კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ინფორმაციას გვაწვდის საკუთარი კანის შეფერილობა

როგორ ვითარდება ადამიანებში ქრონიკული დაღლის სინდრომი და რა იწვევს მას

ქრონიკული დაღლილობის სინდრომით დაავადების ძირითადი და მთავარი სიმპტომია მუდმივი სისუსტე და სწრაფი დაღლა. ამ სინდრომით დაავადებულებს ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის აქტივობა უქვეითდებათ. ეს ჰორმონი, რომელიც ჰიპოფიზში წარმოიქმნება,  დიდ როლს თამაშობს ადამიანის ორგანიზმზე სტრესის ზემოქმედების რეაქციის დროს. მისი მეტაბოლურობის შემცირება კი საერთო ფიზიკურ აქტივობას აქვეითებს.

ქრონიკული დაღლილობის სინდრომით ავადდება ის, ვისაც დიდი სტრესი აქვს გადატანილი. ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, რომ სინდრომის გავრცელების ერთ-ერთი მიზეზი ზუსტად ამ ჰორმონის აქტივობის დაქვეითება იყოს. თუმცა, დღემდე, მეცნიერები და ექიმები ამის გამომწვევ მიზეზად ადამიანის იმუნური სისტემის დაქვეითებას მიიჩნევენ.

ქრონიკულ დაღლილობას ბევრი მიზეზი ახლავს თან, მისი განკურნება კი არც ისე ადვილია. ამიტომ, ეცადეთ, არ გადატვირთოთ და გადაღალოთ როგორც ორგანიზმი, ასევე, ტვინი და დროდადრო დასვენებაც მოახერხეთ.

 

რა იწვევს ტოქსიკოზს ორსულობის პერიოდში

ორსულობის პერიოდში ტოქსიკოზი ერთ-ერთი ხშირი და არასასიამოვნო შეგრძნებაა. მისი სხვადასხვა ფორმა არსებობს და წარმოშობის მიზეზებიც განსხვავებულია. კერძოდ, განასხვავებენ ადრეულ და გვიან ტოქსიკოზს. ორსულობის ოც კვირამდე აღმოცენებულ ტოქსიკოზს ადრეული ეწოდება, ხოლო ოცი კვირის შემდეგ – გვიანი.

ადრეული ტოქსიკოზის ძირითადი კლინიკური გამოვლინებაა გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ნევროლოგიური დარღვევები. ეს იწვევს ძილიანობას, ადინამიას, აპათიას ან პირიქით, მომატებულ აღგზნებადობას.

გვიანი ტოქსიკოზის დამახასიათებელი ნიშნებია: ნევროპათია, სხვადასხვა სახის სისხლძარღვოვანი დარღვევა, რის შედეგადაც ვითარდება პლაცენტური უკმარისობები. გვიანი ტოქსიკოზის ყველაზე რთული ფორმაა პრეკლამფსია და ეკლამფსია, რომელთა თავიდან აცილება შესაძლოა ადრეული ტოქსიკოზის ნიშნების გამოვლენისთანავე.

ტოქსიკოზის განვითარებას ხელს უწყობს ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობა და გარემო ფაქტორები. აუცილებელია ექიმის მეთვალყურეობა მთელი ორსულობის პერიოდში, საერთო გამოკვლევების ჩატარება, რათა დროულად დაინიშნოს მკურნალობა, შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად.

ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს ორსული ქალის გარემო პირობებს. აუცილებელია მშვიდი და სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნა, ახლობლებისა და გარშემო მყოფების მხრიდან მზრუნველობა, ყურადღება და სიყვარული. ეს მათ განსაკუთრებით სჭირდებათ.

ორსულობის დასაწყისში, სანაყოფე კვერცხიდან წამოსული იმპულსები აღიზიანებს საშვილოსნოს ნერვულ დაბოლოებებს. უარყოფითი ნერვული იმპულსები მოქმედებს ორსულის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და იწვევს ამ უკანასკნელის ფუნქციურ გადახრებს. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კი, უარყოფითი იმპულსები ქრება და უსიამოვნო შეგრძნებებიც აღარ აწუხებს ორსულს.

 

მეხსიერების გაუარესების დროს, ხშირად ჭამეთ თევზი, ბანანი და თხილი

მეხსიერების გაუარესებას დროულად უნდა მიაქციოთ ყურადღება, რათა სიტუაცია კიდევ უფრო არ დამძიმდეს. თუ მეხსიერების გაუარესება გამოწვეულია თავის ტვინის სისხლძარღვების შევიწროებით, ინტოქსიკაციებითა და ასე შემდეგ, მაშინ, შესაბამისი ექიმის გამოკვლევა და სწორი მკურნალობა გჭირდებათ. მაგრამ, თუ ის გამოწვეულია დაღლილობით, ქრონიკული სტრესით, მაშინ თავადაც შეგიძლიათ სიტუაციის კონტროლი. კერძოდ, აუცილებელია, ხშირად ისეირნოთ სუფთა ჰაერზე, რადგან ტვინის სისხლძარღვებს ნორმალური ფუნქციონირებისთვის ესაჭიროება ჟანგბადი. დაიწყეთ რეგულარული ვარჯიში. ეს აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. შეამცირეთ სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლის სმა.

