კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „ეცემა” 17 წლის შემდეგაც მარინა ხორავას მეუღლისგან თავზე „ესემესების ზღვა“ და რატომ არის ის განსხვავებული ტიპის ცოლი

ცოტა ხნის წინ დიზაინერმა მარინა ხორავამ „არტ სტუდიაში“, სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა მოაწყო, რომელმაც ნამდვილად გადააჭარბა მოლოდინს. რაც მთავარია, მარინა ხორავას „ცოდნის, გემოვნების, სტერეოტიპების ნგრევის” სახელოსნოში სტუდნეტების მიღება უკვე დაწყებულია. 

 

მარინა ხორავა: როგორც ამ სეზონის, ასევე, წინა სეზონის სტუდენტებით, ძალიან კმაყოფილი ვარ. გამიმართლა, რომ ისეთი ადამიანები მოდიან, რომლებსაც ნამდვილად აინტერესებთ ეს სპეციალობა. აქ არ გაიცემა დიპლომი. 2012-2013 წლის წარმატებად მივიჩნევ იმას, რომ ჩემთან რა გემოვნებითაც შემოვიდნენ, თუმცა, მას არავის ვუწუნებ, აქედან გადიან სხვა გემოვნებით – უფრო მეტად დახვეწილი. გაცნობიერებეული არიან მოდის ისტორიასა და ტენდენციებში. სულ ვცდილობ, სტერეოტიპების ნგრევას პიროვნულ ურთიერთობებში, საქმეში, საზოგადოებაში, ჩემს სფეროში. ვინც ჩემთან შემოდგა ფეხი, ჩემგან გავიდა სრულიად სხვა ადამიანი, რა თქმა უნდა, ამ სფეროსთან მიმართებაში. ჩვენთან ორსაათინი სწავლებაა, ვსხედვართ და ვხატავთ. ვხუმრობ ხოლმე: გოგონებს სიქა გავაძრე-მეთქი. პარალელურად, იმდენ რამეზე ვსაუბრობთ, რომ ასე, გართობა-გართობაში, ისწავლეს ბევრი რამ. წინა სეზონის ერთი სტუდენტი საერთაშორისო გამოფენაზეც გავუშვი – პრიზებიც მივიღეთ, ჯილდოებიც. 

– შენი სტუდენტების ნამუშევარს, რომ ვუყურებ, აქაც იგრძნობა სტერეოტიპების ნგრევა. 

