კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორია დუდა სანაძის ამერიკული ცხოვრება და რა შეფასებას აკეთებს ქართველ კალათბურთელზე სანდიეგოს გუნდის მწვრთნელი

ჩვენი რესპონდენტი 21 წლის კალათბურთელი დუდა სანაძეა, რომელიც სპორტის ამ სახეობით 7 წლის ასაკიდან არის დაკავებული, თუმცა, ოჯახში პირველი კალათბურთელი ნამდვილად არ არის – ის ცნობილი კალათბურთელის, გია სანაძის შვილია. როგორც თავად ამბობს, მამა მასზე კარგი „მსროლელი” იყო, მაგრამ, საერთო მაინც აქვთ – ორივეს უყვარს ბურთის კალათში ჩაგდება და, შესაბამისად, გუნდისთვის ქულების მოტანა. დუდა უკვე მეორე წელია, ოჯახისგან შორს, კალიფორნიაში ცხოვრობს, სადაც სანდიეგოს უნივერსიტეტში სწავლობს და, ამასთანავე, ამავე საუნივერსიტეტო გუნდის საპატიო წევრია. 

 

– როგორც გავიგე, წარმატებული კარიერა გაქვს. როდის დაიწყე სანდიეგოს გუნდში თამაში?

– მეორე წელია, სანდიეგოს უნივერსიტეტში ვსწავლობ, მაგრამ, წინა წელს არ მითამაშია, რაღაც პრობლემები მქონდა. მომდევნო წელს დავიწყე ვარჯიში, ფორმაში შევედი და რამდენიმე კარგი თამაშიც ვითამაშე, მაგრამ ჯერ ისეთი არაფერი გამიკეთებია. მართალია, ჩემით კმაყოფილები არიან, მაგრამ, მე მაინც ვფიქრობ, რომ წარმატებისთვის ჯერ არ მიმიღწევია.

– საქართველოდან როდის წახვედი?

– ამერიკამდე პერიოდულად მიწევდა სხვადასხვა ქვეყანაში გასვლა: 18 წლის რომ ვიყავი, ესპანეთში ვცხოვრობდი 6 თვე, 19 წლის ასაკში – ლიტვაში. მას მერე, უკვე მეორე წელია, ამერიკაში ვარ.

– კალათბურთის თამაშის პარალელურად, სწავლობ, როგორც ვიცი.

– დიახ, სანდიეგოს უნივერსიტეტში, ბიზნესის ადმინისტრირების მენეჯმენტზე ვსწავლობ, მეორე კურსის სტუდენტი ვარ. ეს უნივერსიტეტი ერთ-ერთი საუკეთესოა და ამერიკის ტოპ-ათეულშია შესული. აქ სწავლას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა.

– სპორტსა და სწავლას ერთმანეთს როგორ უთავსებ? დამეთანხმები, რომ ვარჯიშს ძალიან ბევრი დრო მიაქვს, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, სპორტსმენები სწავლას სათანადო დროს ვერ უთმობენ. როგორც ჩანს, შენ ეს „ტრადიცია” დაარღვიე.

– იმდენად დატვირთული ვარ, რომ ჩემებსაც ვერ ველაპარაკები ხშირად თბილისში. თუ ვარჯიში არ მაქვს, ლექციაზე ვარ, თუ ლექცია არ მაქვს – ვარჯიშზე. ოთახში მხოლოდ დასაძინებლად მივდივარ. ძალიან ძნელია ასეთი რეჟიმი, მაგრამ, გრაფიკი მაინც შეთავსებული მაქვს, რომ არ დამერღვას. კალათბურთელებს მაინც გვეხმარებიან შეძლებისდაგვარად. 

– კალათბურთის თამაში რა ასაკში დაიწყე და, საერთოდ, თავიდან ეს გართობა იყო თუ სერიოზული მიზანი დიდი სპორტისკენ?

– კალათბურთი ჩემთვის გართობა არასდროს ყოფილა, თავიდანვე პროფესიონალურ დონეზე მინდოდა თამაში, მამაჩემიდან გამომდინარე. 7 წლის ვიყავი, აკადემიაში კალათბურთზე რომ დავიწყე სიარული. სულ მინდოდა, წარმატებული კალათბურთელი გამოვსულიყავი, მაშინ სწავლაზე მართლა არ ვფიქრობდი. თავიდანვე კარგად ვთამაშობდი, მაგრამ, მერე სწავლის გამო რამდენიმე თვე აღარ ვვარჯიშობდი, თუმცა, მალე ჭკუაზე მოვედი და ისევ დავიწყე ვარჯიში. 

– 21 წლის ხარ და, ასაკიდან გამომდინარე, ალბათ, მამას თამაში არ გემახსოვრება. 

– არა, მხოლოდ ჩანაწერები მაქვს ნანახი მამაჩემის მონაწილეობით.

– წარმომიდგენია, როგორი პასუხისმგებლობაა შენთვის ის ფაქტი, რომ ცნობილი კალათბურთელის, გია სანაძის შვილი ხარ. 

– გია სანაძის შვილობა ჩემთვის მართლაც დიდი პასუხისმგებლობაა. რომ გაიგებენ, გიას შვილი ვარ, მაშინვე იმას მეკითხებიან, როგორ ვისვრი.