ნუ დაგავიწყდებათ, რომ მეხსიერება პირდაპირ კავშირშია ჯანსაღ ძილთან. ამიტომ, აუცილებელია კარგი გამოძინება. უნდა გეძინოთ დღე-ღამეში არაუმცირეს რვა საათი და მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს. ამისთვის, უნდა ისწავლოთ საკუთარ თავზე მუშაობა და ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც თქვენზე პოზიტიურად მოქმედებენ.

ხშირ შემთხვევაში, გონების გაუარესებას იწვევს დიეტები. ამ დროს საკვები რაციონიდან საერთოდ იღებენ გლუკოზას. არადა, ეს უკანასკნელი გონების მუშაობისთვის ძალიან სასარგებლო და აუცილებელია. ხშირად მიირთვით თევზი, თხილი, მზესუმზირა, მცენარეული ცხიმები, ხორცი, ბანანი, ზღვის პროდუქტები, ფაფები. მიირთვით ისეთი საკვები, რომელიც შეიცავს E ვიტამინს, რკინას, მაგნიუმსა და თუთიას.

იწვევს თუ არა ასაკის მატება სახსრებში მარილების დაგროვებას 

ოსტეოართროზი სახსრების ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და მას სახსრების რევმატიზმს, ხან კი მარილების დაგროვებას უწოდებენ. თუმცა, ის არც ერთთან და არც მეორესთან კავშირში არ არის.

ოსტეოართროზი შედის რევმატიულ დაავადებათა ჯგუფში. ის სახსრების ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც ადვილად პროგრესირებს და ხრტილის დეგენერაციული ცვლილებებით ხასიათდება. ნორმალური ხრტილოვანი ქსოვილი მეტად გლუვი, მტკიცე და ელასტიკურია. ის სახსარში შეუფერხებელ და უმტკივნეულო მოძრაობასა და ამორტიზაციას უზრუნველყოფს.

ასაკის მატებისა და სხვა ბევრი ფაქტორის ხელშეწყობით, ხრტილი კარგავს მისთვის დამახასიათებელ თვისებებს – ხდება უსწორმასწორო, უხეშდება და კვდება. ამის გამო, სახსარში შემავალი ძვლოვანი ზედაპირები ერთმანეთს ეხახუნება, მკვრივდება, ბრტყელდება და სასახსრე ნაპრალი ვიწროვდება. ძვლის ქსოვილი კი, კომპენსაციის მიზნით, იწყებს ზრდას და ჩნდება ძვლოვანი წანაზარდები, რასაც შეცდომით მარილების დაგროვებას მიაწერენ. დაახლოებით 45-50 წლის ასაკის ზემოთ, ხრტილი, ისევე, როგორც სხვა ორგანოები და სისტემები, ბერდება და ამ პროცესის შეჩერება ძნელია. ჭარბი წონის თავიდან აცილება ოსტეოართროზის განვითარების რისკს აქვეითებს.

ოსტეოართროზის ნაადრევი განვითარების მიზეზი ხშირად არის სახსრის ხანგრძლივი გადატვირთვა, რაც ბევრ პროფესიას ახლავს. ასაკის მატებასთან ერთად, ხრტილის ელასტიკურობა იკლებს და სახსრები იტვირთება. ასევე, სხვა ხელშემწყობი ფაქტორებია ტრავმები, სახსრების ანთებითი დაავადებები, მენოპაუზა, შაქრიანი დიაბეტი და ასე შემდეგ. დაავადება თანდათან, შეუმჩნევლად იწყება და ვითარდება. პირველად ტკივილი მხოლოდ დატვირთვის შემდეგ, საღამოს საათებში ჩნდება, დასვენების მერე კი ქრება. დროთა განმავლობაში ტკივილის ინტენსივობა და ხანგრძლივობა იზრდება და ღამის საათებშიც დისკომფორტს უქმნის ადამიანს. შემდგომ სტადიებში კი მუდმივად შემაწუხებელი ტკივილი იგრძნობა, კიდურებში მოძრაობა იზღუდება, მოძრაობისა და სიარულის დროს სახსრებში ისმის ხრაშუნისა და ტკაცუნის ხმა. მოგვიანებით სტადიაში ვითარდება სახსრების შეუქცევადი დეფორმაციები, ამოვარდნილობები და სხვა გართულებები. ამიტომ, დროულად უნდა მივხედოთ თავს და, ვეცადოთ, ასაკის მატებასთან ერთად, წონაც ვარეგულიროთ, რათა მსგავს პრობლემებს ავარიდოთ თავი.

