კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მივხვდეთ, რა მისია გვაკისრია დედამიწაზე, რომ ცხოვრებაში მეტ წარმატებას მივაღწიოთ და ბედნიერი ოჯახი დავგეგმოთ

დღეს ბევრს საუბრობენ კარმაზე, თუმცა ცოტამ თუ იცის რეალურად, მისი დანიშნულების შესახებ. როგორც ასტროლოგი ბატონი დავით ბუტიკაშვილი ამბობს, სწორედ ჩვენ შეგვიძლია, გავისტუმროთ წინაპართა კარმული ვალები და ასე ავიცილოთ ცხოვრებაში წარმოქმნილი პრობლემები, წინაღობები თუ უსიამოვნო მოვლენები. არის თუ არა კარმაზე დამოკიდებული ადამიანის წარმატება-წარუმატებლობა და ჯანმრთელობა, როგორ შევძლოთ მისი კორექცია და რამდენად მოქმედებს ზოგადად, ის ადამიანის ნაყოფიერებაზე, ამაზე ბატონი დავითი გვესაუბრება.

 

დავით ბუტიკაშვილი: ხშირად, ადამიანები უფრთხიან გაერკვნენ საკუთარ კარმაში. ჰგონიათ, რომ კარმა, მძიმე მოვალეობაა, რომლის შესრულებაც აუცილებელია მათი მხრიდან. პირადად მე, უამრავი ადამიანის ცხოვრებას ვაკვირდები ასტროლოგიურად, უამრავი ბიოგრაფია მაქვს დამუშავებულ-გამოკვლეული და ვხედავ, ყველაზე წარმატებულმა ადამიანმა ბედნიერად იმიტომ იცხოვრა, რომ თავის კარმას ასრულებდა. სანსკრიტიდან რომ გადმოვთარგმნოთ, კარმა – სიტყვასიტყვით ნიშნავს ქმედებას. ეს ისეთი რამაა, გინდა თუ არა, მას ცხოვრება მაინც გასრულებინებს. მთავარია, თავად ადამიანის დამოკიდებულება კარმისადმი. თუ ადამიანი საკუთარ კარმას ეჭიდავება, გარწმუნებთ, ეს ბრძოლა წამგებიანია. ასეთი ადამიანი, უბრალოდ, ზედმეტად ირთულებს ცხოვრებას. კარმასთან ჭიდაობით ადამიანი ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავს და ჯობია, ეს ენერგია საკუთარი თავის რეალიზებისთვის გამოიყენოს. ანუ, ჩემი რჩევაა, მისდიეთ თქვენს კარმას და აუცილებლად მიხვდებით, რა დროს რა უნდა მოიმოქმედოთ.

– როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი რა კარმული მისია აკისრია მას დედამიწაზე და რომ, აუცილებელია ცხოვრებაში რაიმეს შეცვლა უკეთესი მომავლისთვის?

– არის შემთხვევები, როცა ადამიანის ცხოვრებაში ხდება რაიმე გარდატეხა, აი, სწორედ, ამ დროს გრძნობს ის თავის კარმულ მისიას ყველზე კარგად დედამიწაზე. ანუ, ადამიანის ცხოვრება სავსეა სიძნელეებით, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდება პრობლემები, ერთ დონეზე დგება ყველაფერი და ერთ დღეს, ყველაფერი მის გარშემო იცვლება. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანმა სიძნელეებთან ბრძოლაში, რაღაც კულმინაციას მიაღწია – ისეთი სურვილები გამოიწვია ამ ყოველივემ მასში, რომ უკვე აღარ უჭირს ცხოვრებას წარმატებულად მოერგოს. სწორედ, ამ სიძნელეებთან ბრძოლის შემდეგ იწყება ადამიანისთვის წარმატებების პერიოდი და ეს ყველას ცხოვრებაში ხდება. რაც უფრო ადრე გაიაზრებთ საკუთარ კარმას, მით უფრო მალე გაივლით კარმულ გამოცდებს ნებაყოფლობით და მალევე დაადგებით წარმატების გზას.

– რა არის ადამიანის კარმული რეალიზაციის გზა?

