კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უკრძალავენ საქართველოში ქალებს დედობის უფლებას, რა მექანიზმებით აიძულებენ მამებს მამობის აღიარებას და როგორ ემალებიან მართლმსაჯულებას მამები

სულ ახლახან „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით, გამოსცა სახელმძღვანელო ქალებისთვის და არა მხოლოდ მათთვის. მისი სახელწოდებაა –  „სამართლებრივი გზამკვლევი ქალებისთვის“ (უახლოეს მომავალში წიგნი ხელმისაწვდომი იქნება ორგანიზაციის საიტზე). ერთ-ერთი ავტორი, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის წევრი და იურისტი ელენა ფილეევა დარწმუნებულია, რომ ხსენებული გამოცემა დიდ სამსახურს გაუწევს ქალბატონებს საკუთარი უფლებების ცოდნასა და რეალიზაციაში და განუმარტავს მათ ქალთა უფლებებს საზოგადოებრივ, პირადსა თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

 

– რატომ გადაწყვიტეთ ამ წიგნის გამოცემა, ამდენად აქტუალურია ეს პრობლემა ჩვენთან, ქალებმა არ იციან, რომ უფლებები აქვთ?

– ამ წიგნს აქვს თავისი ისტორია. ვინაიდან საქართველოში არაერთი რეფორმა მიმდინარეობს გენდერული თანასწორობის კუთხით, ამ ფონზე საჭირო გახდა ყველა დონის ქალბატონის ინფორმირება ზოგადად იმ სამართლებრივი ბაზის შესახებ, რაც არსებობს საქართველოში. გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ უფლებები უმეტესად ირღვევა იმის გამო, რომ ქალბატონმა არ იცის, როგორ უნდა დაიცვას საკუთარი თავი კონკრეტულ შემთხვევაში ან საერთოდ არ არის ინფორმირებული.

– რომ უფლება აქვს?!

– დიახ და უმეტესად ეს იწვევს სხვადასხვა გაუგებრობას, რის გამოც უფრო მეტი პრობლემა ჩნდება. საერთაშორისო ორგანიზაციებმა გადაწყვიტეს ამ კვლევის მხარდაჭერა, რომ ყველანაირი ინფორმაცია ქალთა უფლებების შესახებ წარმოდგენილი ყოფილიყო ერთ წიგნში.

– ეს გზამკვლევი არის ქალებისთვის, მაგრამ ხომ ყველასთვის ცნობილია, რომ ქალებსა და მამაკაცებს თანაბარი უფლებები აქვთ?! ანუ ქალებს ჰგონიათ, რომ მათ იგივე უფლებები არ აქვთ, როგორიც მამაკაცებს?

– სამწუხაროდ, ასეთი ტენდენციაა. ბევრ ქალს ჰგონია, რომ არ აქვთ უფლებები, რაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, სხვადასხვა საერთაშორისო აქტით თუ ადგილობრივი კანონებით. ამ მიდგომის დასანგრევად ჩატარდა არაერთი საინფორმაციო კამპანია და არა მხოლოდ „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ მიერ, არამედ ქალთა უფლებების დამცველი სხვა ორგანიზაციების მიერაც, დაახლოებით, რვა წლის განმავლობაში. ამ წიგნის საფუძველზე მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა ტრენინგები ქალბატონებისთვის, თუმცა მათ დიდი სიამოვნებით ესწრებოდნენ მამაკაცებიც.

– ცნობილია, რომ ქალთა უფლებების დაცვის მოძრაობა დასავლეთში მამაკაცების აქტიური მონაწილეობით დაიწყო, სწორედ ისინი იყვნენ ძალიან აქტიურები.

– დიახ, თანასწორობა არ გულისხმობს რაღაც განსაკუთრებული უფლებების მინიჭებას ქალებისთვის. უბრალოდ, ის გულისხმობს, რომ ქალბატონებმა სრულყოფილად ისარგებლონ იმ უფლებებით, რაც მინიჭებული აქვთ კანონით. ამასთანავე, არის უფლებები, რომლებიც მხოლოდ ქალს აქვს: ეს იქნება დეკრეტული შვებულება, გარკვეული გარანტიები ბავშვის გაჩენის შემდეგ და მნიშვნელოვანია, ქალმა იცოდეს თავისი უფლებების შესახებ. ხშირად დამსაქმებელმაც არ იცის, მათ შორის, სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა ქალთა კონკრეტული უფლებები და სწორედ ამას უკავშირდება ხოლმე კონკრეტული ადამიანის უფლებების შელახვა. ამ წიგნის მიზანია ყველას ინფორმირება. ყველაზე საინტერესოა, რომ წიგნი არ ატარებს დისკრიმინაციულ ხასიათს და არ ითვალისწინებს მამაკაცების უფლებების შელახვას. ამიტომაც მამაკაცებში არ გამოუწვევია აგრესიული რეაქცია.

