კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კორუფცია ევროკავშირულად

ანუ ჩემი კორუფცია შენსას სჯობია

 

ევროკავშირმა ევროკავშირისავე 28 ქვეყანაში კორუფციის შესახებ კვლევა ჩაატარა და არცთუ სახარბიელო რამ დაადგინა. კერძოდ, ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, კორუფცია გავრცელებული ყოფილა ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში და წლიურად ამის გამო ამ ქვეყნების ეკონომიკა 161 მილიარდ ევროს კარგავს.

მსგავსი კვლევა პირველია, თუმცა, ციფრი თავისთავად მოწმობს, რომ ეს მავნე ჩვევა არახალია ევროკავშირის ქვეყნებისთვის. როგორც კვლევაშია ნათქვამი, განსაკუთრებული პრობლემები ჰქონიათ რუმინეთსა და ბულგარეთს (სისტემური ხასიათის კორუფცია). თუმცა, არანაკლებ შემაშფოთებლად გამოიყურება, რასაკვირველია, კორუფციისკენ ჩინოვნიკ-პოლიტიკოსთა მიდრეკილება, იტალიაში, საბერძნეთში, ჩეხეთსა და ხორვატიაში.

ამის გათვალისწინებით, ადვილი წარმოსადგენია, კორუფციის რა მასშტაბებია ნაკლებად და არადემოკრატიულ ქვეყნებში. 

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ევროკავშირელი პოლიტიკოსები ფრიად გულგრილად შეხვდნენ ამ ჩვენს ყოფილ მაღალჩინოსანთა დაპატიმრებებსა და მათ წინააღმდეგ საქმის აღძვრას საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის გამო და, ამ ფაქტს მაინცდამაინც პოლიტიკურ დევნას უკავშირებდნენ (თუმცა ამ ბოლო დროს, პოლიტიკური დევნის გამო შენიშვნები აშკარად შესუსტდა), ამ კვლევამ მათ გულგრილობას ნათელი მოჰფინა: ელიტურ კორუფციასთან მწყრალად არც თავად ყოფილან. 

скачать dle 11.3