კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ მოიტაცა რომის „ფეშენ-ვიქიდან“ ნუკა ყარალაშვილი და როგორ მოხვდა მისი ფოტოები იტალიური „ვოგისა“ და „ელ ოფისიელის“ ოფიციალურ გვერდებზე

„იმიჯ-ცენტრის“ მოდელი ნუკა ყარალაშვილი ცოტა ხნის წინ რომიდან დაბრუნდა, სადაც წარმატებულად გამოდიოდა რომის „ფეშენ-ვიქზე“. ნუკა დიდი ხანია, სამოდელი სააგენტო „იმიჯ-ცენტრის“ მოდელია, რომელიც უკვე წლებია, ქართველ მოდელებს ევროპისა და აზიის ქვეყნების პრესტიჟულ სააგენტოებში გზავნის სამუშაოდ, სადაც ისინი ცნობილი დიზაინერების, ბრენდების ჩვენებებში, შოუ-რუმებში იღებენ მონაწილეობას და სხვადასხვა გამოცემისთვის იღებენ ფოტოებს. ნუკა სამომავლოდ, შესაძლოა, აზიაში გაემგზავროს სამუშაოდ, ან, ისევ ევროპის რომელიმე ქვეყანაში დაბრუნდეს – ამაზე უკვე ზრუნავს „იმიჯ-ცენტრი“. რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, როგორც ნუკა ამბობს, ამ მხრივ მის ცხოვრებაში სიმშვიდეა – შეყვარებული არ ჰყავს, რადგან, მხოლოდ საქმესა და სწავლაზეა კონცენტრირებული. 

 

ნუკა ყარალაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში, განსაკუთრებით კი მილანში, საკმაოდ დიდი კონკურენციაა, მაინც მოვახერხე თავის დამკვიდრება და, უკვე ორი წელია, წარმატებულად ვმუშაობ. ხშირ შემთხვევაში მილანში პირდაპირ სამუშაოდ ჩავდივარ და არა ქასთინგებზე. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, მაგრამ, მიკვირს კიდეც, რადგან, მილანში ბევრი ლამაზი მოდელია. ალბათ, ამ შემთხვევაში ხასიათიც მნიშვნელოვანია – ისეთი ხასიათი მაქვს, კარგად ვეწყობი იტალიელებს. კომუნიკაბელური ვარ, ხალისიანი და, რაც მთავარია, დისკომფორტს არავის ვუქმნი. გარდა ამისა, არ ვარ 15 წლის გამოუცდელი მოდელი და, ალბათ, ესეც მოსწონთ. მონდომება ერთია, მაგრამ, ალბათ, გამართლებაც ძალიან მნიშვნელოვანია. 

– საინტერესოა ის პერიოდი, როდესაც პირველად ჩახვედი მილანში და ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგიწია. 

– მანამადე მალაიზიაში ვიყავი კონკურსზე, მაგრამ, იქ არ მჭირდებოდა რამისთვის ჩემით მიგნება და მოგნება, რადგან, პრინცესასავით ვცხოვრობდი. მილანში კი უცებ კონკიას ისტორია დაიწყო: რუკით, მეტროთი, კითხვა-კითხვით. თუმცა,  თავიდან აბსოლუტურად ყველას ყველაფერს ვეკითხებოდი: ეს სად არის, ის სად არის... ყველაფერს ვამოწმებდი, რომ ბევრი არ მევლო. შემდეგ ამასაც მივეჩვიე – მილანში მეორე ჩასვლისას უკვე რუკის გარეშე დავდიოდი, აქეთ ვასწავლიდი ხალხს, სად რა იყო. მილანი ისეთი ქალაქია, ძალიან შეგიყვარდება, თავს არ გრძნობ უცხო ქალაქში. გარდა ამისა, ბევრი მეგობარი შევიძინე. თან – საქმე, თან – გართობა, მოკლედ, კარგად ვატარებდი დროს. 

– რომელი იყო შენთვის ყველაზე გამორჩეული სამუშაო? 