– ეს ლოგიკურიც არის, რადგან გია სანაძე ზუსტი ტყორცნებით ყოველთვის გამოირჩეოდა. 

– მამაჩემის გამო ყველა მაკვირდება, როგორ ვთამაშობ, როგორი კალათბურთელი ვარ, როგორ ვისვრი და ასე შემდეგ. მოკლედ, მართლა დიდი პასუხისმგებლობაა.

– თავად როგორი შემფასებელია?

– ძალიან იშვიათად ამბობს კარგს, სულ ნეგატიურია ჩემ მიმართ. თუ შემაქო, ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან მაგრად ვითამაშე.

– ერთად თუ გითამაშიათ?

– როგორ არა, თბილისში რომ ვიყავი, ერთად ხშირად გვითამაშია კალათბურთი.

– თამაშის სტილით თუ ჰგავხართ ერთმანეთს?

– კი, ერთ პოზიციაზე ვთამაშობთ, ორივე ჩამგდებები ვართ – ბურთს ვისვრით და ქულები მოგვაქვს გუნდისთვის. საერთო ისიც გვაქვს, რომ ბურთის ჩაგდება ორივეს გვიყვარს. თუმცა, მამაჩემი უფრო კარგი მსროლელი იყო.

– რამდენი დედმამიშვილი ხართ?

– სამი ძმა ვართ. 

– შენ გარდა თუ თამაშობს რომელიმე კალათბურთს?

– ერთი ჯერ პატარაა, 6 წლის არის, მაგრამ აუცილებლად ითამაშებს. მეორე კი 20 წლამდელების ნაკრებშია. 

– რა ნომრის მაისურით თამაშობ?

– 10.

– ძალიან კარგია, რომ წარმატებული კარიერა გაქვს ამერიკაში, მაგრამ, ალბათ, განსხვავებული პასუხისმგებლობაა ეროვნულ ნაკრებში თამაში.

– ბავშვობაში, მამაჩემს რომ დავყავდი ნაკრების თამაშებზე, სულ ვოცნებობდი იმ დროზე, როცა მეც მათ რიგებში ვიქნებოდი. წინა ზაფხულს კი მომიწია ნაკრებში თამაში, მაგრამ, საქართველოში არ იყო თამაშები. სულ სხვა განცდაა, როცა შენს ქვეყანაში ხარ და ნაკრებში თამაშობ. წელს საქართველოში იქნება თამაშები, რასაც ძალიან ველოდები.  

– როდის გეგმავ ჩამოსვლას?

– მაისის ბოლოს ჩამოვალ საქართველოში აუცილებლად.

– როგორია შენი ამერიკული ცხოვრება?

– აქ ჩემი დილა ძალიან ადრე იწყება. 7-8 საათისთვის ვარჯიში მაქვს, მერე ტრენაჟორებზე ვვარჯიშობ, მერე კი – ლექციები. დამატებითაც ვვარჯიშობ დარბაზში მარტო; ასევე, იმ დავალებების მომზადება მიწევს, რასაც უნივერსიტეტში მაძლევენ. 

– უკვე ორი წელია, შენი ცხოვრება კალიფორნიას უკავშირდება, რის გამოც ცოტა ქართულად საუბარიც კი გიჭირს. ქართველი მანდ არავინ გყავს?

– აქ კი გავიცანი ქართველები, მაგრამ, ისინიც ძალიან დაკავებულები არიან და ერთმანეთს იშვიათად ვხვდებით. ფაქტობრივად, ქართულად ლაპარაკი არ მიწევს, მხოლოდ საქართველოში თუ ვეკონტაქტები მეგობრებს „ფესიბუქით”. 

– 19 წლიდან მარტო ცხოვრობ. დამოუკიდებელი მანამდეც იყავი?

– არა, დამოუკიდებლობას აქ შევეჩვიე. მშობლების ზრუნვას შეჩვეულს, თავიდან ძალიან გამიჭირდა. დედის ხელი ძალიან მომაკლდა. ყველაზე ნაკლებად მას უნდოდა ჩემი ამერიკაში წასვლა. აეროპორტში ბოლო წუთამდე მეკითხებოდა, მართლა გინდა წასვლაო? 

– როგორც ყველა კალათბურთელს, შენც გინდა, ალბათ, NBA-ში თამაში. 

– რა თქმა უნდა, NBA-ში თამაში ბავშვობიდან ჩემი ოცნებაა. იმედი მაქვს, გამიმართლებს. 

– რომელ გუნდში ისურვებდი თამაშს?

– ბავშვობიდან „ლეიკერსის” გულშემატკივარი ვარ და მის შესახებ ყველაფერი ვიცი. კალათბურთის თამაში რომ დავიწყე, პირველი ფორმა სწორედ „ლეიკერსის” მქონდა. მაგრამ, ამ შემთხვევაში, NBA-ში თუ ვითამაშებ, გუნდს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

– ამის რეალური პერსპექტივა თუ არის?

– როგორც ამბობენ, კარგი სეზონი ვითამაშე. როგორც მწვრთნელები მეუბნებიან ამერიკაში, პირველი წლისთვის ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენე. არ მიყვარს ჩემი თავის შეფასება, მაგრამ... დრო კიდევ მაქვს, საკუთარი შესაძლებლობები რომ ვაჩვენო.

 

скачать dle 11.3