– ადამიანის კარმული რეალიზაციის გზა, ეს ადამიანის ცხოვრების ყველაზე სრულყოფილი რეალიზაციის გზაა. ასტროლოგიურად, არსებობს კარმის სამი სახე, კერძოდ, ძირითადი კარმული გზა, რომელზეც მიგვითითებს დაღმავალი და აღმავალი კარმული კვანძები. ანუ, ეს არის მთვარის ორბიტის წერტილები, სადაც მთვარის ორბიტა გადაკვეთს დედამიწის წერტილებს. დაღმავალი კარმული კვანძი გვიჩვენებს, რა განვითარებული თვისებებით შემოვიდა ადამიანი ამ ცხოვრებაში, აღმავალი კი – ცხოვრების გზაზე, რა თვისებები უნდა განავითაროს. ანუ, ეს არის ადამიანის ფსიქოლოგიური ტრანსფორმირების გზა – რა უნდა ისწავლოს, რაზე გაამახვილოს ყურადღება, რა თვისებები უნდა გაამახვილოს და ასე შემდეგ. თავად თუ შეეწინააღმდეგება ამ ყველაფერს, ცხოვრება მაინც დააყენებს არჩევანის წინაშე და აიძულებს, განავითაროს ეს თვისებები. მაგრამ, თუ ნებაყოფლობით დაადგება ამ გზას, მაშინ ცხოვრება ხელს შეუწყობს, რომ გზაზე წინააღმდეგობა არ შეხვდეს. არსებობს ასევე, კარმის მეორე მხარე – კარმული ვალები, რომელსაც შავი მთვარე განაგებს. შავი მთვარე, ადამიანის პირად ჰოროსკოპში მიუთითებს იმ დარღვევებზე, რომელიც მას წინა ცხოვრების, ანუ რეინკარნაციის შედეგად გადმოჰყვა დედამიწაზე. ამჟამინდელ ცხოვრებაში კი ვალდებულია ადამიანი, რაც წინა ცხოვრებაში დააშავა, გამოასწოროს და აინაზღაუროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას იძულებით გააკეთებინებენ. სხვათა შორის, ვისაც შავი მთვარე აქვს სასწორის ზოდიაქოში, კატეგორიულად ეკრძალება ოჯახის დანგრევა. მისი კარმა მოითხოვს, რომ დედამიწაზე, მან აუცილებლად მოიხადოს მოვალეობა ოჯახის წინაშე. თუ ამას არ გაითვალისწინებს, მისი ცხოვრება სიძნელეებით იქნება აღსავსე. ანუ, შავი მთვარე კარმული ვალების გასტუმრების სფეროა. არსებობს, ასევე, კარმული ჯილდოებიც, რადგან კარმა არა მარტო დატვირთვა, არამედ ერთგვარი ჯილდოცაა. წინა ცხოვრებაში ხომ ადამიანი მარტო ცუდს კი არა, კარგ საქციელსაც სჩადის. ამ კარმულ ჯილდოებზე ასტროლოგიაში, სელენა ანუ თეთრი მთვარე მიუთითებს. ეს არის მთვარის ორბიტაზე, ყველაზე ახლო წერტილი დედამიწასთან. თეთრი მთვარე ადამიანის პირად ჰოროსკოპში, იმ ჯოლდოებზე მიუთითებს, რომელიც მან წინა ცხოვრებაში დაიმსახურა და ახლანდელ ცხოვრებაშიც წარმატებული იქნება. თუ თეთრი მთვარე ადამიანს კუროს ზოდიაქოში აქვს, ის ფინანასურად წარმატებული იქნება და არასდროს გაუჭირდება ამ მხრივ. ვისაც ის ქალწულის ზოდიაქოში აქვს, ღრმა სიბერემდე ჯანმრთელი იქნება, რადგან წინა ცხოვრებაში ბევრს დაეხმარა და ასე შემდეგ. 

– ამბობენ, თუ ადამიანი ფიზიკური დეფექტით იბადება, ან ჯანმრთელობის მხრივ შემდეგ უჩნდება სერიოზული პრობლემა, ეს წინაპართა კარმული დავალიანების ბრალიაო. რეალურად ასეა?

