კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეკდოტები

მივიდა მთვრალი დრაკონი სახლში. შესასვლელ კარში გაბრაზებული ცოლი ჩაუდგა:

– აბა‚ ამოისუნთქე!

მოკლედ‚ უბრალოდ‚ უაზრო სიკვდილი...

***

მეზობლები ჩხუბობენ:

– მე შენგან ამას არ ვიმსახურებ‚ არ გახსოვს‚ ავად რომ იყავი ბულიონიც კი მოგიმზადე?!

– შენ რაღაცას ურევ‚ ჯერ ბულიონი მომიმზადე და მერე გავხდი ავად.

***

– სად იშოვე ფული ასეთი ძვირიანი ბილეთის საყიდლად.

– მამამ იყიდა...

– თვითონ სადაა?

– სახლში‚ ბილეთს ეძებს.

***

ახალგაზრდა წყვილი ბარში. გოგომ კოქტეილი და ეგზოტიკური მისაყოლებლები შეუკვეთა... ბიჭმა გონებაში იანგარიშა გადასახდელი თანხა და კმაყოფილმა გაიფიქრა‚ რომ დღევანდელი ვახშამი სექსით ნამდვილად დაგვირგვინდებოდა.

– ეტყობა‚ ზღვის პროდუქტები გიყვარს...

– არა‚ საერთოდ‚ კოქტეილს არაფერს ვაყოლებ‚ მაგრამ მენსტრუაციის დროს მემატება მადა...

***

ამერიკაში ემიგრირებული 15 წლის ებრაელი ბიჭი ერთ-ერთ კანტორაში შევიდა‚ იქნებ ჩემთვის რამე სამსახური გქონდეთო. 

– თქვენი განათლება‚ რა გაქვთ დამთავრებული?

– არაფერი...

– თქვენთვის არანაირი სამსახური არ გვაქვს...

გაბრაზებული ბიჭი გამოვიდა‚ იყიდა ორი ფორთოხალი‚ ჭიქაში ჩაწურა‚ გამვლელს მიჰყიდა‚ შემდეგ ოთხი ფორთოხალი იყიდა‚ კვლავ გამოწურა წვენი‚ ისიც გაყიდა... შემდეგ წვენსაწური იყიდა‚ შემდეგ პატარა წვენგამოსახდელი საწარმო ააგო... გახდა მილიონერი და მასთან ინტერვიუს ასაღებად ჟურნალისტი მივიდა:

– ასეთ წარმატებას მიაღწიეთ‚ ასეთი ქონების პატრონი გახდით‚ ალბათ უაღრესად განათლებული ხართ‚ რა დაამთავრეთ?

– არაფერი‚ გაუნათლებელი ვარ.

– ღმერთო ჩემო‚ ვერც წარმომიდგენია‚ თქვენ რომ რაიმე განათლება გქონოდათ‚ რას მიაღწევდით... 

– მე გეტყვით: რიგით თანამშრომლად ვიმუშავებდი – ჯერ კანტორაში‚ შემდეგ ოფისში.

***

ლექციაზე პროფესორი:

– ახალგაზრდებო‚ უკანა რიგში‚ იქნებ ისე წყნარად იყოთ‚ როგორც კარტის მოთამაშეები შუა რიგებში‚ წინა რიგებში მსხდომებს კი ვთხოვ‚ ცოტა ხმადაბლა იძინონ.

***

რაინდმა სასახლესთან ჩაიარა. ხედავს‚ აივანზე ზის მზეთუნახავი და ტირის. რა გატირებსო‚ ჰკითხა.

– ხვალ გველეშაპს უნდა მიმგვარონ‚ როგორც ყველაზე ლამაზი ქალწული...

– მე გადაგარჩენ!

– გველეშაპს მოკლავ?

– არა‚ უფრო იოლი მეთოდებიც არსებობს – სახეს მიგინგრევ და შენც აღარ იქნები ყველაზე ლამაზი ქალწული...

 

***

„შური უნდა ვიძიო‚ მწარედ... დავალევინებ რაღაც საზიზღრობას‚ გავთიშავ‚ მივათრევ საწოლამდე‚ გავხდი‚ დავაწვენ... მაგიდაზე კი წერილს დავუდებ: „ძალიან მაგარი იყავი... გკოცნი‚ გივი“.

скачать dle 11.3