– წლების განმავლობაში ვანგრევ სტერეოტიპებს და ახლა მინდა, ეს ჩემს თანამოაზრეებთან ერთად დავანგირო. ამიტომაც გავაკეთეთ საკაბე ქსოვილებისგან პალტოები. შიფონი გამოვიყენე სასარჩულე ქსოვილად. კონტრასტული ფერების შეხამება ძალიან რთული თემაა, ჩამოყალიბებულ მოდელიორებსაც გვეფიქრება ამაზე. ჩემს გოგონებს ეს ძალიან კარგად გამოუვიდათ. მათ შევთავაზე თემა: აბსოლუტური ასიმეტრია, ნგრევა, წესებიდან ამოვარდნა. ვაკეთებთ სეზონურ პალტოებს და ამგვარ საუბრებში გადაწყდა ყველაფერი. ჩემი დაც მონაწილეობს ამ პროექტში, არქიტექტორია და ბევრი რამ იცის ამ საქმეში. კოპლებიანი ატლასისგან და ბეწვით გააკეთა პალტო – ამას ხომ მოფიქრება უნდოდა. უბრალოდ, ჯერ არ არის დასრულებული, ამიტომ ვერ გამოვფინე. მაიკო ნიკოლაძე, ირმა ციქუბაძე არიან ამ კონკრეტული მოდელების ავტორები. თუმცა, ამას დაემატება კიდევ ოთხი ავტორის რვა პალტო. ყველაზე მეტად მაინტერესებდა, მე რა შევძელი, რა გამომივიდა. შემოსასვლელში ჩემი ნამუშევრები გამოვფინე, მაინტერესებდა, რამხელა ზღვარი იქნებოდა მათ შორის და აღმოჩნდა, რომ არ არის დიდი ზღვარი. ანუ, ექსპერიმენტი ჩავატარე საკუთარ თავზე. ახლა ვაპირებ ავეჯის დიზაინით დავკავდე. ფოტოგრაფია ბავშვობიდან მომწონს. მუდმივად მედო ჩანთაში მამას „ზენიტი“, „ზორკა“, ვიღებდი და ჩემთვის ვბეჭდავდი წითლად განათებულ საბეჭდ ოთახში. თან, ექსპერიმეტებს ვატარებდი. მამაჩემიც თავად იყო ექსპერიმენტატორი, პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი, ისევე, როგორც დედაჩემი. ახლა ცოცხლები რომ იყვნენ, ალბათ, მათგან კიდევ რამდენ რამეს ვისწავლიდი. არასდროს მიშლიდნენ ხელს. დედაჩემის ახალგაზრდობაში წითელი, ქიმიური პომადები იყო. მე ტუჩებზე, წარბებზე ვისვამდი და დავდიოდი. მახსოვს, ძალიან გრძელი წამწამები მქონდა, ხელს მიშლიდა და მოვიჭერი. დედა ფარდებს რომ ჩამოხსნიდა გასარეცხად, მე და ჩემი და შემოვიხვევდით, ქოლგებს დავიჭერდით ხელში და ორი ფუფალა ოთახიდან ოთახში დადიოდა. თან, ყველა ოთახს თავისი სახელი ერქვა: ვენეცია, ფლორენცია, ზღვა და ასე ვმოგზაურობდით ორი ფოფოდია. ოთახებიც სულ მოხატული იყო. თან, ოჯახებს ვხატავდი: დედა, მამა, შვილები. საბოლოოდ, მე აღმოვჩნდი ოჯახში თეთრი ყვავი და მიხარია, რომ ძალიან კარგი მშობლები მყავდა. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ სრულ თავისუფლებაში გამზარდეს. არასდროს ვყოფილვარ „არტეკში“, არადა არაერთხელ ვიყავი წარდგენილი როგორც კარგი მოსწავლე. მაგრამ, მარტო არ მიშვებდნენ. ბიჭებთან ვმეგობრობდი, მეტრომდე ვაპირებდით გვირაბის გაყვანას. ფიცრებისგან უნდა გაგვეკეთებინა ტანკი, მტრებიც გვყავდა. მე ერთი გოგო ვიყავი, ამიტომ საიდუმლო ასოებით მომწერეს: შენ იქნები შტაბის უფროსიო. 

– ვინ მიგაჩნია შენს ყველაზე დიდ მასწავლებლად? 

– ჩემი მშობლები – როგორც საქმიან სფეროში, ასევე ოჯახურ ურთიერთობაში. დღემდე არ ვიცი, როდის ჩხუბობდნენ, სად ხდებოდა ეს და როგორ. მერე მივხვდი, რომ ეს ხდებოდა ისე, რომ ჩვენ, ბავშვებს არ შეგხვებოდა – ეს კი რამხელა ნიჭია. ისე, რომ გითხრა, ჩემი ეტალონი რიჩარდ ბრენსონია. ეს არის ადამიანის ეტალონი – თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც ბევრი ფული აქვს. მილიონერები გოიმები არიანო, რომ ამობებენ – ეს ადამიანი ამ სტერეოტიპსაც ანგრევს. ძალიან პროგრესულია. 

– ზვიკო ნამდვილად არის ასეთი  ადამიანი. 

– იმიტომაც არის ჩემი ქმარი. სხვა შემთხვევაში, არ იქნებოდა. ბევრს უთქვამს ეს და ცოტა ხნის წინ ერთმაც მითხრა, რომელიც შორიდან იცნობს ზვიკოს: დარწმუნებული ვარ, ზვიადი კარგი ადამიანი და პიროვნება იქნება, რადგან შენი ქმარია. ანუ, შენ რომ გადაწყვიტე, მისი ცოლი ყოფილიყავიო. ზვიკოსაც უთქვამს: სხვა ცოლი, რომ მყოლოდა, ასეთი არ ვიქნებოდიო. ვერ ვიტყვი, რომ ამ თემაზე ძალიან ბევრს ვსაუბრობთ. მეც ვისწავლე ბევრი რამ ზვიკოსგან და მან  – ჩემგან. ცოლ-ქმარი ერთმანეთისგან კარგ შემთხვევაში ბევრ რამეს სწავლობს. 16 წელი ერთად იყო, ეს ძალიან რთულია. თან, ჩვენ ეკლიანი გზები გავიარეთ. ადამიანს აქვს სიყვარულის დიდი ნიჭი, შეიძლება, 17 წლის შემდეგ კიდევ გეცემოდეს თავზე ესემესების ზღვა? ასეთია ჩემთან მიმართებაში. ქალებს უთქვამთ: შენ ხარ ისეთი ტიპი, რომ სხვა ქმარიც შენთან ასეთი იქნებოდაო. ზვიკო კი ამბობს: მე რომ სხვა ცოლი მყოლოდა, ასეთი სიყვარულის ახსნები, ესემესები არ იქნებოდაო. მე, ზვიკოსთან შედარებით, ყინულის ნატეხი ვარ. ვერც სითბოში შევედრები მას, ვერც სიყვარულში – ამას ვაღიარებ. 