– წინაპართა მხრიდან გადმოცემულ მძიმე კარმულ ვალებზე მიუთითებს, თუ ადამიანის პირად ჰოროსკოპში შავი მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოშია. ასეთი ადამიანი ამჟამინდელ ცხოვრებაში, თუ მშობლებზე არ ზრუნავს, ღალატობს ტრადიციებს, მაშინ ის ისჯება, წინაპრების მიერ გადმოცემული კარმული ვალებით. მაგალითად, მე ვიცნობდი ადამიანს, რომლის წინაპარიც სასულიერო პირი გახლდათ, შესცოდა და განერიდა ეკლესიას. მისი შთამომავლობა მუდმივად კარმულ დარტყმებს იღებდა. სანამ მათ გვარში, ერთ-ერთი ახალგაზრდა, ბერი არ გახდა. ამის შემდეგ მათი ცხოვრება გამოსწორდა. რაც შეეხება ფიზიკური დეფექტით დაბადებას, ეს მშობელთა კარმას უკავშირდება. ანუ, თუ მშობელს მძიმე კარმა აქვს, არ დაეხმარა ავადმყოფებსა და გაჭირვებულებს, შვილის ფიზიკური დეფექტის სახით მათ კარმა სასჯელს უგზავნის. 

– ამის თავიდან აცილება შეუძლებელია?

– თუ ადამიანმა თავისი პირადი ჰოროსკოპი იცის, შეუძლია, მსგავსი პრობლემები თავიდან აიცილოს, თუნდაც იმით, რომ დაიწყოს ქველმოქმედება, მცირედით მაინც დაეხმაროს ავადმყოფებს. ამით ის წინაპართა კარმულ ვალებსაც იხდის და  შთამომავალსაც იხსნის მძიმე დაავადებებისგან. 

– კარმის გამოსწორებით, შეძენილი მძიმე დაავადებისგან განკურნება შესაძლებელია?

– თავისუფლად. მე მაგალითებს მოგიყვანთ: თუ ქალს შავი მთვარე აქვს ლომის ზოდიაქოში, ეს იმის მაჩვენებელია, რომ შვილი არ ეყოლება. ასეთმა ქალმა აუცილებლად უნდა გამოავლინოს ქველმოქმედება და დაეხმაროს გაჭირვებულ ბავშვებს. ასევე, თუ სხვის შვილს აიყვანს და მას გაზრდის, ანუ სხვის შვილზე მზრუნველობას გამოიჩენს, აუცილებლად დაჯილდოვდება საკუთარი შვილითაც – დიდი შანსია, საკუთარი შვილიც ეყოლოს. ასეთი, უამრავი მაგალითი ვიცი პირადად მე და ბევრს ვიცნობ. კარმა, არ არის განაჩენი, კარმა გზაა. ასე რომ, ნებისმიერი დაავადებისგან განკურნება შესაძლებელია, თუ გეცოდინებათ საკუთარი კარმის სწორად მართვა და წინაპართა კარმული ვალების გასტუმრების რეალური გზა.

– ესე იგი, წინაპრების დაზიანებული კარმის გამოსწორება და ამით საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა შეგვიძლია?

– რა თქმა უნდა. ასტროლოგია, არ არის ფატალური მეცნიერება. ასტროლოგია, ინსტრუმენტია. ყველა ადამიანისთვის პირადი ჰოროსკოპი საკუთარი ცხოვრების მართვის ინსტრუმენტი, მასწავლებელი და გზამკვლევია. თუ ასტროლოგიურ კანონებს დაიცავთ, ადვილად შეძლებთ საკუთარი ცხოვრების მართვას. ადრე, მეფეს უფლისწული რომ უჩნდებოდა, მას უპირველესად, პირად ჰოროსკოპს უდგენდნენ და ამით უიოლებდნენ მომავალ ცხოვრებას, ასწავლიდნენ საკუთარი კარმის რეალიზაციას და ამას დიდი ყურადღება ექცეოდა. ეს ყველასთვის არ იყო ხელმისაწვდომი. დღეს კი ეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააკეთოს და საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ წარმართოს. მაგალითად, ტიბეტური ასტროლოგიით, შესაძლებელია, დადგინდეს, სანამ ადამიანი დედამიწაზე მოვიდოდა, მანამადე რა სივრცეში არსებობდა და რა ენერგიებს ფლობდა. ამის მიხედვით ხვდებიან, კონკრეტული ადამიანი რა ძალის და ენერგიის მატარებელია დედამიწაზე. ეს ცოდნა კი, უძველესი დროიდან მოდის და მისი უგულვებელყოფა, უბრალოდ, არ შეიძლება.

 

скачать dle 11.3