კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გაიოზისა და ძაბულის გასაჭირი და სექსოპათოლოგის „ჯადოსნური” ნემსი

ჩემს მეგობარ სექსოპათოლოგ გია ბეროშვილთან („ოთხი გიადან“ მარცხნიდან მეორე რომაა) საუბრის ჩემ მიერ ოდნავ გაშარჟებულ-ინტერპრირებულ ამბავს მოგახსენებთ ამჯერად (წაკითხვა – ბოლომდე!)

… ვზივარ მოწყენილი ერთ დღეს კაბინეტში და კარში საშუალოზე ოდნავ მაღალი, შავგვრემანი და თმახუჭუჭა, მილიციის ფორმაში გამოწყობილი სუბიექტი შემოვიდა მორიდებით. იოფლება პაპანაქება ზაფხულში.

– გისმენთ… – სკამი შევთავაზე შემოსულს.

– ხოხ… პირდაპირ?

– რა თქმა უნდა, – გავამხნევე და ვიგრძენი, რომ სტუმრად „კოლხი“ მყავს.

– სამეგრელოს რეგიონის მილიციის განყოფილების „უსტარშესი ლეიტენანტი“ გაიოზ (იგივე გივი) ლაგვილავა გახლავართ მე და, თქვენ სექსოლოგი ბრძანდებით, ნამდვილად ვიცი ეს – საიდუმლო „ისტოჩნიკებით“, რა თქმა უნდა.

– რამ შეგაწუხათ, გივი-გაიოზ ბატონო?

– ჩემი შეწუხება ასე ადვილია?! – გამიყარა თვალი თვალში, – შემაწუხა ჩემმა საკუთარმა თავმა და, კიდო, მეუღლესთან უხერხულობის ამბის ამბავშია ამბავი.

– კერძოდ? მოკლედ ამიხსენით.

– კერძოდ, ჩემი მდგომარეობაა შემდეგი… ცოლი მოვიყვანე ამასწინეებზე მე სიყვარულის ნიადაგზე – ძაბული კირკიტია. ქორწილი გადავიხადე 1 800-კაციანი, მეტი რომ არ შეიძლება, იმაზე უკეთესი კიდო. მოგეხსენებათ, ცოლს იმიზა ირთავს კაცი, რომე, გვარისა და ჯიშ-ჯილაგის გამგრძელებელი უნდა მაგას, ხომაა სწორი?

– რა თქმა უნდა.

– მოკლედ, – დაიწყო გაიოზმა, – თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ ბაღნები მართლა წეროებს კი არ მოყავენ, ცოლთან ურთიერთობა უნდა მაგას – საბანქვეშ! მიმიხვდით, ხომ?

– მერე?

– რა – მერე? მოთავდა შუაღამეს ქორწილი, წავედით მე და ძაბული ბაღანის ამქვეყნად მოვლენის (რბილად ვლაპარაკობ ახლა!) საფუძვლის ჩასაყრელად სპალნაში. ვებდღვენით ერთმანეთს მე და ძაბუ (ვეღარ ვითმენთ, უკაცრავად პასუხია) და გავგორდით სპალნის ლოგინზე. ვაჯობე, როგორც გამოცდილმა ოპერმუშაკმა და მოვექეცი ზემოდან, რა თქმა უნდა.

რომ უნდა დაიწყოს „პროცედურა” და… – რახ, რახ რახ!!! ატყდა გარეთ ფისტოლეტების სროლილობის ხმა (თურმე, ჩემი დაგვიანებული ოპერ-ძმაკაცები მოსულან) და ეს გამზადებული „ის“… რა ჰქვია… კი იცით თქვენ… დარჩა ხახამშრალი… გადმოვვარდი ძაბულიდან გამაძღარი წურბელასავით და ჩაიშალა ის, თქვენ რომ გეცოდინებათ და აღარ გავიმეორებ. ამის მერე, როგორ არ (თან როგორ, კაცო) მოვინდომე – აღარ გამოვიდა არაფერი. შიშს სცოდნია ეგ, შიშს, აპა!

– ესე იგი, სექსუალური უძლურება, – ჩავილაპარაკე ჩემთვის, მაგრამ, „ოპერს“ არ გამოეპარა.

– ხოხ, უძლურება და მერე როგორი! აბა, რისთვის ვარ აქ ახლა მე?!

– მეუღლე ძაბული სად არის?

– დილის მატარებლით ჩამოვედით და გასტინიცაში დავტოვე ის… საჭიროა?

