კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაიზარდა ლაშა ონიანისა და მისი მომავალი მეუღლის საქმიანი ურთიერთობა ცოლქმრობაში და რატომ არ უნდა შეზღუდოს არავინ მისი თავისუფლება

ლაშა ონიანი იმ ადამიანების რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც უსაქმოდ არასდროს ჩერდებიან. თუმცა, ის, მეორე მხრივ, ერთ ადგილას ათ დღეზე მეტხანს ვერ ჩერდება და, ცდილობს, საქმე მალე მოამთავროს, დანარჩენი დღეები კი საინტერესო ადგილებში გაატაროს. 

 

ლაშა ონიანი: საქართველოსთან დაკავშირებით ყოველთვის ვამზადებ პროექტებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის საპრეზენტაციოა. ამ ყველაფერს დამოუკიდებლად 1992 წლიდან ვაკეთებ და თუ ვინმეს აქვს სურვილი, რა თქმა უნდა, პარტნიორობას მიწევს. 

– დამოუკიდებლად მუშაობა ჯობია.

– დიახ, პრეტენზიები ნაკლებად არის, ისევე, როგორც შემწუხებელი. სურვილისამებრ, ვინც მონაწილეობს, მას პრეტენზიებიც არ აქვს. ჩემი პროექტების კეთება ძირითადად ფრანგებთან ერთად მიწევს. ჩემი დადგმების, შემოქმედების მაყურებლები და მომწონებლები საკმარისად არიან გერმანიაშიც, საფრანგეთშიც. ახლა ვაპირებ, იტალიისკენ გადავინაცვლო. დაახლოებით ათი წლის წინ ხშირად მიწევდა იქ ჩასვლა – მეგობარი დიზაინერები მუშაობდნენ და ერთი-ორჯერ მომიწია მათი გამოფენების, დადგმების, გახსნების გაკეთება. შემდეგ საფრანგეთში გადავინაცვლე ძირეულად. დანიაც კარგად იყო ათვისებული, იქითაც შეიძლება მიბრუნება. 

– ამერიკაში არასდროს გიმუშავია? ზოგადად, ამერიკაში მუშაობის, ცხოვრების ტემპი ძალიან განსხვავდება ევროპისგან, იქ ყველაფერი უფრო აჩქარებულია. 

– ფინანსურ მხარეს დიდად აქცევენ ყურადღებას და ამიტომაც არის ყველაფერი უფრო მეტად აჩქარებული. ამ შემთხვევაში, ევროპა უფრო მეტად მომწონს – გაწონასწორებულია, ნაჩქარევად არაფერი ხდება, ყველაფერი დაზღვეული, გათვლილია. ისინი ითვალისწინებენ, ვინ ხარ, საიდან ხარ, რა ხასიათით მოდიხარ, რა თვისებები გაქვს. ამერიკა ამას არ იღებს, ცდილობს, თავის რელსებზე დაგაყენოს. ევროპა შენ გიყურებს, როგორ იზამ, როგორ დაგეგმავ. შეცდომის შემთხვევაში, ევროპა არ ხდება დამსჯელი ძალა – შეიძლება, შეგისწორონ; ამერიკაში კი, ერთი შეცდომა შესაძლოა, მთელ ცხოვრებად დაგიჯდეს. მე, ძირითადად, ლათინურ ამერიკაში მიწევდა ხშირად ჩასვლა – ჩვენნაირი ხალხია. როცა სპექტაკლებს, გაფორმებებს ვაკეთებდი, ისინიც თბილად ერთვებოდნენ – ცხელი ადამიანები არიან. ამერიკა არის ქვეყანა, სადაც, თუ ჩახვალ, ამერიკისთვის უნდა აკეთო ყველაფერი; ევროპაში შენი ქვეყნის სახელით მიგაქვს ესა თუ ის პროექტი, ამერიკაში კი, რასაც აკეთებ – იმათია. ბრაზილიაში კარნავალების სანახავად ვიყავი – მინდოდა, ყველაფერი „ლაივში“ მენახა. წარმოიდგინე, ათ კილომეტრ სიგრძეზე სულ ესენი არიან, თან ძალიან ეფექტურები. ლამაზი ქალები ყველგან არიან, უბრალოდ, იქ სულ ცხელა, კანი მუდმივად გარუჯული აქვთ, ჯანმრთელად გამოიყურებიან.

– და, სხეულის მშვენიერი ფორმებიც აქვთ. 

