კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მარნეულის სასურსათო ქარხნის წარმოება ამტკიცებს, რომ ქართული სოფლის მეურნეობას მომავალი აქვს

ირინა გაფრინდაშვილი: „სოფლის მეურნეობა რთული და სპეციფიკური დარგია, რომელიც საჭიროებს ეტაპობრივ განვითარებას, ევროპული გამოცდილების გაზიარებასა და უწყვეტ ინვესტიციას”


გემრიელი და ქართველი მომხმარებლის საყვარელი „მარნეულის“ პროდუქცია, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა სავაჭრო ქსელის დახლზე აწყვია, თავის დროზე საკმაოდ რისკიანი და ინოვაციური ბიზნესწამოწყების შედეგია. 2007 წლიდან ცნობილი ქართული მინერალური წყლის, „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის, „წყალი მარგებლის“ აქციონერების ინტერესი სოფლის მეურნეობის აღორძინებასა და კვების მრეწველობის განვითარებას დაუკავშირდა. სწორედ ამ პერიოდიდან იწყება  „მარნეულის სასურსათო ქარხნისა“ და „მარნეული აგროს“ ისტორიაც.

„სოფლის მეურნეობა რთული და სპეციფიკური დარგია, რომელიც საჭიროებს ეტაპობრივ განვითარებას, ევროპული გამოცდილების გაზიარებასა და უწყვეტ ინვესტიციას. განვითარებული ქვეყნების ინოვაციური მიდგომის გათვალისწინების გარეშე, ის პოტენციალიც განადგურდება, რაც დღეს არსებობს ქვეყანაში. „მარნეულის სასურსათო ქარხნისა“ და „მარნეული აგროს“  შვიდწლიანმა საქმიანობამ  ეს ნათლად დაგვანახვა,“ – აღნიშნავს „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ დირექტორი  ირინა გაფრინდაშვილი.

 

2012 წელს დანერგილმა ახალმა ტექნოლოგიებმა კომპანიას საშუალება მისცა, უფრო მეტი სიახლე შეეთავაზებინა მომხმარებლისთვის. შესაბამისად, 2013 წელი „მარნეულის სასურსათო“ ქარხნისთვის გამორჩეული იყო. გაიზარდა პროდუქციის წარმოება. ამის მაგალითია სარეალიზაციო ქსელში პროდუქციის მოცულობის ზრდის ტემპები. კომპანიამ კიტრის მწნილებისა და ტომატ-პასტების ასორტიმენტის ზრდასთან ერთად, სალათების გამოშვებაც დაიწყო.  განხორციელდა „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ პროდუქციის პირველი ექსპორტი ევროპაში. დღეისთვის „მარნეულის სასურსათო ქარხანას“ ტომატ-პასტის ბაზრის დაახლოებით 30 პროცენტი უკავია, ხოლო კიტრის მწნილის – 40 პროცენტი.

– ქალბატონო ირინა, „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ მიზანი იყო იმპორტირებული პროდუქციის ქართული ნაწარმით ჩანაცვლება...

– საწარმოს შექმნის დღიდან ჩვენი მიზანია, ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქციის ქართულით ჩანაცვლება. მომხმარებელს ვთავაზობთ 100 პროცენტით ქართულ პროდუქტს. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, არსებული მითი დაგვემსხვრია, თითქოს საქართველოში წარმოება შეუძლებელია, კონკურენციას ვერ გაუწევ თურქეთს, ჩინეთს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია, თუმცა მიღწევადი. იმისთვის, რომ ქარხანამ შეძლოს, წარმოება კონკურენტუნარიანი გახადოს, აუცილებელია, წარმოების სრული ციკლი შეესაბამებოდეს და იყოს მაღალი სტანდარტების. სწორედ ამიტომ, ქარხანაში ნედლეულის უწყვეტი მიწოდების მიზნით, ინვესტიცია ჩაიდო „მარნეული აგროში”. კომპანიის გაყიდვები დღითიდღე იზრდება და ასორტიმენტსაც სულ უფრო მეტად ვაფართოებთ. 2014 წლისთვისაც იგეგმება ასორტიმენტის გაფართოება. რაც უფრო მეტი ქართული საწარმო იქნება ქვეყნაში, მით უფრო მეტად დაიკავებს ქართული პროდუქცია იმპორტირებული პროდუქციის წილს ქართულ ბაზარზე.

– თქვენი პროდუქცია 2013 წელს  ექსპორტზეც გავიდა და როგორც ვიცით, უცხოელების დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ მიმართულებით თუ გეგმავთ აქტივობებს?

– ძალიან ბევრი შემოთავაზება და დიდი დაინტერესებაა მარნეულის სასურსათო ქარხნის პროდუქციის ექსპორტზე. კომპანია პერიოდულად იღებს მონაწილეობას უცხოეთში გამართულ გამოფენებში, რომლის მაგალითია FoodIst – სტამბულში 2012 წლის დეკემბერში. თებერვლის ბოლოს კი კომპანია წარმოდგენილი იქნება ამ სფეროში ერთ-ერთ უმსხვილეს გამოფენაზე - GulFood დუბაიში. მსგავსი გამოფენები ჩვენ საშუალებას გვაძლევს, უფრო ახლოს გავიცნოთ, თუ რა მოთხოვნებია უცხოეთის ბაზარზე. პროდუქციის ექსპორტზე გატანა გრძელვადიანი თემაა და ვცდილობთ, მომზადებულები ვიყოთ და ისეთი პროდუქტი შევთავაზოთ უცხოელ მომხმარებელს, რომელიც მალევე გახდება პოპულარული და ადვილად დაიმკვიდრებს ადგილს. ამ ეტაპზე კომპანია უფრო ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული. 