– რომის „ფეშენ ვიქი“. მილანში რომ ჩავედი, ბევრ ბრენდთან დავდიოდი ქასთინგებზე: „ალექსანდრე მაქქვინთან”, „რობერტო კავალისთან,” „ჯასთ კავალისთან,” „დონა კარანთან”, „ემილიო პუჩთან”. ვიღაცას შეუძლია, თქვას: „კავალისთან” ვმუშაობდიო, მაგრამ, გააჩნია მასთან რაზე მუშაობდი. შეიძლება, მასთან „შოუ-რუმზე“ მუშაობდე და, შეიძლება, მის ჩვენებაშიც გქონდეს მონაწილეობა მიღებული – ეს სხვადასხვაა. საქართველოში ხშირად ერევათ ასეთი რაღაცეები. პირადად მე, „კავალისთან” „შოუ-რუმზეც“ ვიყავი, გადაღებებშიც მივიღე მონაწილეობა. ძალიან საინტერესო იყო „ჯასთ კავალის” „ლუქბუქისთვის” კაპრზე გადაღებები. შემდეგ უკვე „კავალის” შოუ-რუმზე დამამტკიცეს, სადაც სექტემბერში უნდა წავსულიყავი, მაგრამ, უნივერსიტეტის ბოლო წელი მეწყებოდა და, მერჩივნა, საქართველოში დავრჩენილიყავი. „კავალისთან”, „ანტონიო მარასთან,” ასევე, „დონა კარანთან“ არაერთხელ მიმუშავია. თბილისში რომ ვიყავი, მწერდნენ – „კავალი” გეძახის და ჩამოდიო. „დონა კარანთან”, „შოუ-რუმზე“ თითქმის ათი დღე ვიმუშავე. მასთან მუშაობა ძალიან დიდი სტრესია, რადგან, საშინელი სიმკაცრეა, თუმცა, ჩემთვის ეს არაფერია. ასევე, ძალიან საინტერესო იყო „რაფაელა კურიელის” ჩვენება. ორი წლის წინ ძალიან მოვეწონე, ამირჩია და ჩავედი რომში, მაგრამ, სამწუხაროდ, ტანსაცმელი დიდი მომივიდა. შემდეგი ჩვენება ჰქონდა მილანთან ახლოს, პატარა ქალაქში – კომო ულამაზესი ადგილია. ამ შემთხვევაში, ტანსაცმელი მომერგო, რადგან, ჩემს ტანზე გადააკეთა.

– ახლა მომიყევი რომის „ფეშენ-ვიქის“ შესახებ, სადაც ძალიან წარმატებულად გამოხვედი. 

– ჩვენი სააგენტოს, „იმიჯ-ცენტრის“ ხელმძღვანელს, ია კიწმარიშვილს, ჩემი ფოტოები გაგზავნილი აქვს სხვადასხვა სააგენტოში. ცოტა ხნის წინ რომის ერთ-ერთი სააგენტოდან მოსწერეს ქალბატონ იას, რომ ჩავსულიყავი რომის „ფეშენ-ვიქზე”. ძალიან გამიხარდა. ჩავედი რომში, სადაც სასტუმროს ტიპის სახლში ვცხოვრობდი სხვა გოგონებთან ერთად. ზოგი ისე წავიდა, არც ერთ ჩვენებაში არ მიუღია მონაწილეობა. მე კი გამიმართლა: ხუთ დიზაინერს მოვეწონე და ოთხ ჩვენებაში მივიღე მონაწილეობა –  მეხუთეზე ვერ გამოვედი, რადგან, ჩვენმა ბუქერმა წამოგვიყვანა, ასე ვთქვათ, ჩვენების დაწყებამდე მოგვიტაცა. სამაგიეროდ, ოთხ ძალიან წარმატებულ, ცნობილ დიზაინერთან გამოვედი. ერთი იყო ჯადა კურტი – ოტ-კუტიური, მეორე – ეზმე ვიე, რომელიც დამწყები მოდელიორია, მესამე – გრეტა ბოლდინი და მეოთხე – ლუიჯი ბორბონე. ეზმე ვიეს გარდა, ყველა ოტ-კუტიური იყო. რაც მთავარია, ჯადა კურტის ჩვენება მე გავხსენი და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  თუმცა, ეს, ალბათ, ჩემზე ნაკლებად იყო დამოკიდებული, უფრო კაბის გამო მოხდა. მაგრამ ეს კაბა ხომ მე ჩამაცვეს! ეს ჩემთვის დიდი პატივი იყო, თან, რომის „ფეშენ ვიქში“ პირველად მივიღე მონაწილეობა. იქ ბევრი მოდელი ჩადის, მაგრამ, ქასთინგებზე რას იზამ, აგირჩევენ თუ არა – ეს კიდევ სხვა რამეა. დღეს საქართველოში ხშირად აპიარებენ: ეს მოდელი წავიდა მილანში, პარიზში... ჩემს სააგენტოსაც შეიძლებოდა, გაეკეთებინა პიარი: „ქართველი მოდელი მიიწვიეს რომის „ფეშენ-ვიქზე“ – მაგრამ, ასე არ გააკეთეს, რადგან, მერე რა, რომ მიგიწვიეს? მთავარია, იქ რას გააკეთებ. 