– ყველაზე მეტად ქალთა რომელი ჯგუფები: მარტოხელა დედები, დიასახლისები, დასაქმებულები განიცდის უფლებების შელახვას და სად: სახლში, ქუჩაში, სამსახურში?

– ქალები, საერთაშორისო სამართლით, მოწყვლად ჯგუფად ითვლება, მაგრამ ამ მოწყვლადი ჯგუფის შიგნით კიდევ არსებობს ბევრი მოწყვლადი ჯგუფი: დევნილები, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, შიდსით დაავადებული თუ ინვალიდი ქალები, ნაციონალური თუ სექსუალური უმცირესობები. რთულია იმის თქმა, ვინ უფრო მოწყვლადია, ძალიან ბევრი უფლებაა და, თუ იზღუდები ერთი უფლების გამოც კი, ესე იგი, უკვე დაზარალებული ხარ. ჩემი აზრით, ყველაზე მეტად დისკრიმინებულები არიან დევნილი და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალბატონები.

– მარტოხელა დედები?

– ჩვენი კანონმდებლობა მარტოხელა დედის არც დეფინიციას იძლევა და არც სხვა შეღავათებს. თუმცა საგადასახადო კოდექსში აღნიშნულია, რომ მარტოხელა დედას არ უნდა დაებეგროს შემოსავალი, თუ ის 3 000 ლარს არ სცილდება, მაგრამ არ არის მითითებული მექანიზმები. მართალია, მე ვიცნობ რამდენიმე ქალბატონს, რომლებიც სარგებლობენ ამით, მაგრამ რეგულაციის მექანიზმები კანონში არ არსებობს. დიდი ხანია, მიმდინარეობს მარტოხელა დედის დეფინიციაზე მუშაობა. ამ საკითხზე პროექტს ამუშავებს „ძალადობისგან დაცვის ქსელი“, რომ, ამ კუთხით, გამდიდრდეს ჩვენი კოდექსი. ჩვენც ვიღებთ მონაწილეობას და უკვე ამზადებენ დასკვნით რეკომენდაციებს, რომ ეს ტერმინი და შესაბამისად, რეგულაციები შევიდეს ჩვენს საკანონმდებლო სისტემაში.

– ჩვენთან ხშირად არასწორად ესმით მარტოხელა დედის დეფინიცია: მარტოხელაა დედა, როდესაც შვილის დაბადების მოწმობაში ცარიელია მამის გრაფა, თუმცა ჩვენს რეალობაში რეალურად გაცილებით მეტი მარტოხელა დედაა, მიუხედავად იმისა, რომ მათი შვილების მამის გრაფა შევსებულია.

– მე იმის მომხრე ვარ, რომ არსებობდეს ეს დეფინიცია და შესაბამისი გარანტიები. ქალს ჰქონდეს საიმისო სტიმული, რომ ისიც ადამიანი და საზოგადოების სრულყოფილი წევრია. ძალიან ბევრი იმის გამო, რომ ქორწინების გარეშე გააჩინა ბავშვი ან ბავშვი დარჩა უმამოდ, განიცდის დისკრიმინაციას ოჯახის და საზოგადოების მხრიდან. ანუ გარდა საკანონმდებლო პრობლემისა, არის საზოგადოებრივი პრობლემა, იმიტომ რომ,  ტრადიციიდან გამომდინარე, არ არის მიღებული ქორწინების გარეშე შვილის გაჩენა. თუმცა პირადად მე, ვფიქრობ, ეს ქალის გადაწყვეტილებაა და, თუ სურს, უნდა იყოლიოს ბავშვი და მისი უფლებაა, არ გაამჟღავნოს ბავშვის მამის ვინაობა.

– ცოტა არ შერბილდა საზოგადოებრივი აზრი მარტოხელა დედების მიმართ?

– შეიცვალა, ბევრ ქალბატონს ვიცნობ, რომლებმაც ქორწინების გარეშე გააჩინეს შვილები, მაგრამ ისინი, როგორც წესი, ფინანსურად უზრუნველყოფილები და დამოუკიდებლები არიან. ეს მაინც შინაგანი პრობლემაა და თითოეულმა ქალმა თავის თავში უნდა გადალახოს. არის შემთხვევები, როდესაც ქალბატონები ვერ აწყობენ პირად ცხოვრებას და მათ არ შეიძლება, ავუკრძალოთ დედობა, რადგან დედობას არანაირი კავშირი არ აქვს უზნეობასთან. რა თქმა უნდა, ჯობია, ბავშვს დედაც ჰყავდეს და მამაც, მაგრამ საზოგადოებრივი აზრიც ისეთნაირად უნდა დარეგულირდეს, რომ შვილის გაჩენა ნორმალური მოვლენა იყოს.