– რას ფიქრობ, რა ისწავლეთ ერთმანეთისგან ყველაზე მნიშვნელოვანი? 

– არ ვიცი, რა ისწავლა ზვიკომ ჩემგან, თუმცა, სულ აღნიშნავს, რომ მას ჰყავს სხვა ტიპის ცოლი: უფრო მეგობარი, „პადრუგა“, ნაშა, დამრიგებელი. ჩემთვის ცხოვრებაში ერთი კაცი იყო ზვიკო, ვისთანაც რეალური ურთიერთობა მქონდა. რეალურ ურთიერთობაში კი უფრო მეტს სწავლობ, ვიდრე „სათაურით“ ურთიერთობაში. ზვიკო მაინც რთული პიროვნებაა. მაგრამ, მე ის მივიღე იმ თვისებებით, როგორიცაა: ნიჭიერება, წესიერება და რაც მთავარია, ის ძალიან პროგრესული ადამიანია. დავინახე ისიც, რომ ადამიანები არ იცვლებიან, ამიტომ, მოთმენა ვისწავლე, რადგან რაღაცა რაღაცის ხარჯზე ხდება – ის, რაც შენთვის პრიორიტეტული, ღირებულია, გარკვეული მსხვერპლის ფასად გიღირს. შენ კარგად იცი, როგორი წარმატებით ავფრინდი საქმეში, თან, მარტომ გავაკეთე ყველაფერი. ზვიკომ უკვე წარმატებული ქალი გამიცნო. მაგრამ მერე, შვილების გამო, ეს ყველაფერი დავთმე. ახლა, რაღაცას რომ ვაკეთებ, ეს ჩემთვის დათმობაა – არ არის ის, რასაც მე უნდა ვაკეთებდე. საწყის ეტაპს დავუბრუნდი, უბრალოდ, წარმატება ინერციით მომყვება. ასე რომ, ზვიკომაც, ბავშვებმაც მასწავლეს პრიორიტეტების ერთგულება, სწორად გადანაწილება. ოჯახმა მომცა იმის გამოცდილება, რომ პრიორიტეტები თავიდანვე სწორად მქონოდა გადანაწილებული და მათი ერთგული ვყოფილიყავი. როდესაც კაცს ოჯახი აწევს ზურგზე და რაღაც პრობლემა აქვს, ის იმწუთას ვერ გათვლის, კარგად იქცევა თუ ცუდად. მე ამის გაგება, მიღება ვისწავლე, ანუ ადამიანის მდგომარეობაში შესვლა, რაც რთულია, დამთრგუნველია. მაგრამ, როცა შეგრჩა ის, რაც გინდოდა, რაზეც გააკეთე არჩევანი, კეთილი ინებე და გააგრძელე ისე, როგორც საჭიროა. ადამიანმა უნდა იცოდე, რა გინდა. გამოცდილება კი თავისას აკეთებს. იგივეა ჩემს პროფესიაშიც, ასაკი ერთი პლუსია გამოცდილებისთვის. რაც მთავარია, ემოციებმა არ უნდა გძლიოს გადაწყვეტილების მიღებისას, ცხელ გულზე არაფერი არ უნდა გადაწყვიტო, საქმეს ეს განსაკუთრებით არ უხდება, პირად ურთიერთობაში უფრო შეიძლება, რადგან, იქ ყველაფერი ხდება. მე ვიცი, რას ნიშნავს დედოფლად ყოფნა და შემდეგ პაიკად გადაქცევა. მიღწევა უფრო ადვილია, ვიდრე შენარჩუნება და ეს შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვან დროს არ გამომივიდა, შეცდომა დავუშვი, რომელსაც არ ვნანობ. რეალისტი ვარ – იყო და აღარაფერი ეშველება. მთავარია, რომ ასეთ ისტორიას მეორედ აღარ გავიმეორებ. 

 

скачать dle 11.3