კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა:  რომელი ხილი ან საკვები უნდა მივიღო იოდის დეფიციტის დროს? კარგია თუ არა ამ დროს ნიგოზი, კარალიოკი და ასე შემდეგ?

პასუხი: არსებობს შეხედულება, თითქოს ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი, მაგალითად, ფეიხოა, ხურმა, კაკლის უღელი, ბევრ იოდს შეიცავს. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. საერთოდ, ხილსა და ბოსტნეულში (გარდა ისპანახისა) იოდი უმნიშვნელო ოდენობით არის. შედარებით მეტია ხორცში, რძესა და რძის ნაწარმში, კვერცხში. იოდით განსაკუთრებით მდიდარია ზღვის პროდუქტები, კერძოდ, ზღვის კომბოსტო (ლამინარია), წყალმცენარეები, თევზი, ბევრია იოდი თევზის ქონშიც. მაგრამ იოდდეფიციტის დროს გირჩევთ იოდის დამატებით მიღებას ტაბლეტების სახით ექიმის დანიშნულებით.

კითხვა: ვარ 16 წლის, 2 თვის წინ დამიდგინდა დიაბეტი (პირველი ტიპი). 1 თვეა, არ გამიკეთებია ინსულინი და გლუკოზა სისხლში მაქვს ყოველთვის ნორმაში. შეიძლება თუ არა პირველი ტიპის დიაბეტის დროს უინსულინოდ ნორმა იყოს?  ტკბილეულიც მიმიღია ამ პერიოდში.

პასუხი: ბავშვებსა და მოზარდებს შორის პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი გაცილებით მეტად არის გავრცელებული, მეორე ტიპი კი უმთავრესად ზრდასრულთა დაავადებად მიიჩნევა. თუმცა, ბავშვებსა და მოზარდებს შორისაც გვხვდება დიაბეტის ისეთი ფორმები, რომლებიც ზოგიერთი თვისებით მეორე ტიპისას უახლოვდება. ასევე, განვითერებულ ქვეყნებში გახშირდა  მოზრდილთა ტიპის დიაბეტი ახალგაზრდებსა და ბავშვებს შორის (MODY), რის მიზეზადაც ჭარბი წონა მიაჩნიათ. თუ ოჯახის რომელიმე წევრი მეორე ტიპის დიაბეტით არის ავად, მნიშვნელოვნად იზრდება საფრთხე ბავშვიც დაავადდეს. ამიტომ, მიმართეთ ენდოკრინოლოგს, რომელიც განსაზღვრავს თქვენი დაავადების ტიპს. სავარაუდოდ, არა გაქვთ პირველი ტიპის დიაბეტი.  

კითხვა: მაქვს გულის რევა, როცა მშივდება. რა მიზეზი შეიძლება იყოს? შეიძლება ჭიების ბრალი იყოს?

პასუხი: მიზეზი შეიძლება იყოს სისხლში შაქრის დაბალი შემცველობა, ასევე სიმჟავის ჭარბად გამოყოფა ან ნაღვლის დაგროვება კუჭში, რაც იწვევს ლორწოვანის გაღიზიანებას. უცილებელია გამოკვლევები. გირჩევთ, მიმართოთ გასტროენტეროლოგს. 

კითხვა: თუ შეიძლება ცხვირით სუნთქვის დარღვევასა და შეკრულობას  ჰქონდეს რაიმე საერთო? ანუ შეკრულობის ერთ-ერთ მიზეზად თუ შეიძლება განიხილებოდეს ეს?

პასუხი: ცხვირით სუნთქვის დარღვევა ფიზიკური განვითარებისა და, ზოგადად, ჯანმრთელობის სხვადასხვა დარღვევას იწვევს. მათ შორის, ნერვული სისტემის მოშლილობას, რაც თავის მხრივ ხდება საჭმლის მომნელებელი სისტემისა და სხვა შინაგან ორგანოთა ფუნქციის დარღვევის მიზეზი.  

კითხვა: ამ ბოლო დროს მივაქციე ყურადღება, რომ ბევრ პრეპარატს აწერია „გენერიკი“. რას ნიშნავს ეს?

პასუხი: გენერიკები – მარტივად რომ ვთქვათ, არის წამლები, რომელთა შესაქმნელად, შესასწავლად და ბაზარზე დასამკვიდრებლად მის მწარმოებელ ქვეყნებს კაპიკიც არ გადაუხდიათ. სწორედ ამიტომ, გენერიკები ორიგინალურ პრეპარატებთან შედარებით, იაფი ღირს.

 

скачать dle 11.3