კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გასასაღებელი მომწიფებულები

მწიფე ხილი „ნატოსია“?!

 

შესაძლოა, რაკი, თვალი თვალს რომ მოშორდება, გულიც გადასხვაფერდება, იმასაც მოვესწარით, რომ მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის გამოსვლა „ნაცმოძრაობამ“ უკიდურესად უარყოფითად შეაფასა, ხოლო საქართველოში აშშ-ს ელჩმა ნორლანდმა – უკიდურესად დადებითად.

უფრო მეტიც, ამ ჩვენს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე „ნატოს“ გენმდივანმა განაცხადა, რომ, ჯერ ერთი, „საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა“ და, მეორე – „ჩვენ ვხედავთ უფრო მეტად მომწიფებულ დემოკრატიას საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.“

ბუნებრივია, ბ-ნმა რასმუსენმა ჩვენ მიერ ავღანეთში ISAF-ის ოპერაციაში შეტანილი წვლილიც ახსენა და ისიც, რომ  მას 2015 წლიდანაც შევიტანთ „ნატოს“ სწრაფი რეაგირების ძალებში.

მოკლედ რომ ვთქვა, დაგვაიმედა, რომ ჩვენ გვერდით დგანან და ყველანაირად დაგვეხმარებიან „ნატოს“ სტანდარტების მიღწევაში, ოღონდ, განა „ნატოში“ გასაწევრიანებლად, „რათა ისინი (ანუ, საქართველოს შეიარაღებული ძალები) შესაბამისად მომზადებული შეხვდნენ თქვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ნებისმიერ შესაძლო საფრთხეს.“

მე არ ვიცი, კონკრეტულად რა საფრთხის განეიტრალება იგულისხმა ბ-ნმა რასმუსენმა ზემომოყვანილ ციტატაში, თუმცა, თუ მის იმ გამონათქვამს გავიხსენებთ, ჩვენი დემოკრატიის უფრო მომწიფებულობის შესახებ, თუ დროზე არ მიგვიღეს, შესაძლოა, ისე გადავმწიფდეთ, რომ ვერც გავსაღდეთ?! 

 

скачать dle 11.3