– ბუნებრივი პირობები აკეთებს ამას. სულ ცხელა, თბილა, შიშვლები დადიან და ბუნებასთან სულ ახლოს არიან. თან, მათი ძირითადი საკვები ხილია, რომელიც მთელი წელი არსებობს. რაც შეეხება კარნავალებს, დადგმა სჭირდება სისტემას, სქემას, ვინ ვის შემდეგ გამოდის. დილის 5 საათზე იწყება ტამტამების დაკვრა და მეორე დილამდე გრძელდება, ამიტომ, მათ ცეკვის დადგმა არ სჭირდებათ. ასეა არგენტინაშიც – ტროტუარებზე ტანგოს სვლებია დახატული. არც გჭირდება მასწავლებელი, გაივლი, გამოივლი, იმ ნაბიჯებს დაიმახსოვრებ და ისწავლი. რაც შეეხება ბრაზილიაში კარნავალს, უნდა შეგწევდეს იმის ძალა, რომ მათ თავიდან ბოლომდე სდიო. 

– შენ სდიე ბოლომდე, შეგწევდა ამის ძალა? 

– ვერ ვდიე, ამდენს ვერ ვივლიდი. თან, ძირითადად, ერთი და იგივეა, უბრალოდ, მაყურებელი გეცვლება. არგენტინა კარგი ქვეყანაა, კარგად ცხოვრობენ. არგენტინელებს სისხლი რომ ცხელი აქვთ, სულ ცდილობენ, რაღაც შექმნან. სტუმრად რომ მიგიღებენ, ცდილობენ, ისეთი გაგხადონ, როგორებიც თვითონ არიან, ანუ, ცდილობენ, ჩაგითრიონ. შენგან კი არ ითხოვენ, როგორი ხარო, გაიძულებენ, მეგობრულ დამოკიდებულებაში შეხვიდე, რომ ისეთი გახდე, როგორებიც თავად არიან. თუ გინდა დრო გაატარო, შენც მათსავით სულ ტეკილები უნდა სვა; ეკრანებზე ხარების ბრძოლა რომ მიდის, უნდა უყურო და მათსავით იყვირო. 

– წლების წინ, როდესაც გერმანიაში გადახვედი საცხოვრებლად, რა იყო შენთვის ყველაზე დიდი სირთულე? 

– ყველაზე დიდი სირთულე იყო პუნქტუალურობა. ქართულად რომ დაიძინებ გერმანიაში და, მერე გინდა, გერმანულად გაიღვიძო, რაღაც, არ ეთანხმება ერთმანეთს. ერთი პერიოდი, ზუსტ დროს რომ უნდა მივსულიყავი, მაინც ვაგვიანებდი. მერე მოვიდა მეორე ეტაპი – როცა დროზე ადრე მივდიოდი. შემდეგ გაჩნდა მესამე ეტაპი – ზუსტად მიდიხარ. ეს თვისება ნამდვილად შემძინა. კიდევ, ვისწავლე, არ ვინერვიულო ისეთ რამეზე, რასაც შედეგი არ მოჰყვება. 80 პროცენტით, ანუ, დიდი დოზებით მივეჩვიე  ამას. კიდევ, წინასწარ რაღაცეებზე საუბარს არ აქვს აზრი. თუ არ გამოვა – ესე იგი, ცუდი ქენი, თუ გამოვა, მაშინ – შენ რა მაგარი ხარ, ეს წინასწარ რომ იცოდი. ამ დეტალების გადაჩვევას გაიძულებს იქაური სიტუაცია. 

– მითხარი, დამოუკიდებლად მუშაობა ჯობიაო. თუმცა, წლებია, შენი მეუღლე შენი მენეჯერია, ერთად მუშაობთ. როგორ შედგა თქვენი საქმიანი კოჰაბიტაცია ასე წარმატებულად? 

– კი, ჩემი მენეჯერია. საერთოდ, ხელოვან ადამიანს ისეთი ადამიანი სჭირდება გვერდით, რომელიც ხელოვნებას აფასებს. შეიძლება, მენეჯერი ოჯახის წევრი, მეუღლე არ იყოს, მაგრამ, თუ ის მხოლოდ მენეჯერულად უდგება ყველაფერს, ვერ ითანამშრომლებთ დიდხანს. თეატრი უნდა უყვარდეს, მსახიობების ცუდი და კარგი ხასიათები, ცხოვრებაშიც რომ თამაში მოჰყვებათ. ამიტომ, რთული იქნება მასთან მუშაობა, მით უმეტეს – პარტნიორობა და მასთან ცხოვრება… კატასტროფამდე მიხვალ. პირადად მე დაავადებული ვარ იმით, რომ ათ დღეზე დიდხანს ვერ ვჩერდები ერთ ადგილას. სულ ვცდილობ, ოფისში მუშაობა მალე მოვრჩე, რადგან, სამი დღე და – ვეღარ გავჩერდები. თუმცა, უსაქმოდ და უაზროდ ვერსად წავალ. როცა სამუშაოებს შორის შუალედი მაქვს, უნდა მოვიგონო რაღაც და წავიდე. თუ ოჯახიდან ვინმე გამომყვება, ისიც კარგ დროს გაატარებს. ჩემთვის ყველაფერს ახლის დანახვა იდეაა და, ვისაც უნდა წამოსვლა, მოდის. უარყოფითი ენერგიებით ვივსები, როდესაც ერთ ადგილას ვჩერდები. 