მარტოხელა დედას საკანონმდებლო დონეზე უნდა ჰქონდეს გარანტიები. მით უმეტეს, არის გაუპატიურების შედეგად დაფეხმძიმების შემთხვევები, როდესაც ქალი იღებს გადაწყვეტილებას, დაიტოვოს ბავშვი. ეს მისი გადაწყვეტილებაა ან, როდესაც ჯანმრთელობისთვის მავნეა ფეხმძიმობის შეწყვეტა.

– სახელმწიფო გარანტიები, ალბათ, იმოქმედებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე და მის ცივილიზებულ მიდგომასთან დაახლოებაზე.

– შესაბამისი ინფორმირებაც უნდა იყოს, რომ ნაკლები პრობლემები შეექმნას ქალბატონს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან მამობის აღდგენა საკმაოდ გამარტივდა, პრობლემები მაინც არის, იმიტომ რომ დნმ-ის ანალიზი ძალიან ძვირად ღირებული პროცედურაა.

– მკითხველს შევახსენოთ, დნმ-ის ანალიზის საფუძველზე სასამართლო მამაკაცს აკისრებს მამობის ვალდებულებას.

– დიახ, ჩვენი კანონმდებლობით, დასაშვებია სასამართლოში მიმართვის შედეგად ექსპერტიზის დანიშვნა და დადებითი პასუხის შემთხვევაში, მამაკაცს აღიარებენ მამად და ბავშვის დაბადების მოწმობაში ჩაიწერება მამის ვინაობა.

– ალიმენტი არ ეკისრება?

– ახლახან ვესწრებოდი ერთ შეხვედრას, რომელიც მარტოხელა დედებსა და მამობის დადგენის საკითხებს განიხილავდა და მოსამართლემ აღნიშნა, რომ, მამაკაცები, როდესაც იციან, რომ მართლაც, თავად არიან მამები, იმისთვის, რომ ექსპერტიზაში არ გადაიხადონ ფული, 2 000 ლარამდე ჯდება ეს პროცედურა, თანხმდებიან მამობას სასამართლოს ჩარევის გარეშე.

– მამაკაცი იხდის, რადგან ამტკიცებს, რომ შვილი მისი არაა?

– დიახ, მაგრამ, თუ ანალიზით დადასტურდა, რომ მამაკაცი არ არის მამა, მაშინ ანალიზის ფულის გადახდა ეკისრება ქალს. ყოველ შემთხვევაში, დადებითი შედეგი მოიტანა ამ საკანონმდებლო ჩანაწერმა დნმ-ის ანალიზის შესახებ, უბრალოდ პრობლემაა მისი სიძვირე. ვიცით შემთხვევები, როდესაც ქალი ყოვლგვარი სასამართლოს გარეშე მიმართავს მამაკაცს და სთავაზობს, უბრალოდ მინდა, რომ მამის გრაფაში იყოს ჩანაწერი და მამაკაცები, რომლებმაც იციან, რომ ნამდვილად მათ შვილზეა საუბარი, თანხმდებიან ამას ექსპერტიზის გარეშე. მაგრამ ჩვენთან ის პრობლემაა, რომ ალიმენტისთვის თავის არიდებაა ხშირი. სულ რამდენიმე საქმე არსებობს, რომ მამაკაცი ჩასვეს ციხეში, იმიტომ რომ, ალიმენტის გადახდას არიდებდა თავს.

– ამ ინფორმაციამ შოკი გამოიწვია ჩემში, ამიტომ კიდევ გავიმეორებ: ჩვენთან ყოველი მესამე მამაკაცი ემალება მართლმსაჯულებას, რომ არ გადაიხადოს ალიმენტი, ყოველი მეხუთე კი არ უხდის შვილს ალიმენტს. რა სჭირთ თუ გვჭირს?

– არ ვიცი, რატომ არიდებენ თავს… ხშირად უთქვამთ მამაკაცებს, უარს იმიტომ ამბობენ ალიმენტის გადახდაზე, რომ ის თანხა არ გამოიყენოს ყოფილმა ცოლმა. არადა, დედა ყოველდღიურად უვლის შვილს და გაცილებით მეტს ხარჯავს ამაში, ვიდრე თვეში 50  თუ 100 ლარია. თან, ჩვენთან ალიმენტის ოდენობა ხშირად საკმაოდ მცირეა, მინიმუმი 50 ლარი იყო, თუმცა სასამართლომ დაადგინა, მიუხედავად იმისა, მუშაობს თუ არა მამაკაცი, ყოველთვიურად 80-100 ლარის ოდენობის ალიმენტი უნდა გადაუხადოს შვილს.