რა ინფორმაციას გვაწვდის საკუთარი კანის შეფერილობა

თუ კარგად დააკვირდებით თქვენი კანის ფერს, შესაძლო ავადმყოფობის შესახებ მიიღებთ ინფორმაციას და მკურნალობის კურსსაც დროულად ჩაიტარებთ, კერძოდ:

თუ კანმა მოყვითალო ფერი მიიღო, გამოიკვლიეთ ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი, რადგან, შესაძლოა, ანთებითი პროცესი უკვე დაწყებულია.

თუ ფერმკრთალი ხართ, სავარაუდოდ, ანემია გაქვთ და, ეს ან რკინის ნაკლებობასთან არის დაკავშირებული, ან სასუნთქი გზების პრობლემები გაწუხებთ. გამოიკვლიეთ ფილტვები და ბრონქები.

თუ სიმკრთალეს მოლურჯო ფერი გადაჰკრავს ტუჩებსა და ცხვირზე, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ გულთან დაკავშირებული პრობლემა გაქვთ.

ფერმკრთალი კანი მოლურჯო ლაქებით იმაზე მეტყველებს, რომ სუსტი სისხლძარღვები გაქვთ და ორგანიზმს C და E ვიტამინები სჭირდება.

ადრეულ ასაკში დანაოჭებული კანი ქრონიკული დაავადებების გარეგანი გამოხატულებაა და მიანიშნებს, რომ ადამიანს დიაბეტი, ენდოკრინული და სხვა დარღვევები აღენიშნება.

მშრალი და დაჭიმული კანი კუჭის მოქმედების დარღვევაზე, კერძოდ კი, ქრონიკულ გასტრიტზე, კუჭის წყლულზე მიგანიშნებთ.

არათანაბარი და დატალღული კანის ფერი მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზმში ტოქსინები და წიდებია დაგროვილი.

მოშავო ფერის კანი კი იმაზე მიანიშნებს, რომ თირკმელების უკმარისობა გაქვთ.

გამომშრალი კანი, რომელიც იქერცლება, იმუნიტეტის დაქვეითებისა და ავიტამინოზის ნიშანია. ამ დროს მიიღეთ A და B ჯგუფის ვიტამინები.

ჩაშავებული და მოდუნებული კანი თვალების გარშემო თირკმელების ფუნქციის დარღვევაზე მეტყველებს.

ცხიმიანი კანი ლიპიდური მიმოქცევის დარღვევის ნიშანია და ყურადღება მიაქციეთ საჭმლის მომნელებელ სისტემას.

თუ კანზე დროდადრო ჩნდება ცხიმიანი ლაქები, ეს ალერგიის ბრალია.

კისერზე ან მკერდზე კანის გაწითლება ჰიპერტონიაზე მიუთითებს.

ხოლო, თუ ტანზე ან სახეზე მუწუკები გიჩნდებათ, ესე იგი, კუჭ-ნაწლავის პრობლემები გაქვთ და დროულად მიხედეთ.

 

კუჭის წყლულის დაავადების დროს მიირთვით უმი კომბოსტო

კომბოსტო შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, ასევე, მასში გვხვდება ეგრეთ წოდებული ულცეროზული ვიტამინი, ანუ, წყლულის საწინააღმდეგო ნივთიერება. გარდა ამისა, კომბოსტოს შემადგენლობაში შედის ტარტარონის მჟავა, რომელიც ძალიან ეფექტური საშუალებაა გასუქების თავიდან ასაცილებლად. სიმსუქნისა და კუჭის წყლულის დაავადების დროს რეკომენდებულია უმი კომბოსტოს ჭამა.

ასევე, კომბოსტოს ხალხურ მედიცინაში იყენებენ, როგორც გარეგან საშუალებას კანის სხვადასხვა დაავადების დროს და დამწვრობის შემთხვევაში.

კომბოსტოს მწნილი სასარგებლოა მათთვის, ვისაც ღრძილების დაავადებები აწუხებს. ასეთ დროს მწნილის წვენი გამოივლეთ პირის ღრუში.

ძლიერი კოლიტის, ბუასილისა და სისხლდენის დროს კი კომბოსტოს მწნილი შეუცვლელი საკვებია ორგანიზმისთვის. მისი ჭამა, ასევე, სასარგებლო და ეფექტურია ღვიძლის დაავადების დროსაც.

скачать dle 11.3