმას ბავშვობაში  ძალიან ბევრჯერ მოგვირგია.      

 

скачать dle 11.3