– მაქსიმალური ჭერი დაწესებულია?

– ხელფასის ნახევარზე მეტი არ უნდა იყოს და გამომდინარეობდეს ბავშვის საჭიროებიდან. თუ ბავშვი ინვალიდია, უფრო მეტ თანხას დანიშნავს მოსამართლე, თუ ბავშვი დადის რამე წრეზე, ცნობებია წარსადგენი და ამის საფუძველზე გამოითვლის სასამართლო ალიმენტის ოდენობას.

– თქვით, რომ ალიმენტის გადახდისგან თავის არიდების გამო, მხოლოდ რამდენიმე მამაკაცი იხდის სასჯელს. რატომ: ქალებს ბოლომდე არ მიჰყავთ პროცესი თუ სასამართლოა ლმობიერი?

– სასამართლოს პრეროგატივაა გადაწყვეტილების გამოტანა, მაგრამ სასამართლოს კომპეტენციას სცილდება გადაწყვეტილების აღსრულება. როდესაც საქმე სააღსრულებლო ბიუროში გადადის, არსებობს შესაბამისი პროცედურები: ეს შეიძლება, იყოს იძულებითი ამოღება და ასე შემდეგ. როდესაც ალიმენტი დიდი ხნის განმავლობაში არ არის გადახდილი და დიდი თანხაა დაგროვილი, აღმასრულებელს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს და მოხდეს ქონების სრული ან ნაწილობრივი გადაფორმება. თუმცა ჩვენი სააღსრულებლო სისტემა, რატომღაც, ლოიალურად უყურებს ალიმენტის გადაუხდელობის პრობლემას და არ დგამს ეფექტიან ნაბიჯებს. არადა, რამდენიმე პრეცედენტი რომ შეიქმნას, უფრო გამოსწორდებოდა ეს ვითარება. მეორე მხრივ, თვითონაც ცდილობენ მამები, რომ რამენაირად არ გადაიხადონ ალიმენტი, რადგან თავის არიდების უამრავი შესაძლებლობა არსებობს და ეს იცის ნებისმიერმა იურისტმა. მამაკაცები გადიან კონსულტაციას და ისე იქცევიან, რომ თავი აარიდონ პასუხისმგებლობას. მაგალითად, რამდენიმე თვეში ერთხელ იხდიან ალიმენტს და ეს უკვე აღარ ითვლება თავის არიდებად.

– სიმართლე გითხრათ, არ მესმის, რა აზრი აქვს ასეთი ადამიანის ვინაობის ჩაწერას შვილის მამის გრაფაში. დასავლეთში მამები იბრძვიან იმისთვის, რომ შვილები მათ დარჩეთ განქორწინების შემდეგ. ჩვენთან, როგორც წესი, სასამართლო დედას უტოვებს შვილს. თუ არის შვილის მამისთვის მიკუთვნების შემთხვევა დედის ნების საწინააღმდეგოდ? 

– არის შემთხვევები, როდესაც დედები თვითონ უტოვებენ თავიანთ ქმრებს შვილებს. არის შემთხვევები, როდესაც ეს საკითხი სადავოა და არის სასამართლო გადაწყვეტილებები, როდესაც მამის სასარგებლოდ გამოუტანიათ განაჩენი. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ დედა მიდის ოჯახიდან, მაგრამ, რადგან ბავშვი შეჩვეულია სახლს, სადაც ცხოვრობდა, სკოლას, რომელშიც დადიოდა, მამასთან ტოვებს შვილს. ეს უმეტესად იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ქალი დამოკიდებულია თავის ოჯახზე. სასამართლოს იშვიათად გამოაქვს გადაწყვეტილება დედის საწინააღმდეგოდ, თუ დედა თანახმაა, წაიყვანოს ბავშვი. დედას, როგორც წესი, არ ართმევენ ბავშვს, თუ ის არ არის ნარკომანი, ლოთი, თუმცა საქართველოში ამის პრაქტიკა არ არსებობს.

– არის შემთხვევები, როდესაც დედებს ეკისრებათ ალიმენტის გადახდა?

– ასეთი შემთხვევებიც არსებობს. როდესაც დედები მიდიან ოჯახიდან და ბავშვებს ტოვებენ, მამებსაც მოუთხოვიათ ალიმენტი და ისეც მომხდარა, რომ დედებსაც აურიდებიათ თავი ალიმენტისთვის. თუ ადამიანს პასუხისმგებლობის გრძნობა არ აქვს, არ აქვს მნიშვნელობა, ქალია თუ კაცი, უბრალოდ, კაცები უფრო ხშირად ტოვებენ შვილებს და იხდიან ალიმენტს.

 

скачать dle 11.3