– ამიტომ, ოჯახის წევრებსაც ურჩევნიათ, გახვიდე სადმე. 

– ურჩევნიათ, გავიდე, რომ არ დაიწყოს დატვირთული მომენტები. მე და ჩემმა მეუღლემ დიდხანს ვითანამშრომლეთ მანამდე, სანამ პარტნიორები გავხდებოდით. მგონი, იმ წლებმა უფრო სერიოზული ურთიერთობა შექმნა. ოჯახი კი ვართ, მაგრამ, შემოქმედებაზე მიდის 24 საათი ფიქრი, მუშაობა, რეკლამა, მენეჯმენტი. ჩვენი ძირითადი მიზანი მაინც შემოქმედებაა, ამიტომაც არის ჩვენი ერთად ყოფნა, კოჰაბიტაცია შესაძლებელი. რაღაცას რომ დავისახავთ მიზნად, ეს მე დავისახე მიზნად თუ თინამ, ორივეს ვალდებულება ხდება, რადგან, შიგნით 80 პროცენტი შემოქმედება დევს. მან უნდა დაგეგმოს, მე უნდა შევასრულო, ან, მე გამარეკლამებენ სადმე და, სანამ იქ წავალ, ამათ უნდა მოამზადონ ყველაფერი. 

– მშვენივრად ასრულებ მეუღლის დაგეგმილ საქმეებს. 

– დიახ და, ამასთან ერთად, ნდობა ძალიან მნიშვნელოვანია. ოფისში ჩვენ გარდა 5 ადამიანი მუშაობს და ჩემი წამოსვლის მიზეზი ყველამ იცის. მე თუ მივდივარ დასასვენებლად, ისიც კი აღირიცხება. ჩემი „ფეისბუქის“ გვერდი გახსნილია, ისევე, როგორც იმეილები. ჩემი იმეილი საინფორმაციო იმეილზეა მიბმული და, ამიტომ, ყველაფერი იხსნება. ისედაც ვერ მოვებღაუჭები ბევრ უფლებას მთლად თავისუფლად. სამწუხაროდ და საბედნიეროდ, დღეს ასეა. 

– მოკლედ, გახსნილად ცხოვრობ და თავადაც სრული თავისუფლება გაქვს.

– მაქვს სრული თავისუფლება. შებოჭვის მომენტში იდეა ფუჭდება და ურთიერთობა დაიძაბება, ეს კი არ არის საჭირო. მე, როგორც ხელოვანმა ადამიანმა, საითაც არ უნდა გავიხედო, ვინმეს მივხედო, ჩემი დაკვირვება მაინც იქითკენ არის მიმართული: რამეს ხომ არ ვკარგავ და, ამაში რამე პრობლემა რომ შემექმნას ერთხელ, მეორედ, მესამედ უკვე გაჩნდება პრობლემა. ხელოვანი ადამიანი კი სულ ეძებს თავისუფალ გზას და, როცა გაქვს უფლება, იმოძრაო, მერე რაღაცეები აღარ კონკრეტდება. როგორც მე მაქვს უფლებები, ისევე აქვს ჩემს მეუღლესაც – მასაც შეუძლია, წავიდეს, იმოგზაუროს, დაგეგმოს, რაც უნდა. თავისუფლების აკრძალვის შემთხვევაში, ჩნდება პრობლემები და, როცა შებოჭილი ხარ, მერე გინდა გახსნა და გახვიდე. ეს გასვლა კი მიტოვებას უფრო ემსგავსება, ვიდრე გასვლას – კი არ გახვედი, წახვედი და ეს ძალიან ცუდია. 

– თქვენი განსაკუთრებული პროდუქცია ლუკასია. 

– კარგი ტიპია ძალიან, კარგად მღერის, ცურავს. შეჯიბრებაში მესამე ადგილი აიღო. არაფერში არ ვატანთ ძალას, კარგად სწავლობს გიმნაზიაში. 

 

скачать dle 11.3