– და შენც, ალბათ, საკმაოდ მობილიზებული წახვედი.

– ის ვიყავი, რაც ვარ. წავიღე ჩემი ბუქი და ვცდილობდი, სულ ფორმაში ვყოფილიყავი. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ, მაქსიმუმ, შეიძლებოდა, გამოგეყენებინა ტუში და ტუჩის საცხი. ტანსაცმელი კი უნდა გცმოდა შავი, ისეთი, რაც ფეხს, ტანს გამოგიჩენდა. მეც ვცდილობდი, მათი მოთხოვნები დამეკმაყოფილებინა და შედეგი სახეზეა. ჯადა კურტის ქასთინგი საკმაოდ რთული იყო. ძალიან ბევრი გოგონა მოვიდა. გამოვიდა ჯადას ასისტენტი, დახედა ფოტოებს და თქვა: „თქვენ წადით, თქვენ წადით”... – გოგონებისთვის არც კი შეუხედავს, ისე გაცხრილა. დავრჩით რამდენიმე გოგონა. მე შესასვლელთან ვიდექი: იქნებ, დამინახოს და, ან „ჰო” მითხრას, ან – „არა-მეთქი”. თხუთმეტიდან სულ ოთხი გოგონა უნდა აერჩიათ. სამი რომ აირჩიეს, ამ დროს, გამოვიდა ჯადა, შემომხედა და მითხრა – შენ გამოდიო. მერე დაიწყო: „შენ წადი, შენ წადი” და, მე მეუბნება – შენ დარჩიო. ორი საათი ველოდე ჩემი „ფითინგი” როდის დაიწყებოდა. ჩამაცვა ვარდისფერი საცურაო კოსტიუმი, ოღონდ, ნაქსოვი, თვლებით, ულამაზესი და, ზემოდან ჰქონდა შემოცმული „ტიულის“ ვარდისფერი მოსასხამი. ძალიან მოეწონა ჩემს ტანზე; მეორეც ჩამაცვა – ისიც მოეწონა. უნდოდა, მე დამეხურა ჩვენება საქორწილო კაბით, მაგრამ, გრძელი მომივიდა. 

– შენი გამოსვლა მინახავს „ფეშენ-ვიქებზე,”  ნამდვილი პროფესიონალი ხარ. იქ თუ იყო შენი მისამართით კომპლიმეტები? 

– მახსოვს, ლუიჯი ბორბონეს ჩვენებიდან რომ გამოვედი, ორი ქალი მოვიდა ჩემთან და მითხრეს: „ბელისიმა!” – თან, ხომ იცი, ასეთ ჩვენებაზე ქუჩიდან ვერავინ შემოვა. ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა. ჩვენებიდან ფოტოები დაიბეჭდა იტალიურ „ვოგსა“ და „ელ ოფისიელში“. თავიდან ეს ფოტოები ვნახე „ინსტაგრამის“ მათ გვერდზე, შემდეგ – საიტებზე და, რაც მთავარია, სწორედ ჩემი ფოტოები დადეს. ყველა გოგონას ფოტო არ იყო, ათიდან, დაახლოებით, სამი ფოტო დადეს და, მე რომელი დიზაინერის ფოტოებიც ვნახე, ყველგან იყო ჩემი ფოტო. ეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან საამაყო და სასიხარულოა.

 

скачать dle 11.3