– არა, არ არის საჭირო, ყველაფერი „იასნია“. ახლა მე შენ ერთ ნემსს გაგიკეთებ, ოღონდ ორი საათის მანძილზე მოქმედებს და უნდა მოასწრო.

– ტაქსით წავალ გასტინიცამდე, – რაზეა ბაზარი! – გასვეტდა იმედმოცემული პაციენტი. გავუკეთე და წავიდა. მაგრამ, მეორე დილით პირველი დამხვდა რიგში ჩემი კაბინეტის კართან.

– პატივცემული „იმის“ ექიმო, უნდა მაპატიოთ და მეორე ნეფსი უნდა მდღლიზოთ აბეზატელნა.

– რაშია საქმე? არ იმოქმედა? – შემეშინდასავით.

– როგორ არ იმოქმედა… იმოქმედა კი არა, აქედან გავედი თუ არა, ტაქსში რომ ვერ შევეტიე უკუღმა დავჯექი და მერე შევატენე ფეხები, – უხ, ხუხ (აიფარა ტუჩზე ხელი დარცხვენილმა).

– აბა?

– რა, მერე? შევედი თუ არა ჩემს ძაბუსთან სასტუმროს ნომერში, მაშინვე ვუყვირე: ჩქარა, დაწექი, ბავშვის ამბავია საქმე, თვარა, შენ კი არ შეგაწუხებდი-თქვა და ისიც გაიშოტა გულაღმა. ის საწყალი და უბედურ დღეზე გაჩენილი, ჩემი არ იყოს.

– მერე? – მელევა მოთმინება.

– რო წამოვახტი (ზემოდან, რაზუმეეტსია), არ აკაკუნებენ კარებზე? ჩამოვვარდი ისევ გამაძღარი წურბელასვავით და ჩაიშალა… გავაღე კარი და – თქვენ სადილი შეგიკვეთიათო (ჩემს მეტიჩარას შეუკვეთია – გოიმი მაგი) და, ა, ასე ვარ… 

გავუკეთე ისევ ის ინიექცია, რასაც საუკეთესო შემთხვევაში, პატარა ლეიტენანტი გაიოზიჩი უნდა გასჩენოდა ჩვენს ტანჯულ საქართველოს და წავიდა გახარებული, მაგრამ, რად გინდა… მესამე დღეს ისევ კაბინეტთან დგას.

– ახლა რა მოხდა, კაცო? – გამოვედი მოთმინებიდან.

– ჩათლახი მელიციელები ყოფილან აქ, თბილისში, კაცო… ძაბულის რომ წამოვახტი და ჰაა…  კიდო არ დარეკეს, კაცო?! გავაღე და, ჩემი კოლეგა მილიციელები არ დამეჩითენ?! ვინაა ეს ქალი, სასტუმროში რა გინდათო? ავუხსენი ყველაფერი, თქვენი ვარ, თანამშრომელი ვარ-მეთქი და ქე დაბრუნდნენ უკან, მარა, ჩვენ რო ვიცით, ის ქე დარჩა ისთე!... კიდო ერთი ნეფსი, გია ბატონო… კიდო ერთი, რა!

 სამშობლოს ღალატი არ შეიძლება – გამრავლება ერის სიძლიერეა და ვდღლიზე მესამე. გგონია, რამე გამოვიდა? – მეოთხე დღეს ისევ…

– აღარ შეიძლება ასე, მე ამის დედაც!.. აღარ შეიძლება, ჩემო გია… მეოთხედ უნდა მგლიჯოთ!

– ახლა რაღა მოხდა? – უკვე მეც დავინტერესდი.

 – რა და, ხომ მადღლიზე გუშინ… მეც, ავდექი და, ახლა რომ ჩემს ძაბულის უნდა ვდღლიზო (რა თქმა უნდა, კეთილი განზრახვით), ისევ არ მიკაკუნებენ?!

გავაღე და… – კრანი რომ გაფუჭებულია თქვენთან, იმისთვის მოვედით, სანტეხნიკები ვართ ჩვენო… ღმერთი სწამთ მაგნებს? არა, გია ბატონო, მე ერთი რამე მაინტერესებს, მომავალი არ აინტერესებენ ამ ჩემისებს, იმ ჩემისების არ იყოს?!

ვდღლიზე მორიგი ნემსი… წავიდა და აღარ დაბრუნებულა. მაინტერესებს, მომავალი „შექმნა“ თუ ცოცხალია?! აბა, რა მოკლავდა… პატალა, „უსტალსესი” ლეიტენანტი გაჩნდა, ალბათ.

 

 

скачать dle 11.3