– ქარხნის ძირითადი მომწოდებელი  ჰოლდინგში შემავალი „მარნეული აგრო“ და ადგილობრივი ფერმერები არიან. როგორ ხდება დაგეგმვა, მოსავლის მოყვანისა და აღების პროცესი?

– „მარნეული აგრო“ მარგებელი ჰოლდინგის ნაწილია, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა სოფლის მეურნეობის სფეროში. კომპანია მარნეულის სასურსათო ქარხნისთვის ნედლეულის მთავარი მიმწოდებელია.  გააჩნია საკუთარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, სადაც მოყავს ბოსტნეული და მარცვლეული კულტურები. ხდება ბოსტნეულის ჩითილების გამოყვანა საჩითილეებში და შემდეგ გადარგვა ღია გრუნტზე. „მარნეული აგრო“ იყენებს ბოსტნეულის მოყვანის ევროპულ მეთოდებს და ტექნოლოგიებს. კომპანიას გააჩნია თანამედროვე წვეთოვანი მორწყვისთვის საჭირო აღჭურვილობა, ასევე კიტრისა და პომიდვრის ამღები, რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს. შედეგად „მარნეული აგროს” მოსავლიანობა ჰექტარზე გადაანგარიშებით ყოველწლიურად იზრდება. კომპანიის მთავარი მიზანია მოსავლიანობის მხრივ მსოფლიოს მაჩვენებლებს მივუახლოვდეთ. მაგალითისთვის, პომიდვრის მოსავლიანობა ჰექტარზე საშუალოდ 100-120 ტონაა. მაშინ როცა საქართველოში საშუალო მაჩვენებელი 15-20 ტონამდეა, ჩვენს მინდვრებზე მივაღწიეთ დაახლოებით 70 ტონას. რაც შეეხება კიტრს, ევროპაში მოსავლიანობა დაახლოებით 80-100 ტონამდეა, ხოლო „მარნეული აგროს” მინდვრებზე – 55 ტონამდე. ასევე აღსანიშნავია, რომ წელს „მარნეული აგრომ“  ხორბლის რეკორდული მოსავალი აიღო – 120 ჰექტარი მინდვრიდან 450 ტონა ხორბალი. ერთ ჰექტარზე საშუალო მოსავლიანობამ 7,5 ტონა შეადგინა, რაც ქვეყანაში საშუალო მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატება. ეს მაჩვენებლები საქართველოსთვის რეკორდულია.

– რაც შეეხება წარმოებას,  როგორი იყო 2013 წლის წარმოების სეზონი?

– მარნეულის სასურსათო ქარხანა ნედლეულით ადგილობრივი ფერმერებისგან და საკუთარი მეურნეობიდან მარაგდება. გადანაწილება დაახლოებით შემდეგნაირია: ნედლეულის 40 პროცენტს საკუთარი მინდვრებიდან ვიღებთ; ხოლო 60 პროცენტი  ქართულ ბაზარზე მოღვაწე ფერმერებიდან შემოგვდის. ნედლეულს საქართველოს თითქმის მთელი ტერიტორიიდან ვიბარებთ. მოსავლიანობა ყოველწლიურად იზრდება. მომავალი სეზონისთვის მოსავლის აღების ტექნოლოგიებში ინვესტიციებს ვდებთ, იმისთვის რომ, უზრუნველვყოთ კიდევ უფრო დიდი წარმოება ბაზრისთვის.  საქართველოს კლიმატი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კიტრის მოსავალი ორ სეზონზე გადავანაწილოთ. პირველი სეზონის მოსავლის აღება მაისის შუა რიცხვებიდან იწყება და ივლისის დასაწყისამდე გრძელდება, მეორე მოსავალი სექტემბრის დასაწყისში იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. 2013 წელს კიტრის რეკორდული მოსავალი მივიღეთ. ქარხანაში კიტრის გადამუშავება ევროპელი მწარმოებლების ცნობილი დანადგარებით ხდება, რაც უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის მაღალ დონეს და ხარისხს. არსებული ტექნოლოგიური ხაზები კომპანიას საშუალებას აძლევს ნედლეული დააფასოვოს შემდეგ ფორმატებში: 200, 250, 370, 580, 730, 1000, 3000-მილიგრამიან შუშის  შეფუთვებში, 210,425, 830-გრამიან თუნუქის ქილებში, ასევე, დიდ მოცულობებში. ჯემები დაფასოებულია 5, 10 და 20-კილოგრამიან სათლებში. კორპორატიული მომხმარებლებისთვის 2013 წლიდან დავამატეთ თუნუქის 14 და 18-ლიტრიან შეფუთვებშიც.

скачать dle 11.3